სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-104/ო
2016 წლის 26 იანვარი
სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მე-13 მუხლის ბ პუნქტის, საქართველოს კანონის ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ა(ა)იპ ,,წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის“ ფილიალს (ფაქტობრივი მისამართი: წალკის რაიონი, დაბა ბედიანი, მესამე ქუჩა, №4) მიეცეს სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილი იქნას სააღმზრდელო დაწესებულებების უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი:
ა(ა)იპ ,,წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის“ დირექტორის ზ. ხაფავას განცხადებები: №122991 11.12.2015 წ.; №1072 06.01.2016 წ.; N4599 15.01.2016 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი N6, 22.01.2016წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“?
- დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.01.2016.
- როდის იქნა მიღებული „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“?
- „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ მიღებულია 26.01.2016. მიმღები ორგანო — სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №02-104/ო.
- სად არის „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.01.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სააღმზრდელო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“, №02-104/ო, 26.01.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3182206/