1. აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამ დადგენილების ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს:
ა) დასახლებების საერთო კრებების განსაზღვრა შემდეგი ინფორმაციის გამოყენებით:
ა.ა) აბაშის მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომელებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 500-ს არ აღემატება;
ა. ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის დასახლებების ჩამონათვალი, რომლებშიც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 500-ს და ნაკლებია 2000-ზე;
ა.გ) თითოეულ დასახლებაში რეგისტირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის აღრიცხვა ამომრჩეველთა საარჩევნო სიის უკანასკნელი მონაცემების მიხედვით.
ბ) საერთო კრების რჩეულის არჩევნების ბიულეტენების ფორმის და ამომრჩეველთა სიის ფორმის დამტკიცება;
გ) გამგეობის დებულებაში ცვლილების პროექტის მომზადება, სადაც განისაზღვრება სტრუქტურული ერთეული, რომელსაც ექნება საერთო კრებებთან დაკავშირებული უფლებამოსილება და მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის წარდგენა