⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.03.2017)
გაუქმებულია:

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 09.02.2016
ძალის დაკარგვა 14.03.2017
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.140.016211
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 419 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.02.2016 მიღება
14.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა მელიქიძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
დაბა IMG
ასპინძა 0,27
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2016 წლის 9 თებერვალი დ. ასპინძა ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  და საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების ,, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დადგინდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ასპინძის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №9 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 17/02/2015წ., ს/კოდი 200140030.35.140.016157). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემამუკა მელიქიძე                                                                                  დანართი ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე   სახელმწიფო და ასპინძის  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში  არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ  1. ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ასპინძის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში – მიწის ნორმატიული ფასი)  დგინდება  შემდეგი ფორმულის მიხედვით: CN = IMG X ITL X C X K, სადაც ა)  CN  – არის ერთი კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი; ბ) IMG  – ასპინძის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომლიც უდრის 0,27-ს; გ) ITL  არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის  1-ს; დ) C  არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია; ე) K – მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის მნიშვნელობა უდრის 100-ს. 2. პირველი პუნქტის მიხედვით დაბა  ასპინძაში ერთი კვ.მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: დაბა IMG ITL C K CN (ლარი)       CN = IMG X ITL X C X K     ასპინძა 0,27 1 0,24 100 6,48 3. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვრება  დაბა ასპინძისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის  50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 3,24 ლარს. 4. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალაბში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,94 ლარს. 5. ასპინძის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  ნუსხის დამტკიცების შესახებ"  საქართელოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით  განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია დაბა ასპინძისათვის დადგენილი  ფასის 100%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 6,48 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება მე-4 პუნქტით დადგენილი ფასი.