„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშერულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“
მიღების თარიღი 05.02.2015
ძალაში შესვლა 30.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №დასახელება
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016377
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2016
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | სამუშაოები |
| 2 | საქონელი |
| 3 | საკონსულტაციო მომსახურება |
| 4 | პროცენტი და ვალდებულების საკომისიო |
| 5 | გაუნაწილებელი |
| I. ნომერი | დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში - სწრაფი რეაგირების კომპონენტი)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში - პროექტის საინვესტიციო კომპონენტი)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშერულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 4)“
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშერულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა –
პროექტი 4)“
სესხის ნომერი 3238-GEO
საქართველოსა
და
აზიის განვითარების ბანკს შორის
სასესხო ხელშეკრულება
(ჩვეულებრივი ოპერაციები)
(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა პროექტი – 4)
დათარიღებული: 5 თებერვალი, 2015 წ.
GEO-43405
სასესხო ხელშეკრულება
(ჩვეულებრივი ოპერაციები)
წინამდებარე სასესხო ხელშეკრულება, დათარიღებული 2015 წლის 5 თებერვლით, საქართველოსა („მსესხებელი”) და აზიის განვითარების ბანკს ("ADB") შორის
,
სადაც,
(ა)
მსესხებელსა და ADB-ს შორის დადებული დაფინანსების ჩარჩოხელშეკრულების (FFA) მიხედვით, რომელიც დათარიღებულია 2011 წლის 1 მარტით, ცვლილებების გათვალისწინებით, ADB თანახმაა უზრუნველყოს მრავალტრანშიანი დაფინანსების მექანიზმი მსესხებლისათვის პროექტების დაფინანსების მიზნით, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში;
(ბ)
2014 წლის 18 აგვისტოთი დათარიღებული მსესხებლის მიერ ხელმოწერილი პერიოდული დაფინანსების მოთხოვნით, მსესხებელმა მიმართა ADB-ს სესხის თაობაზე, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართ 1-ში აღწერილი პროექტის მიზნებისათვის;
(გ)
პროექტს განახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” (UWSCG), როგორც განმახორციელებელი ორგანიზაცია მსესხებლის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, როგორც პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაციის, ზედამხედველობის ქვეშ და ამ მიზნით მსესხებელი ხელმისაწვდომს გახდის სასესხო თანხას UWSCG-სთვის, ADB-სთვის მისაღები ხელშეკრულებაში მოცემული ვადებისა და პირობების მიხედვით; და
(დ)
ADB თანახმაა გასცეს სესხი მსესხებელზე ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან, წინამდებარე ხელშეკრულებასა და ADB-სა და UWSCG-ს შორის დადებულ საპროექტო ხელშეკრულებაში ფორმულირებული ვადებისა და პირობების მიხედვით.
ამგვარად, მხარეები წინამდებარე დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
სასესხო რეგულაციები; განსაზღვრებები
ნაწილი 1.01. ADB-ს 2001 წლის 1 ივლისით დათარიღებული სპეციალური ოპერაციების სასესხო რეგულაციების („სასესხო რეგულაციები”) ყველა დებულება, რომელიც ეხება LIBOR-ზე დაფუძნებული სესხებს მისაღები ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალიდან, სრულიად ვრცელდება წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაზე იგივე ძალითა და ეფექტით, როგორიც მას ექნებოდა წინამდებარე დოკუმენტში შემდეგი ცვლილებების გათვალისწინებით:
(ა)
პუნქტი 2.01 (50) ამოღებულია და მის ნაცვლად შეტანილია:
„საპროექტო ხელშეკრულება” ნიშნავს ADB-ისა და UWSCG-ს შორის დადებულ საპროექტო ხელშეკრულებას;
(ბ)
სასესხო რეგულაციების 7.04 (ბ), 9.01 (დ), 9.01 (ვ), 9.01 (ლ), 10.01 (გ) და 10.02 (გ) ნაწილებში მოხსენიებული „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია” უნდა შეიცვალოს ტერმინით „UWSCG”.
(გ) პუნქტი 3.03 ამოღებული და შეცვლილია შემდეგით:
ვალდებულების გადასახდელი; კრედიტი; სადაზღვევო შენატანი
(ა) მსესხებელი გადაიხდის ვალდებულების გადასახდელს აუთვისებელი სესხის თანხაზე სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთისა და პირობების შესაბამისად.
(ბ) ADB უზრუნველყოფს მსესხებლისთვის შეღავათს სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად და ეს შეღავათი ფიქსირებული დარჩება სესხის არსებობის მანძილზე. ADB მსესხებლის მიერ გადასახდელ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს შეღავათის განაკვეთით.
(გ) მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრული განაკვეთით და ეს განაკვეთი უნდა იყოს ფიქსირებული სესხის მოქმედების პერიოდში. ADB-მ სადაზღვევო შენატანი ვადების მიხედვით უნდა დაუმატოს მსესხებლის მიერ გადასახდელ სარგებლის პროცენტს.
(დ) პუნქტი 3.06 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:
შეღავათი (ა) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ ფიქსირებული მარჟა ახალი სესხებისთვის უნდა შემცირდეს, იგი ნებისმიერ მსესხებელს გაუკეთებს შეღავათს სესხებზე, რომელსაც აქვს უფრო მაღალი ფიქსირებული მარჟა. შეღავათის თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: (i) სხვაობა დაუბრუნებელი სესხის ფიქსირებულ მარჟასა და ახალი სესხების შესაბამის ფიქსირებულ მარჟას შორის (გამოსახული, როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება (ii) დაუბრუნებელი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული ახალ სესხებზე დაბალი ფიქსირებული მარჟის დაწესების თარიღიდან.
(ბ) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ დაფინანსების ღირებულების მარჟის დათვლამ ნებისმიერი სესხის ვალუტაზე (ან დამტკიცებულ ვალუტაზე) ნებისმიერ სემესტრში გამოიწვია ADB-ის მიერ თანხების დაზოგვა, ამ შემთხვევაში ADB გაუკეთებს შეღავათს მსესხებელს. შეღავათის თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: (i) დაფინანსების ღირებულების მარჟა (გამოხატული, როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება (ii) სესხის ძირითად თანხაზე, რომელზედაც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ სემესტრიდან, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. ADB-ის შეღავათის თანხა შეეხება მსესხებლის მიერ გადასახდელ პროცენტს, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ სემესტრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა.
(ე) პუნქტი 3.07 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:
მომსახურების გადასახდელი (ა) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ ფიქსირებული მარჟა ახალი სესხებისთვის უნდა გაიზარდოს, ნებისმიერი მსესხებელი დაუბრუნებელი სესხით, რომელზეც დაწესებულია უფრო დაბალი ფიქსირებული მარჟა, გადაუხდის ADB-ის მომსახურების გადასახდელს. მომსახურების თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: (i) სხვაობა ახალი სესხების შესაბამის მარჟასა და დაუბრუნებელი სესხის ფიქსირებულ მარჟას შორის (გამოსახული, როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება (ii) დაუბრუნებელი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული ახალ სესხებზე მაღალი ფიქსირებული მარჟის დაწესების თარიღიდან.
(ბ)
ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ დაფინანსების ღირებულების მარჟის დათვლამ ნებისმიერი სესხის ვალუტაზე (ან დამტკიცებულ ვალუტაზე) ნებისმიერ სემესტრში გამოიწვია ADB-ის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევა, ამ შემთხვევაში მსესხებელი გადაიხდის მომსახურების გადასახდელს. გადასახდელის თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: (i) დაფინანსების ღირებულების მარჟა (გამოხატული, როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება (ii) დაუბრუნებელი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზედაც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ სემესტრიდან, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. ADB დაამატებს მომსახურების გადასახდელ თანხას მსესხებლის მიერ გადასახდელ პროცენტს, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ სემესტრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა.
