ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.02.2016
ძალის დაკარგვა 11.04.2018
გამომცემი ორგანო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე | ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| პროგრამული კოდი | პროგრამა/ქვეპროგრამა |
| წლიური გეგმა | მათ შორის: კვარტალების მიხედვით I II III IV |
| I | II |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2016 წლის 5 თებერვალი
დაბა ჩოხატაური
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაილების წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობის ტიპური ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში“ დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ძალდაკარგულად გამოცხადდეს ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებსა და მუხლებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 ივლისის №2 დადგენილება.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე
დანართი 1
.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნებების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის გადანაწილება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად.
4. პრიორიტეტის პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება ხორციელდება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამგებლის ბრძანებით.
5. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური უფლებამოსილია:
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით მოამზადოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;
ბ) მოამზადოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის: პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში. განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
გ) მოამზადოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე, ბიუჯეტის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი;
დ) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილებას გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება
1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ასიგნებების გადანაწილების თაობაზე. წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთება ასიგნებების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნებების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნის გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში, ამზადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ბრძანების პროექტს.
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური ამზადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს, ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში/ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციების მუხლებით და ქვეპროგრამებით გათვალისწინებულ ასიგნებებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
7. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არა უგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ამზადებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
8. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას (დანართი №2) ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილებას განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.
9. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
10. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდების ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დანართი №2
.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახური
გეგმის ცვლილების ცნობა №
.
20 წლის “__” _________
___________________________________________________________
( საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
______________________________________________________________________________
(ცვლილების საფუძველი_დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)
20 წლის “__” _________
_____________________________________________________________________
(ცვლილების შინაარსი
(ლარებში)
პროგრამული
კოდი
პროგრამა/ქვეპროგრამა
საბიუჯეტო კლასიფიკაციის
მუხლი
ცვლილების თანხა +/-
(გადიდებული, შემცირებული)
წლიური
გეგმა
მათ შორის: კვარტალების მიხედვით
I
II
III
IV
ჯამი
დაფარვის ან მიმართვის წყარო:
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან;
2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან;
3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა;
4. დანარჩენი ცვლილება.
დანართი №3
.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში
მუხლი 1🔗
1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ – ა(ა)იპ) ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. ა(ა)პ-ის ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის ცვლილების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში.
3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან (მუნიციპალიტეტის გამგებელთან) შეთანხმებით.
4. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი მოთხოვნას მისთვის დამტკიცებული ბიუჯეტის განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს. მოთხოვნა რეზოლუციის შესაბამისად წარედგინება გამგეობის საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურს, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრულია როგორც პროგრამის განმახორციელებელი და რომლის ფარგლებშიც ა(ა)იპ-ი განკარგავს ასიგნებებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროგრამის განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაცია მოთხოვნას ასიგნებების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტაციით და შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც შემდგომ რეზოლუციით წარედგინება გამგეობის საფინანსო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურს.
5. ა(ა)იპ, რომელიც თავად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას, როგორც პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ახორციელებს თავად.
6. კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუჯეტში ცვლილების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საფინანსო სამსახურის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget).
7. ა(ა)იპ(ებ)-ის ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗
1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები.
2. განხორციელებული ცვლილებები ა(ა)იპისათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.