ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2016
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.121.016202
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/02/2016
matsne.gov.ge 194 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 05.06.2017 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 06.07.2018 გორის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების - გერბის და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 13.07.2018 ახალციხის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 23.03.2018 თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 90% 24.03.2020

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2016 წლის 4 თებერვალი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბის და დროშის) დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.გ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის გერბი და გერბის აღწერილობა დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ვანის მუნიციპალიტეტის დროშა და დროშის აღწერილობა დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი დანართი №1 ვანის მუნიციპალიტეტის გერბი გერბის აღწერილობა გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ნაწილად. პირველი ნაწილის ლაჟვარდის ველზე  გამოსახულია ვერცხლის სვეტი კაპიტელით და ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი ვერცხლის რგოლში. მეორე ნაწილის მწვანე ველზე ცენტრში გამოსახულია ოქროს საწმისი. გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი - „ვანი“. დანართი №2 ვანის მუნიციპალიტეტის დროშა დროშის აღწერილობა დროშა  მარჯვნიდან მარცხნივ, ქვევიდან ზევით ირიბად გაყოფილია ორ ნაწილად - ლაჟვარდის და მწვანე ველებად. დროშის ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ვერცხლის ჰერალდიკური ჯვარი ვერცხლის რგოლში. მწვანე ველზე გამოსახულია ოქროს საწმისი. დროშის პროპორციაა 2:3.