პუნქტი 1.02.
წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში გამოყენებულ რამდენიმე ტერმინს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია სასესხო რეგულაციებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ამ დოკუმენტში მოდიფიცირებული არ არის ან კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში გამოყენებულ დამატებით ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
(ა) „საკონსულტაციო სახელმძღვანელო“ ნიშნავს სახელმძღვანელოებს ADB-ის და მისი მსესხებლების კონსულტანტებთან დაკავშირებით (2013,რომელიც დროდადრო ექვემდებარებოდა ცვლილებას);
(ბ) „საკონსულტაციო მომსახურება“ ნიშნავს სესხის თანხიდან დაფინანსებულ მომსახურებას, როგორც ეს აღწერილის წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართი 1-ის 2(გ) ქვეპუნქტში;
(გ) „EARF” გულისხმობს საინვესტიციო პროგრამისთვის გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასებისა და მიმოხილვის დოკუმენტს, როგორც ეს შეთანხმებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის, რომელიც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებას;
(დ) „EMP” გულისხმობს პროექტისთვის გარემოსდაცვის მართვის გეგმას, რომელიც მომზადებულია EARF-ის მიხედვით და შესაბამისობაშია IEE-სთან;
(ე) „გარემოს დაცვის უსაფრთხოების ღონისძიებები” გულისხმობს SPS-ის მე-5 თავის, პირველი დანართის და მეოთხე დანართის (საჭიროების შემთხვევაში) პრინციპებსა და მოთხოვნებს;
(ვ) „დაფინანსების მექანიზმი“ ნიშნავს მრავალტრანშიანი დაფინანსების მექანიზმს, რომელსაც უზრუნველყოფს მსესხებლისთვის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში პროექტების დასაფინანსებლად;
(ზ) FFA აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც ნახსენებია (ა) პრეამბულაში;
(თ) “FY” ნიშნავს UWSCG- ის ფისკალურ წელს;
(ი) „GNEWSRC” ნიშნავს მსესხებლის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ან მის სამართალმემკვიდრეს;
(კ) „საქონელი“ ნიშნავს სესხის ფარგლებში დასაფინანსებელ აღჭურვილობას და საქონელს, მათთან დაკავშირებული მომსახურების ჩათვლით, როგორიცაა ტრანსპორტირება, დაზღვევა, ინსტალაცია, ტრენინგი, ექსპლუატაციაში შეყვანა და საწყისი შენახვა, საკონსულტაციო მომსახურების გარდა;
(ლ) „IEE” ნიშნავს პროექტის საწყის გარემოსდაცვით შემოწმებას, რომელიც მომზადებულია “EARF”-ის მიხედვით;
(მ) „საინვესტიციო პროგრამა“ ნიშნავს ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამას;
(ნ) „სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელო“ ნიშნავს ADB-ის სესხის ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს (2012, მასში პერიოდულად შეტანილი ცვლილებებით);
(ო) „MRDI” გულისხმობს მსესხებლის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს;
(პ) „PAM” გულისხმობს პროექტის ადმინისტრირების მართვის სახელმძღვანელოს, რომელიც დათარიღებულია 2014 წლის 24 ოქტომბრით და შეთანხმებულია მსესხებელსა და ADB-ს შორის და რომელიც დროდადრო ექვემდებარება ცვლილებას;
(ჟ) „PFR” გულისხმობს მსესხებლის მიერ წარდგენილ ან წარსადგენ პერიოდული დაფინანსების მოთხოვნას თითოეული სესხის მიზნებისთვის დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში და წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების მიზნებისთვის, დათარიღებულს 2014 წლის 18 აგვისტოთი;
(რ) „შესყიდვის სახელმძღვანელო” გულისხმობს ADB-ის შესყიდვის სახელმძღვანელოს (2013, რომელიც დროდადრო ექვემდებარებოდა ცვლილებას);
(ს) „შესყიდვის გეგმა” გულისხმობს პროექტის შესყიდვის გეგმას, დათარიღებულს 2014 წლის 24 ოქტომბრით და შეთანხმებულს მსესხებელსა და ADB-ის შორის, რომელიც დროდადრო ექვემდებარება განახლებას, შესყიდვების სახელმძღვანელოს, საკონსულტაციო სახელმძღვანელოს და ADB-ისთან შეთანხმებული სხვა ღონისძიებების შესაბამისად;
(ტ) „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია” სასესხო რეგულაციების მიზნებისთვის და მნიშვნელობისთვის გულისხმობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პროექტის განხორციელებაზე და მისაღები იქნება ADB-სთვის;
(უ) „უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიში” ნიშნავს მსესხებლის მიერ, UWSCG-ის მეშვეობით მომზადებულ და ADB-ში წარდგენილ თითოეულ ანგარიშს, რომელიც აღწერს EMP-შესაბამისად პროცესის განვითარებას, გამოსასწორებელი და გამაფრთხილებელი ქმედებების ჩათვლით;
(ფ) „SPS” გულისხმობს ADB-ს უსაფრთხოების პოლიტიკის დებულებებს (2009);
(ქ) „ქვესასესხო ხელშეკრულება” გულისხმობს მსესხებელს, MRDI და UWSCG შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას, მოხსენიებულს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების 3.01(ა) პუნქტში;
(ღ) „UWSCG” გულისხმობს შპს „საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიას”, რომელიც დაარსებულია მსესხებლის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად და რეგისტრირებულია შემდეგ მისამართზე: ვაჟა-ფშაველას 76ბ, 0186 თბილისი, საქართველო;
(ყ) „სამუშაოები” გულისხმობს სასესხო სახსრებიდან დასაფინანსებელ მშენებლობას ან სამშენებლო სამუშაოებს, მათ შორის ისეთ მომსახურებას, როგორიცაა საბურღი სამუშაოები ან რუკების შედგენა და პროექტთან დაკავშირებულ მომსახურებას, რომელიც უზრუნველყოფილია, როგორც ცალკეული პასუხისმგებლობის ნაწილი ან სრული პაკეტის კონტრაქტი, საკონსულტაციო მომსახურების გარდა; და
(შ) „WSS” გულისხმობს წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემას.
მუხლი II
სესხი
ნაწილი 2.01.
(ა) ADB თანახმაა ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან გასცეს სესხი მსესხებელზე ას რვა მილიონი დოლარის ოდენობით ($108,000,000), იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული თანხა შესაძლოა დროდადრო შეიცვალოს ვალუტის კონვერტირების გზით, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პუნქტი 2.06-ის დებულებების შესაბამისად.
(ბ) სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა შეადგენს 23 წელს, ხოლო საშეღავათო პერიოდი განსაზღვრულია ქვეპუნქტში (გ) ქვემოთ;
(გ) ტერმინი „შეღავათიანი პერიოდი”, რომელიც გამოყენებულია ამ ნაწილის (ბ) პუნქტში, გულისხმობს პერიოდს სესხის ძირითადი თანხის პირველ გადახდამდე ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც ფორმულირებულია წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართ 2-ში;
ნაწილი 2.02.
მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ADB-ს პროცენტი ძირითად სესხის ათვისებულ და დროდადრო დაუფარავ თანხაზე თითოეული პროცენტის გადახდის პერიოდში განაკვეთით, რომელიც ტოლია შემდეგ საკრებთა ჯამისა:
(ა) LIBOR;
(ბ) 0.60%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო წესების პუნქტში 3.02, მინუს კრედიტის 0.10%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო წესების პუნქტში 3.03 და
(გ) 0.20%-იანი სადაზღვევო შენატანი ვადების მიხედვით, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო წესების პუნქტში 3.03
ნაწილი 2.03. მსესხებელმა წლიურად უნდა გადაიხადოს 0.15%-ის ტოლი ვალდებულების გადასახდელი. ასეთი საურავი უნდა დაირიცხოს სესხის სრულ თანხაზე (მინუს დროდადრო ათვისებული თანხები), დაწყებული წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან 60 დღის შემდეგ.
პუნქტი 2.04. სესხზე დარიცხული სარგებლის პროცენტი ან ნებისმიერი სხვა სახის საკომისიოები გადახდილი უნდა იყოს ნახევარწლიური შუალედებით, ყოველი წლის 1 ივნისს და 1 დეკემბერს.
ნაწილი 2.05. სასესხო ანგარიშიდან გამოთხოვილი სესხის ძირითად თანხას მსესხებელი დაფარავს დებულებების შესაბამისად, რომლებიც მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართ 2-ში.
ნაწილი 2.06.
(ა) მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობების შემდეგი ცვლილება, რათა ხელი შეუწყოს სესხის გონივრულ მართვას:
(i)
სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი ათვისებული ან აუთვისებელი ნაწილის სესხის ვალუტის დამტკიცებული ვალუტით შეცვლა;
(ii)
ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო საპროცენტო ცვალებადი განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით ან პირიქით შეცვლა; და
(iii)
ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დადგენის გზით.
(ბ) წინამდებარე პუნქტის (ა) ქვეპუნქტის თანახმად საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ADB-ის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერსია”, როგორც ეს განმარტებულია სასესხო რეგულაციების 2.01 (6) პუნქტში და შევა ძალაში სასესხო რეგულაციების V მუხლის და კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
მუხლი III
სესხის თანხის გამოყენება
ნაწილი 3.01.
(ა) მსესხებელი UWSCG-ს გადაასესხებს სესხის სახსრებს ქვესასესხო ხელშეკრულების შესაბამისად ADB-თვის მისაღები პირობებით. თუკი სხვაგვარად არ იქნება ADB-სთან შეთანხმებული, გადასესხებულ სესხის თანხას დაერიცხება სარგებლის პროცენტი იმავე წლიური განაკვეთით, როგორც უნდა მოხდეს მსესხებლის მიერ ADB-სათვის გადახდა წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში (სავალუტო რისკის ჩათვლით) და სესხის დაფარვის პერიოდი 30 წელი, 7-წლიანი შეღავათიანი პერიოდით.
(ბ) მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ მოცემული სესხის თანხა მიმართოს პროექტის ხარჯების დასაფინანსებლად, სასესხო და საპროექტო ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად.
ნაწილი 3.02. სესხის თანხის გამოთხოვა და გამოყენება უნდა მოხდეს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართ 3-ში მოცემული პირობების შესაბამისად, რომელიც დროდადრო ექვემდებარებოდა ცვლილებას მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.
ნაწილი 3.03.
თუკი სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული ADB-თან, მსესხებელი შეისყიდის ან უზრუნველყოფს დანახარჯების მუხლებით გათავალისწინებული საშუალებების შესყიდვას, რომლებიც უნდა დაფინანსდეს სასესხო თანხიდან წინამდებარე ხელშეკრულების დანართი 4-ის პირობების მიხედვით. ADB-ს შეუძლია უარი თქვას კონტრაქტის დაფინანსებაზე, თუ არ იქნა შესყიდული რომელიმე ამგვარი საშუალება იმ პროცედურების ფარგლებში, რომლებიც არსებით შესაბამისობაშია ADB-სა და მსესხებელს შორის შეთანხმებულ პროცედურებთან, ან თუ კონტრაქტის პირობები და ვადები არ აკმაყოფილებს ADB-ს.
ნაწილი 3.04. თუკი სხვაგვარად არ იქნება ADB-თან შეთანხმებული, მსესხებელი სასესხო თანხებიდან დაფინანსებული დანახარჯების ყველა საშუალებას გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ პროექტის განხორციელების მიზნით.
ნაწილი 3.05. სასესხო რეგულაციების ნაწილი 9.02 ნაწილით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სესხის დახურვის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 30 ივნისი, ან სხვა ისეთი თარიღი, რომელზეც მსესხებელი და ADB დროდადრო შეთანხმდებიან.
მუხლი IV
განსაკუთრებული პირობები
ნაწილი 4.01.
(ა) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის ჯეროვნად და ეფექტურად განხორციელება, შესაბამისად, სათანადო და მისაღები ტექნიკური, ფინანსური, ბიზნესსა და განვითარებასთან დაკავშირებული პრაქტიკისა.
(ბ) პროექტის განხორციელებისა და პროექტთან დაკავშირებული საქმიანობის პროცესში მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართ 5-ში მოცემული ყველა ვალდებულების შესრულება.
ნაწილი 4.02.
მსესხებელი ხელმისაწვდომს გახდის ან უზრუნველყოფს საჭიროებისთანავე პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფონდების, აღჭურვილობის, მომსახურების, მიწის და საჭიროებისამებრ სხვა რესურსების სესხის თანხებთან ერთად დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობას.
ნაწილი 4.03. მსესხებელმა საშუალება უნდა მისცეს ADB-ს წარმომადგენლებს ჩაატარონ პროექტისა და სამუშაოების, აგრეთვე ნებისმიერი შესაბამისი ჩანაწერისა თუ დოკუმენტის ინსპექტირება.
მუხლი 4🔗.04. გამოაქვეყნებს პროექტისთვის წლიურ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშებს და აუდიტორთა დასკვნას ამ ფინანსურ ანგარიშებზე მათი მიღებიდან 30 დღის განმავლობაში და განათავსებს მათ ADB-ის ვებგვერდზე.
ნაწილი 4.05.
თავის მხრივ, მსესხებელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომელიც საჭიროა UWSCG-სთვის, რათა მან შეძლოს ვალდებულებების შესრულება საპროექტო ხელშეკრულების ფარგლებში და არ უნდა განახორციელოს ან დაუშვას ისეთი ქმედების, რომელიც შეაფერხებს ამგვარი ვალდებულებების შესრულებას.
ნაწილი 4.06.
(ა)
მსესხებელმა უნდა განახორციელოს თავისი უფლებები ქვესასესხო ხეშეკრულების მიხედვით, რათა დაიცვას მსესხებლის და ADB-ის ინტერესები და უზრუნველყოს სესხის მიზნების შესრულება.
(ბ)
დაუშვებელია ქვესასესხო ხეშეკრულებით განსაზღვრული უფლებების და ვალდებულებების გადაცემა, შეცვლა, უარყოფა ან გაუქმება ADB-ის თანხმობის გარეშე
მუხლი V
ძალაში შესვლა
ნაწილი 5.01.
სასესხო რეგულაციების 10.04 ნაწილის შესაბამისად წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრულია 60 დღე წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან.
მუხლი VI
სხვადასხვა
ნაწილი 6.01.
მსესხებლის ფინანსთა მინისტრი დაინიშნა მსესხებლის წარმომადგენლად სასესხო რეგულაციების 12.02 მუხლში განსაზღვრული მიზნებისათვის.
ნაწილი 6.02.
