სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№02-103/ო
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის

ბრძანება №02-103/ო

2016 წლის 26 იანვარი

სამედიცინო  საქმიანობის  ლიცენზიის  ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (თავი V, 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის) შესაბამისად,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს  შპს    ,,MEDLIFE“-ზე  (მისამართი:  ქ. თბილისი,  თემქის დასახლება, XI მიკრორაიონი, I კვარტალი, ნაკვეთი 1/47) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ - სალიცენზიო მოწმობა N002143 21.06.2013წ.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს  ჩაბარებიდან  ერთი თვის   ვადაში  საქართველოს  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის  სამინისტროში (ქ. თბილისი  აკ. წერეთლის გამზირი №144) ან  სასამართლოში.

3.  ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

 

საფუძველი: შპს ,,MEDLIFE“-ის დირექტორის ვ. ჯანიაშვილის განცხადება: N122842  11.12.2015წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                                                    გია თვალავაძე