სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-124/ო2016 წ ლის 29 იანვარი
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის ბრძანებისძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2014 წლის 23 ოქტომბრის №02-1477/ო ბრძანება შპს „გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“ ფილიალისთვის (ფაქტობრივი მისამართი: დაბა მესტია, აღმაშენებლის ქ . №27) - ,,სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ“ („სასწრაფო სამედიცინო დახმარება“).
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი,ს აკ. წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარების“დირექტორის მ. ბურდულის განცხადება №9133, 28.01.2016წ.
სააგენტოს უფროსი გ. თვალავაძე