ქვემოთ მოყვანილი მისამართები განსაზღვრულია სასესხო პირობების 12.01 ნაწილში განსაზღვრული მიზნებისთვის:
მსესხებლისთვის
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქუჩა №16, 0114
თბილისი, საქართველო
ფაქსის ნომერი:
(99532) 2 261 461.
ADB-სათვის
აზიის განვითარების ბანკი
6 აზიის განვითარების ბანკის გამზირი
მანდალუონგი
1550 მეტრო მანილა
ფილიპინები
ფაქსი:
(632) 636-2444
(632) 636-2301.
რის დასტურადაც, მხარეები მოქმედებენ რა თავიანთი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებას და გზავნიან ADB-ს სათავო ოფისში ზემოთ მოყვანილ წელსა და რიცხვში.
საქართველო
____________________________
ნოდარ ხადური
ფინანსთა მინისტრი
აზიის განვითარების ბანკი
____________________________
კლაუს გერჰაუსერი
ცენტრალური და დასავლეთ აზიის
დეპარტამენტის გენერალური დირექტორი
დანართი 1
პროექტის აღწერა
1.
საინვესტიციო პროგრამის მიზანია წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო მომსახურების გაუმჯობესება საქართველოს მეორად ქალაქებში.
2.
პროექტი მოიცავს:
კომპონენტი 1 - ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება
(ა) ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება, რისთვისაც უნდა შეიქმნას:
(i) წყალწარმომქმნელი ჭაბურღილი და წყლის სატუმბი სადგური ინგირში, (ii) წყალსატარი მაგისტრალი, (iii) რეზერვუარი ბაშში და (iv) წყალგამანაწილებელი ქსელი;
(ბ) ქ. ფოთში კანალიზაციის სისტემის გაუმჯობესება, რისთვისაც უნდა მოხდეს (i) ძველი საკანალიზაციო ხაზის შეცვლა, (ii) ახალი საკანალიზაციო ხაზების გაყვანა, (iii) საკანალიზაციო სატუმბი სადგურის მშენებლობა და (iv) კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
კომპონენტი 2 - პროექტის განხორციელების მხარდაჭერა
(გ)UWSCG-ის მხარდაჭერის უზრუნველყოფა, რათა მან შეძლოს: (i) სხვადასხვა სქესის მომხმარებელთა ბაზის შექმნა სამიზნე მარკეტინგული კამპანიების განვითარებისთვის, (ii) WSS მომსახურების ცენტრები მომხმარებლების ინტერესთა დამცველი განყოფილებების შექმნა, სადაც დასაქმებულია სულ მცირე ქალების 30%, რომლებიც იღებენ ინფორმაციას წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის შესახებ, და (iii) პროექტის განხორციელება და მართვა, საინვესტიციო პროგრამის მართვის გუნდის მხარდაჭერის ჩათვლით.
3. პროექტის უფრო სრული აღწერა მოცემულია პერიოდული დაფინანსების მოთხოვნაში (PFR).
4. პროექტის დასრულების სავარაუდო თარიღია 2017 წლის 31 დეკემბერი.
დანართი 2
ამორტიზაციის გრაფიკი
(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგამა – პროექტი 4)
1. შემდეგ ცხრილში განსაზღვრულია სესხის ძირითადი თანხის დაფარვის თარიღები და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტის, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს ძირითადი თანხის დასაფარი ყოველი გადახდის თარიღისათვის (გადასახდელი წილი). იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად უნდა ყოფილიყო ათვისებული სესხის ძირითადი თანხის დასაფარი პირველი გადახდის თარიღისათვის, მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის, რომელიც უნდა დაიფაროს მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის დასაფარი თანხის გადახდის ყოველი თარიღისათვის განისაზღვრება ADB-ს მიერ, გამრავლდება რა: (ა) სესხის ძირითადი თანხის დასაფარი პირველი გადახდის თარიღისათვის მთლიანად ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი თანხა (ბ) ძირითადი თანხის დასაფარ გადასახდელ წილზე თანხის გადახდის ყოველი თარიღისათვის: აუცილებლობის შემთხვევაში ეს გადასახდელი თანხა შეიძლება შესწორდეს, რათა მოხდეს ამ დანართის პუნქტ 4-ში მოხსენიებული ნებისმიერი თანხების გამოქვითვა, რომლებზეც ვალუტის კონვერტაცია ვრცელდება.
გადახდის თარიღი გადასახდელი წილი (გამოხატული %-ში)
1 ივნისი, 2022
2.173913
1 დეკემბერი, 2022
2.173913
1 ივნისი, 2023
2.173913
1 დეკემბერი, 2023
2.173913
1 ივნისი, 2024
2.173913
1 დეკემბერი, 2024
2.173913
1 ივნისი, 2025
2.173913
1 დეკემბერი, 2025
2.173913
1 ივნისი, 2026
2.173913
1 დეკემბერი, 2026
2.173913
1 ივნისი, 2027
2.173913
1 დეკემბერი, 2027
2.173913
1 ივნისი, 2028
2.173913
1 დეკემბერი, 2028
2.173913
1 ივნისი, 2029
2.173913
1 დეკემბერი, 2029
2.173913
1 ივნისი, 2030
2.173913
1 დეკემბერი, 2030
2.173913
1 ივნისი, 2031 2.173913
1 დეკემბერი, 2031
2.173913
1 ივნისი, 2032 2.173913
1 დეკემბერი, 2032
2.173913
1 ივნისი, 2033
2.173913
1 დეკემბერი, 2033
2.173913
1 ივნისი, 2034
2.173913
1 დეკემბერი, 2034
2.173913
1 ივნისი, 2035
2.173913
1 დეკემბერი, 2035
2.173913
1 ივნისი, 2036
2.173913
1 დეკემბერი, 2036
2.173913
1 ივნისი, 2037
2.173913
1 დეკემბერი, 2037
2.173913
1 ივნისი, 2038
2.173913
1 დეკემბერი, 2038
2.173913
1 ივნისი, 2039
2.173913
1 დეკემბერი, 2039
2.173913
1 ივნისი, 2040
2.173913
1 დეკემბერი, 2040
2.173913
1 ივნისი, 2041
2.173913
1 დეკემბერი, 2041
2.173913
1 ივნისი, 2042
2.173913
1 დეკემბერი, 2042
2.173913
1 ივნისი, 2043
2.173913
1 დეკემბერი, 2043
2.173913
1 ივნისი, 2044
2.173913
1 დეკემბერი, 2044
2.173915
ჯამი
100.000000
2. თუ სესხის თანხები მთლიანად არ არის გამოთხოვილი ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღისთვის, მსესხებლის მიერ ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის გადასახდელი თანხა დგინდება შემდეგნაირად:
(ა)
თუ სესხის თანხების ნაწილი გამოთხოვილია ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღისთვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს გამოთხოვილი და შესაბამისი თარიღისთვის გადაუხდელი თანხა ამ დანართის პირველი პარაგრაფის შესაბამისად.
(ბ)
ნებისმიერი თანხა, რომლის გამოთხოვაც მოხდა პირველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღის შემდეგ უნდა იქნეს გადახდილი ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული გამოთხოვის შემდეგ იმ ოდენობით, როგორც ამას განსაზღვრავს ADB ყოველი ასეთი გამოთხოვილი თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება თავდაპირველი ძირითადი თანხის გადასახდელი წილი, რომელიც მოცემულია პირველ პარაგრაფში მოცემულ ცხრილში შესაბამისი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის (თავდაპირველი ძირითადი თანხის გადასახდელი წილი), და მნიშვნელი იქნება ამ თარიღში ან ამ თარიღის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის გადახდის თარიღების შესაბამისი თავდაპირველი ძირითადი თანხის გადასახდელი წილების ჯამი, და ასეთი გადასახდელი თანხა შეიძლება შეიცვალოს აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნულ თანხაზე ამ დანართის მე-4 პარაგრაფში მოხსენიებული ნებისმიერი თანხის გამოკლებით, რომელზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.
