„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 ივლისის №80/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10/ნ
სარეგისტრაციო კოდი
480180000.22.022.017083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №10/ნ

2016 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 ივლისის №80/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 23 ივლისის №80/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 23/07/2015; სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016986) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში – სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში –  უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების  დეპარტამენტის მეცნიერების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (შემდგომში – მეცნიერების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი):

5.1 კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

5.2. უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 2 წელი;

გ) უცხო ენების (ინგლისური, რუსული) კარგად ცოდნა;

დ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) კარგად ცოდნა;

ე) უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც აქვს საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

5.3.  უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტისა და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის მეცნიერების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 4 დეკემბრის №190/ნ ბრძანება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე