ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში ცოტნე დადიანის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ცოტნე დადიანის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ს
განკარგულება №20
2016 წლი ს 29 იანვარი
ქ. თბილისი
ქ.თბილისში, კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის ქუჩასთან არსებული უსახელო გასასვლელისთვის ცოტნე დადიანის სახელის მინიჭების შესახებ
1. საქართველოს ორგანული კანონის„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
ა) კრწანისის რაიონში, სოფელ ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის ქუჩასთან არსებულ უსახელო გასასვლელს მიენიჭოს ცოტნე დადიანის სახელი, თანდართული რუკის თანახმად;
ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
2. განკარგულება ერთი თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ,№ 6).
საკრებულოს თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი გ. ტყემალაძე