3.
გამოთხოვა, რომელიც განხორციელდა პირველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღამდე ორი კალენდარული თვის განმავლობაში, ნებისმიერი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის ძირითადი გადახდების გამოთვლის მიზნით, იქნება ჩათვლილი როგორც ათვისებული და გადაუხდელი ათვისების თარიღის შემდეგ მეორე ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის და იქნება გადასახდელი ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღში დაწყებული ათვისების თარიღის შემდეგ დამდგარი მეორე ძირითადი თანხის გადახდის თარიღიდან.
4.
მიუხედავად ამ დანართის 1 და 2 პარაგრაფების დებულებებისა, ათვისებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან მისი ნებისმიერი ნაწილის კონვერტირებისას, კონვერტირებული თანხა დამტკიცებულ ვალუტაში, რომელიც უნდა იქნას გადახდილი რომელიმე ძირითადი თანხის გადახდის თარიღში, რომელიც დადგება პერიოდის განმავლობაში, განსაზღვრული იქნება ADB-ს მიერ კონვერტაციამდე თავის ვალუტაში დენომინირებული აღნიშნული თანხის გამრავლებით ერთ-ერთზე მომდევნო ორიდან: (i) გაცვლითი კურსით, რომელიც ასახავს ძირითად თანხას აღნიშნულ დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გადახდაც ხდება ADB-ს მიერ ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ კონვერტირებასთან ან (ii) როგორც ADB განსაზღვრავს კონვერტაციის პრინციპების შესაბამისად, გამოცხადებული გაცვლითი კურსით.
5.
თუ სესხის ათვისებული და გადაუხდელი ძირითადი თანხა, დროდადრო იქნება დენომინირებული ერთზე მეტ სესხის ვალუტაში, ამ დანართის დებულებები ცალცალკე გამოიყენება სესხის ყოველ ვალუტაში განსაზღვრული თანხის მიმართ, ისე რომ მიღებული იქნება ცალკე ამორტიზაციის გრაფიკი ყოველი ასეთი თანხისთვის.
დანართი 3
სასესხო თანხების გამოთხოვა და მიღება
ზოგადი
1.
წინამდებარე დანართის ცხრილში განსაზღვრულია იმ დახარჯების კატეგორიები, რომლებიც უნდა დაფინანსდეს სესხის თანხიდან, აგრეთვე თითოეული კატეგორიებისათვის გამოყოფილი თანხა („ცხრილი”). („კატეგორია” ამ დანართში აღნიშნავს ცხრილში მოცემულ „კატეგორიას”).
სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის საფუძველი
2. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სესხის თანხების ჩამორიცხვა მოხდება ცხრილში ჩამოთვლილი კატეგორიების პროცენტული მაჩვენებლების საფუძველზე.
პროცენტი და ვალდებულების გადასახდელები
3. მე-4 კატეგორიისათვის გამოყოფილი თანხა განკუთვნილია სესხის პროცენტის დასაფინანსებლად პროექტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში. ADB-ს შეეძლება სასესხო ანგარიშიდან გაიტანოს და მსესხებლის სახელით, თავის სასარგებლოდ გადაიხადოს თანხა, სესხის პროცენტისა და ვალდებულების გადასახადთან დაკავშირებული დანახარჯების დასაფარად მაშინ, როცა დაფარვის დრო დადგება.
რეალოკაცია
4. მიუხედავად ცხრილში მოცემული სესხის თანხისა გამოყოფისა და თანხების პროცენტული განაწილებისა,
(ა)
თუ ნებისმიერი კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული დანახარჯის დასაფინანსებლად, ADB-ის მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, შეუძლია (i) ამ კატეგორიის სავარაუდო დეფიციტის შესავსებად ხელახლა გადაანაწილოს ასეთ კატეგორიაზე თანხა, კერძოდ, სესხის ის თანხები, რომლებიც სხვა კატეგორიისათვის იყო გათვალისწინებული, და ამავდროულად, ADB-ის მოსაზრებით, არ არის საჭირო სხვა დანახარჯების დასაფინანსებლად; (ii) თუ ასეთი გადანაწილებით ვერ მოხერხდება სავარაუდო დეფიციტის სრულად შევსება, ADB-ის შეუძლია შეამციროს ამ ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხის პროცენტული მაჩვენებელი, რათა ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხის შემდგომში გატანა გაგრძელდეს, სანამ დეფიციტი არ შეივსება; და
(ბ)
თუ რომელიმე კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა აღემატება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული ხარჯების ოდენობას, ADB-ს შეუძლია, მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ასეთი ზედმეტი თანხა სხვა კატეგორიებზე გადაანაწილოს.
ჩამორიცხვის პროცედურები
5. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სესხის ჩამორიცხვა განხორციელდება სესხის თანხების ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
რეტროაქტიური დაფინანსება
6. სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვა შეიძლება განხორციელდეს ნებადართული დასაბუთებული სამუშაოების, საქონლის და საკონსულტაციო მომსახურების დანახარჯების ასანაზღაურებლად, რომლებიც განხორციელდა წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღემდე, მაგრამ არაუგვიანეს 12 თვისა ამ სასესხო ხელშეკრულების გაფორმებამდე ამგვარი ხარჯების მაქსიმალური თანხა სესხის თანხის 20%-ის ეკვივალენტს შეადგენს.
ანგარიშიდან სესხის გატანის პირობები
7.
წინამდებარესასესხო ხელშეკრულების პირობების მიუხედავად, სესხის ანგარიშიდან თანხის გატანა არ არის შესაძლებელი, ADB-სათვის მისაღები ფორმით და შინაარსით ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, რომელიც არ იქნება ხელმოწერილი, შესრულებული და წარდგენილი მსესხებლის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და UWSCG-ის სახელით და თავისი პირობების შესაბამისად წარმოადგენს მხარეთა სამართლებრივ საფუძველს.
დანართი 3-ის დამატება
ცხრილი
სასესხო სახსრების განთავსება და გამოთხოვა
(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა –
პროექტი 4)
I.
ნომერი
დასახელება
ADB დაფინანსებისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა
სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანის საფუძველი
(აშშ დოლარში)
კატეგორია
1
სამუშაოები
96,860,000
მთლიანი ხარჯის 84.75%
2
საქონელი
30,000
მთლიანი ხარჯის 84.75%
3
საკონსულტაციო მომსახურება
4,140,000
მთლიანი ხარჯის 84.75%
4
პროცენტი და ვალდებულების საკომისიო
2,480,000
მისაღები თანხის 100%
5
გაუნაწილებელი
4,490,000
სულ
108,000,000
დანართი 4
საქონლის, სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
ზოგადი
1.
საქონლის, სამუშაოებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა უნდა განხორციელდეს შესყიდვების სახელმძღვანელოს და საკონსულტაციო სახელძღვანელოს შესაბამისად.
2.
ყველა გამოყენებულ ტერმინს, რომელიც სხვაგვარად არ არის განმარტებული წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში, აქვს შესყიდვების სახელმძღვანელოში და/ან საკონსულტაციო სახელძღვანელოში მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობა.
საქონელი და სამუშაოები
3.
თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, საქონლის და სამუშაოების შესყიდვა უნდა განხორციელდეს,:
ა. საერთაშორისო საკონკურსო შესყიდვის; და
ბ. ვაჭრობის საფუძველზე.
4.
შესყიდვის მეთოდები, სხვა პროცედურებთან ერთად, განისაზღვრება შესყიდვების გეგმაში დადგენილ დეტალურ ღონისძიებებს და ზღვრულ ოდენობის საფუძველზე. მსესხებლის მიერ შესყიდვის მეთოდების ან ზღვრული ოდენობის შეცვლა შეიძლება მხოლოდ ADB-სთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე და ეს ცვლილებები შეტანილი უნდა იყოს განახლებულ შესყიდვების გეგმაში.
კონტრაქტის დადების პირობები
5.
მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ UWSCG-მ არ გააფორმოს სამუშაო კონტრაქტები, რომლებიც გავლენას მოახდენენ გარემოზე, სანამ:
(ა)
UWSCG არ მიიღებს მოწონებას IEE-ზე მსესხებლის შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მხრიდან; და
(ბ)
UWSCG არ გააერთიანებს EMP-ის შესაბამის დებულებებს სამუშაოების კონტრაქტში.
საკონსულტაციო მომსახურება
6.
თუ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული ADB-სთან, მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ UWSCG-მ გამოიყენოს ხარისხზე და ფასზე დაფუძნებული შერჩევა საკონსულტაციო მომსახურების შერჩევისას და კონსულტანტთა დაქირავებისას.
7.
სესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ UWSCG-მ გამოიყენოს შემდეგი მეთოდები, სპეციალური საკონსულტაციო მომსახურების შერჩევისა და დანიშვნისთვის, მათ შორის შესყიდვების გეგმაში გაწერილი პროცედურების შესაბამისად:
კონსულტანტების კვალიფიკაციის შერჩევა აუდიტისთვის, ფინანსური ანგარიშგების პროექტების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში.
8.
მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ UWSCG-მ დაიქირაოს ინდივიდუალური კონსულტანტები პროექტის საინვესტიციო პროგრამისთვის UWSCG-ის ფარგლებში შექმნილი მართვის ოფისის მხარდასაჭერად, ინდივიდუალური კონსულტანტების დაქირავებისთვის ADB-სთვის მისაღები პროცედურების დაცვით.
საწარმოო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლება
9.
(ა)
მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი სახის საქონლის და სამუშაოს (მათ შორის, შეუზღუდავი რაოდენობის კომპიუტერული მოწყობილობების, პროგრამებისა და სისტემების როგორც ცალკე, ასევე სხვა საქონელთან და მომსახურებასთან ერთად) შესყიდვისას ადგილი არ ჰქონდეს რომელიმე მესამე მხარის სამრეწველო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლების ან პრეტენზიის დარღვევას ან გვერდის ავლას.
(ბ) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, რომ საქონლისა და სამუშაოს შესყიდვების ყველა კონტრაქტი შეიცავდეს სათანადო მონაცემთა ჩამონათვალს, გარანტიებს და საჭიროების შემთხვევაში, კონტრაქტორის ან მომწოდებლის მიერ ზარალის ანაზღაურების გარანტიას, ამ პარაგრაფის (ა) ქვეპარაგრაფში მოცემულ საკითხებთან დაკავშირებით.
10.
მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, რომ კონსულტანტებთან გაფორმებული ADB-ის ყველა დაფინანსების კონტრაქტი მოიცავდეს შესაბამის მტკიცებულებებს, გარანტიებს კონსულტანტების მხრიდან, იმის თაობაზე, რომ საკონსულტაციო მომსახურების მოწოდებისას ადგილი არ ჰქონდეს რომელიმე მესამე მხარის სამრეწველო ან ინტელექტუალური საკუთრების უფლების ან პრეტენზიის დარღვევას.
ADB-ს მიერ შესყიდვის გადაწყვეტილების განხილვა
11.
საერთაშორისო საკონკურსო ვაჭრობის პროცედურების შესაბამისად შესყიდული კონტრაქტები ექვემდებარება ADB-ის მიერ წინასწარ განხილვას, თუკი მსესხებლისა და ADB-ის შორის სხვაგვარად არ არის შეთანხმებული და შესყიდვების გეგმაში სხვაგვარად არ არის მითითებული.
12.
საქონლისა და სამუშაოებისთვის კონტრაქტის შემთხვევაში, რომელიც ADB-მ უნდა განიხილოს, მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ UWSCG-მ მიიღოს ADB-ის თანხმობა კონტრაქტის პირობების ნებისმიერი სახის მოდიფიკაციასა და გაუქმებაზე, მათ შორის:
(ა) კონტრაქტის დასრულების ვადის 1 თვით ან მეტი ვადით გაგრძელებაზე ან სესხის დახურვის თარიღის გაგრძელებაზე, თუ ამას კონტრაქტი საჭიროებს;
(ბ) სამუშაოს კონტრაქტის საწყისი ღირებულების 5%-ზე მეტით გაზრდაზე (ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, ამგვარ გაზრდაში იგულისხმება კონტრაქტით გათვალისწინებული ნებისმიერი წინა განაცხადი ცვლილების თაობაზე).
13.
საქონლისა და სამუშაოების კონტრაქტის შემთხვევაში, რომელიც ADB-მ უნდა განიხილოს, ADB განიხილავს კონტრაქტის მოდიფიკაციას ან უარყოფას და უპასუხებს მსესხებელს შესაძლებლად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნილი დოკუმენტების მიღებიდან 1 თვეში.
14.
მსესხებელი უზრუნველყოფს რომ UWSCG-მ მიაწოდოს ADB-ს კონტრაქტის ვადის გაგრძელების, მოდიფიკაციის ან უარყოფის (ცვლილებების შესახებ განაცხადის ჩათვლით) თაობაზე ყველა დოკუმენტის ასლი კონტრაქტის ცვლილებიდან 1 თვის განმავლობაში.
დანართი 5
პროექტის განხორციელება; ფინანსური საკითხები
განხორციელება
1.
მსესხებელმა და UWSCG-მ უნდა უზრუნველყონ პროექტის განხორციელება PAM-ში განსაზღვრული ღონისძიებების მიხედვით. PAM-ის რაიმე სახის შემდგომი ცვლილება ძალაში შევა მხოლოდ მსესხებლისა და ADB-ის მიერ დამტკიცების შემდეგ. PAM-სა და სასესხო ხელშეკრულებას და/ან საპროექტოს ხელშეკრულებას შორის რაიმე სახის შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სასესხო ხელშეკრულებაში და/ან საპროექტოს ხელშეკრულებაში არსებულ დებულებებს.
თანამონაწილეობა და რესურსები
2.
მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ: (ა) პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსები დროულად არის მიწოდებული პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში; (ბ) შესაბამისი სახსრების გამოყოფა პროექტის ფარგლებში გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობისათვის და დანახარჯების მუხლების დასაფინანსებლად. ზემოთ აღნიშნული შეზღუდვების გარეშე, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან მხარეები, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო დაფინანსება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის, თუ პროექტით გათვალისწინებული ხარჯი აჭარბებს ხელმისაწვდომ სესხის თანხმებს.
მშენებლობის ხარისხი
3.
მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტი მიმდინარეობდეს შესაბამის სტანდარტების დაცვით, დიზაინის, ტექნიკური სპეციფიკაციების, მშენებლობის ზედამხედველობის, ხარისხის კონტროლისა და პროექტის მენეჯმენტის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით.
სექტორის განვითარება
4.
მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ: (ა) ADB ინფორმირებულია WSS სექტორში მსესხებლის პოლიტიკასა და პროგრამებზე, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პროექტის ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობაზე; და (ბ) ყველა მცდელობა იქნა გამოყენებული WSS სექტორის გასაძლიერებლად და მისი მდგრადობის შესანარჩუნებლად.
