ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 05.02.2016
ძალის დაკარგვა 07.02.2017
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.105.016248
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 448 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.02.2016 მიღება
07.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ადეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
IMG ITL
0,63 1
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №3 2016 წლის 5 თებერვალი ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი   თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ე.გ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის  წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტმბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     მუხლი 1🔗 დადგინდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნომატიული ფასი.       მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 თებერვლის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 12.02.2015 წ., სარეგისტრაციო ნომერი: 200140030.35.105.016203). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილელაშა ადეიშვილი დანართი              ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში ,,მიწის ნორმატიული ფასი“) დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმული მიხედვით: Cn=IMG X ITL X C X K,  სადაც: ა) Cn – არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG – არის ზუგდიდის  მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0.63-ს; გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის 1-ს, რადგანაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ზონირება არ ხორცილდება; დ) C – არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწიეს ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს; ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა უდრის 150-ს.  მუხლი 2🔗 პირველი მუხლის მიხედვით ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საწყისი ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: IMG ITL C K Cn 0,63 1 0,24 150 22,68 მუხლი 3🔗 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 35%-ის ოდენობით და შეადგენს 7,9 ლარს.  მუხლი 4🔗 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და შეადგენს 5,67 ლარს. მუხლი 5🔗 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის  არეალებში გამავალ ,,საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული  ფასი დადგენილია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს  11,34 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-3 და მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი. მუხლი 6🔗 სოფლებში ანაკლია, განმუხური, რუხი – ამ დადგენილების მე-2 მუხლში დადგენილი ფასის 80 %-ის ოდენობით  და შეადგენს  18.14 ლარს.