“საქართველოს საგადასახადო კოდექსში” ცვლილებებისა და დამტებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, 1997 წ ლის 24 ივლისი, №32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის მე-5 ნაწილს დაემატოს სიტყვები „კოდექსით შემოღებული გადასახადების მიხედვით წარმოშობილი ვადაგადაცილებული დავალიანებების რესტრუქტურიზაციის წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით.“.

2. მე-100 მუხლის პირველ ნაწილში სიტყვის „ჯამისა“შემდეგ დაემატოს სიტყვები „საქართველოში გადასახდელი“.

3. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ. ბინის ქირა. საცხოვრებელი შენობის მიწოდება, გარდა ახლად აშენებულისა. ახლად აშენებულად ითვლება საცხოვრებელი შენობა აგებიდან ორი წლის განმავლობაში“.

ამავე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ1“ პუნქტი:

„ჰ1“. მაზუთის იმპორტი.“

4. 114-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს წინადადება:

„დღგ-ის ჩათვლას დაექვემდებარება საქართველოს ბიუჯეტში გადასახდელი ან გადახდილი დღგ-ის თანხა“.

5. 223-ე მუხლის მე-4 ნაწილში სიტყვები „აღურიცხავი და შეძენის“ შეიცვალოს სიტყვებით „აღურიცხავი და/ან შეძენის“.

6. 252-ე მუხლის პირველ ნაწილში ციფრი „0,1“ შეიცვალოს ციფრით „0,2“.

7. 273-ე მუხლის:

ა) მე-11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. 2000 წლის 1 იანვრამდე მეტროპოლიტენის ნაგებობებზე საამორტიზაციო ანარიცხების გამოქვითვები ძირითად საშუალებებზე განხორციელდეს 54-ე მუხლით გათვალისწინებულ საამორტიზაციო ნორმებზე 1998 წელს – 0,25 და 1999 წელს –0,5 დამადაბლებელი კოეფიციენტის მისადაგებით, ხოლო ძირითად საშუალებათა რემონტის ხარჯების გამოქვითვა მეტროპოლიტენისა და სარკინიგზო ტრანსპორტისათვის განხორციელდეს ძირითად საშუალებათა საერთო საბალანსო ღირებულების 7%-მდე ოდენობით“;

ბ) მე-12 და მე-13 ნაწილებში სიტყვები „1998 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „1998 წლის 1 აპრილამდე“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                                        ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 12 დეკემბერი.

№1194–Iს