5.
მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ GNEWSRC-მ გააძლიეროს მისი რეგულატორული ფუნქცია, ტარიფის განსაზღვრის და მომსახურების მომწოდებელთა მიერ მომსახურების სტანდარტის რეგულირების ჩათვლით.
6.
მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ UWSCG-მ გააძლიეროს ფინანსური მართვა 2014 წლის ბოლოსთვის 3-წლიანი ბიზნესგეგმის მიღებით მომსახურების გასაუმჯობესებლად, შემოსავლების გასაზრდელად და სისტემური დანაკარგების შესამცირებლად; ზემოაღნიშნული ჩაითვლება მოთხოვნების მოდიფიკაციად, რაც გათვალისწინებულია ა) FFA-ის მე-6 დანართის მე-6(i) პარაგრაფის და ბ) საინვესტიციო პროგრამის 1-ლი პროექტისთვის მსესხებელსა და ADB-ის შორის 2011 წლის 10 მაისს გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების მე-5 განრიგის 6(ა) პუნქტში, ყოველ შემთხვევაში მსგავსი ბიზნესგეგმა შეიძლება მიღებულ იქნეს 2013 წლის ბოლოსთვის.
7.
მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ADB-ის თანხმობა მიღებულია არაუგვიანეს 3 თვით ადრე შემდგომის განხორციელებამდე: (ა) UWSCG-ის საკუთრებაში ან კონტროლში ნებისმიერი ცვლილება, ან ნებისმიერი აქტივი, საშუალება ან სტრუქტურა რეაბილიტირებული, შესყიდული ან აშენებული პროექტის ფარგლებში; ან (ბ) UWSCG-ის ხელმძღვანელობაში ან ფუნქციებში ნებისმიერი ცვლილება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს პროექტის განხორციელებაზე. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ ნებისმიერი ასეთი ცვლილება განხორციელდება მსესხებლის შესაბამისი კანონებისა და რეგულაციების დაცვით.
ფინანსური შეთანხმებები
8.
მსესხებელმა UWSCG-ის მისაღწევად უნდა გამოიყენოს ოპერაციული თანაფარდობა 1 2019 წლის ბოლოსთვის და უნდა შეინარჩუნოს და გახადოს ის 1-ზე ნაკლები, FFA დებულების მიხედვით. ბიზნესგეგმა, რომელიც მოცემულია ზემოაღნიშნულ პარაგრაფში 6 უნდა მოიცავდეს წლიურ მონაცემებს, 2015 წლიდან დაწყებული, რათა მოხდეს UWSCG-ის საოპერაციო თანაფარდობა 1-ის მიღწევა 2019 წლისთვის, როგორც ეს აღნიშნულია ზემოთ. პარაგრაფი 8-ის მიხედვით, „ოპერაციული კოეფიციენტი” უნდა ნიშნავდეს გაერთიანებული წყალმომარაგების ოპერაციული ხარჯების ოპერაციულ შემოსავლებზე მეტობის კოეფიციენტს, „ოპერაციულ ხარჯებთან” ერთად, რომელიც გულისხმობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ყველა დანახარჯს ოპერაციებზე და ტექნიკაზე, დასაქმებულთა ხელფასებს, ენერგეტიკულ ღირებულებას, ქიმიურ მასალებს, რუტინულ შენარჩუნებას, სათადარიგო ნაწილებს, მასალებს და ა.შ. გარდა კაპიტალური ხარჯებისა და ვალის მომსახურების ვალდებულებებისა. „ოპერაციული შემოსავალი” ნიშნავს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ წყლის გაყიდვით მიღებულ შემოსავლებსა და სხვა შემოსავლებს ხელისუფლების მიერ მიღებული გრანტების გარდა.
9.
მანამ, სანამ ტარიფები გაიზრდება ან შემოსავლის სხვა წყაროები ხელმისაწვდომი ხდება გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის, აღინიშნება ოპერაციული კოეფიციენტი მე-8 პარაგრაფში, მსესხებელი უზრუნველყოფს საჭირო დაფინანსებას, რომ აღინიშნოს საოპერაციო კოეფიციენტი 2015 ფისკალური წლის დასაწყისში.
10.
მსესხებელმა უნდა გამოიწვიოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, რათა გააუმჯობესოს მომსახურების მიწოდება და შემოსავლები ყველა ადგილობრივ და გარე მომხმარებელზე 2015 ფისკალურ წელს შემოსავლების 90%-ით შესრულება და 2019 ფისკალურ წელს მთლიანი შემოსავლის 95%.
გარემო
11.
მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, პროექტისა და პროექტთან დაკავშირებული საშუალებების მომზადება, დიზაინი, მშენებლობა, განხორციელება, ექსპლუატაცია და ექსპლუატაციიდან გამოსვლა მიმდინარეობდეს: (ა) მსესხებელის მომქმედი გარემოსდაცვითი, ჯანდაცვითი და უსაფრთხოების დაცვის კანონების და რეგულაციების; (ბ) გარემოსდაცვითი უსაფრთხოების ზომების; (გ) EARF-ის; (დ) შესაბამის IEE-სა და IMP-ში მოცემული ზომებისა და საშუალებებისა და უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშში მოცემული მაკორექტირებელი და პრევენციული მოქმედებების შესაბამისად.
მიწის შეძენა და არანებაყოფლობითი განსახლება
12.
მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს და მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, რომ პროექტს არ სჭირდებოდეს მიწის შეძენა ან განსახლებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოება SPS-ის ფარგლებში. თუკი ამგვარ მოვლენას აქვს ადგილი, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს და მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს პროექტების შესაბამისობა მსესხებლის ქვეყანაში მოქმედ ყველა კანონსა და რეგულაციებთან არანებაყოფლობით განსახლებას და SPS-თან მიმართებაში. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად, ნებისმიერი მიწა, რომელსაც ხელმოსაწვდომს გახდის მსესხებელი ან უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას ამ სასესხო ხელშეკრულების 4.02 ნაწილის შესაბამისად, დაექვემდებარება მე-12 პარაგრაფის დებულებებს.
ადგილობრივი მოსახლეობა
13.
მსესხებელმა მოსთხოვოს UWSCG-ს, რათა მან უზრუნველყოს, რომ პროექტი SPS-ის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას არანაირ ზიანს არ აყენებს. თუკი ასეთი ზიანის საფრთხე არსებობს, მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ მოამზადოს, გააცნოს და განახორციელოს გეგმა ადგილობრივ მოსახლეობასთან და SPS-თან დაკავშირებული მსესხებლის ქვეყანაში მოქმედი ყველა კანონისა და რეგულაციის თანახმად.
უსაფრთხოების პროცედურების მოთხოვნებისთვის საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსები
14.
მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს აუცილებელი ფინანსური და ადამიანური რესურსები EMP-ის მთლიანად შესრულებისთვის.
უსაფრხოების პროცედურებთან დაკავშირებული დებულებები საკონკურსო ვაჭრობის დოკუმენტებსა და სამუშაოს შესყიდვის კონტრაქტებში
15.
მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს, რომ საკონკურსო ვაჭრობის ყველა დოკუმენტი და სამუშაოს შესყიდვების ყველა კონტრაქტი მოიცავდეს დებულებებს, რომლებიც კონტრაქტორებს ავალდებულებენ:
(ა)
შეასრულონ IEE-სა და EMP-ში მოცემული კონტრაქტორისთვის გასათვალისწინებელი ზომები და მოთხოვნები და უსაფრთხოების ზომების მონიტორინგის სახელმძღვანელოში მოცემული ქმედებები;
(ბ)
შეადგინონ ბიუჯეტი ყველა მსგავსი გარემოსდაცვითი ზომისთვის;
(გ) წერილობითი შეტყობინებით აცნობონ UWSCG-სმოსალოდნელი გარემოსდაცვითი რისკისა თუ ზიანის შესახებ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას პროექტის მშენებლობის, განხორციელებისა თუ ექსპლუატაციის ფაზაში და გათვალისწინებული არ იყო IEE-სა ან EMP-ში;
(დ) მასალების გადაზიდვისა და მშენებლობის დაწყებამდე გზების, სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და სხვა ინფრასტრუქტურის სათანადო აღწერა; და
(ე)
მშენებლობის შემდეგ ბილიკების, სხვა ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების აღდგენა სულ მცირე პროექტის დაწყებამდე არსებულ მდგომარეობამდე მისაყვანად.
უსაფრთხოების მონიტორინგი და ანგარიშები
16.
მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს შემდეგი:
(ა)
ADB-ს წარუდგინოს ნახევარწლიურად უსაფრთხოების მონიტორინგის ანგარიშები კალენდარული წლის ნახევრის ბოლოდან 1 თვის განმავლობაში და აღნიშნული ანგარიშიდან შესაბამისი ინფორმაცია წარდგენისთანავე აცნობოს დაზარალებულ პირებს;
(ბ)
პროექტის ფარგლებში განხორციელებული მშენებლობის, შესრულებისა თუ ექსპლუატაციის დროს IEE-ისა და EMP-ის მიერ გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი შედეგების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ADB-ს აღნიშნული რისკებისა თუ შედეგების შესახებ; დეტალურად აღწეროს მომხდარი მოვლენა და წარადგინოს რეკომენდირებული სამოქმედო გეგმა არსებული მდგომარეობის გამოსასწორებლად; და
(გ) მოახსენოს EMP-ში მოცემულ ზომებსა და მოთხოვნებთან რეალური თუ პოტენციური შეუსაბამობის შესახებ, მის შესახებ შეტყობისთანავე.
აკრძალული ინვესტირების ჩამონათვალი
17. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სესხის თანხა არ გამოიყენება იმ საქმიანობის დასაფინანსებლად, რომელიც მოცემულია აკრძალული ინვესტირების ჩამონათვალში, რომელიც მოცემულია SPS-ის დანართ 5-ში.
შრომის სტანდარტები და ჯანდაცვა
18. მსესხებელმა უნდა მოითხოვოს, რომ UWSCG-მ ადგილობრივ მთავრობებთან, ადგილობრივ თემებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტირების გზით უზრუნველყოს სოციალური ზემოქმედების მონიტორინგი პროექტის მიმდინარეობის სრული პერიოდის განმავლობაში. ამ კუთხით UWSCG-მ უნდა უზრუნველყოს, რომ სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორები (ა) შესაბამისობაში მოვიდნენ მსესხებლის ქვეყანაში არსებულ შრომით კოდექსთან; (ბ) დაასაქმებენ ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის ქალებს და მცირეშემოსავლიან ადამიანებს, რომლებიც პროექტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ; (გ) გაავრცელებენ ინფორმაციას სამუშაო ადგილებზე მომუშავეთა ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებით (შიდსისგან თავდაცვის პროგრამების ჩათვლით); (დ) ერთსა და იმავე შესრულებულ სამუშაოში ქალებსა და მამაკაცებს თანაბრად გადაუხდიან; (ე) უზრუნველყოფენ უსაფრთხო სამუშაო გარემოს ყველა მუშისთვის, უზრუნველყონ ქალებისა და მამაკაცებისათვის განცალკევებული საპირფარეშოები; და (ვ) თავს შეიკავებენ ბავშვების დასაქმებისაგან.
გენდერი და განვითარება
19. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს და მოითხოვოს, რომ UWSCG-მ უზრუნველყოს: (ა) პროექტისთვის მომზადებული გენდერული სამოქმედო გეგმის (GAP) დროულად შესრულება და მონიტორინგი მისი პირობების, მსესხებლის რეგულაციების და ბანკის გენდერისა და განვითარების პოლიტიკის (1998) შესაბამისად, და შესაბამისი რესურსების გამოყოფა ამ მიზნისთვის; (ბ) რომ სატენდერო დოკუმენტები მოიცავდეს დებულებებს, როგორც ეს მოცემულია GAP-ში, კაცებისთვის და ქალების მიერ ერთნაირი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების და ქალი მუშებისთვის მუშაობის საშუალების მიცემის ჩათვლით; (გ) GAP-ის მიზნების მიღწევის პროგრესის ასახვა პროექტის მიღწევების ანგარიშებში და დასრულების ანგარიშში, და (დ) GAP-ის მიზნების მიღწევა, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით: (i) 2017 წლისთვის UWSCG გახსნის ზუგდიდში მომსახურების ცენტრს მომხმარებელზე ორიენტირებული განყოფილებით,სადაც დასაქმებულთა 30% იქნება ქალი და რომლებიც მიაწვდის მომხმარებელს ინფორმაციას წყალზე, ჰიგიენასა და სანიტარიის ნორმებზე. (ii) 2017 წლისთვის დაიწყება სამოქალაქო საგანმანათლებლო კამპანოა ოჯახის მმართველ ქალთა სამიზნე ჯგუფისთვის ფოთსა და ზუგდიდში პროექტის მართვის კონსულტანტებისა და საინვესტიციო პროგრამის მართვის ოფისის დახმარებით.
მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა
20. მსესხებელი და UWSCG (ა) პროექტის მიზნებიდან გამომდინარე უნდა იცავდნენ ADB-ს ანტიკორუფციულ პოლიტიკას (1998, შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით). ეთანხმება რა, რომ ADB-ს ჰქონდეს უფლება საკუთარი ძალებით ან აგენტების საშუალებით გამოიკვლიოს პროექტთან დაკავშირებული ნებისმიერი კორუფციის, თაღლითობის, ფარული მოლაპარაკების ან ძალადობის ფაქტი; (ბ) ითანამშრომლონ ასეთი სახის ნებისმიერ გამოძიებასთან და გაუწიოს ყველანაირი საჭირო დახმარება გამოძიების წარმატებით დასრულების მიზნით.
21. ამ მიზნით მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ADB-ს მიერ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ყველა კონტრაქტი და საკონკურსო დოკუმენტი მოიცავდეს ADB-სთვის მისაღებ ანტიკორუფციულ დებულებებს, რომლებშიც აღწერილია ADB-ს უფლება პროექტის განმახორციელებელი სააგენტოების, ყველა კონტრაქტორის, მომწოდებლისა და კონსულტანტების, ასევე სხვა მომსახურების პროვაიდერების პროექტთან დაკავშირებული საბუთებისა და ანგარიშების აუდიტირებისა და შემოწმების შესახებ.
22. მსესხებელმა უნდა მოსთხოვოს UWSCG-ს, რათა მან საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს ინფორმაცია (ა) ტენდერის პროცედურებზე, მონაწილე კომპანიებსა და კონტრაქტებზე; (ბ) პროექტის ფაგლებში ჩამორიცხული თანხის გამოყენების შესახებ; (გ) პროექტის პროგრესზე და (დ)უსაფრთხოების საკითხები, ნებისმიერი გარემოსდაცვითი და/ან სოციალური უსაფრთხოების გეგმების ჩათვლით, რომლებიც საჭიროა მომზადდეს პროექტისთვის.