სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-106/ო
2016 წლის 26 იანვარი
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” მე-6, მე-8 და მე-10 მუხლების, საქართველოს კანონის ,,სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ” მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გაიცეს ა(ა)იპ ,,წმინდა გიორგი მთაწმინდელის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრზე“ (ფაქტობრივი მისამართი: წალკის რაიონი, დაბა ბედიანი, მესამე ქუჩა, N7) სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: განცხადებები: №122991, 11.12.2015 წ.; №1072 06.01.2016 წ.; №4599 15.01.2016 წ.
ადგილზე შემოწმების აქტი №5, 22.01.2016წ.
ზეპირი მოსმენის ოქმი №2, 25.01.2016წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე