„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“
მიღების თარიღი 26.10.2015
ძალაში შესვლა 19.01.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №დასახელება
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016378
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2016
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | სამუშაოები |
| 2 | საკონსულტაციო მომსახურება |
| 3 | პროცენტი და ვალდებულების საკომისიო |
| 4 | გაუნაწილებელი |
| ნომერი | დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 2)“ სესხის ნომერი 3417- GEO სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები)(შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)საქართველოსა
და აზიის განვითარების ბანკს შორის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში - სწრაფი რეაგირების კომპონენტი)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამა - ქვეპროგრამა 2) „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5)“
სესხის ნომერი 3291-GEO
საქართველოსა
და
აზიის განვითარების ბანკს შორის
სასესხო ხელშეკრულება
(ჩვეულებრივი ოპერაციები)
(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა –
პროექტი 5)
დათარიღებული: 26 ოქტომბერი, 2015 წ.
GEO 43405
სასესხო ხელშეკრულება
(ჩვეულებრივი ოპერაციები)
წინამდებარე სასესხო ხელშეკრულება, დათარიღებული 2015 წლის 26 ოქტომბრით, საქართველოსა (“მსესხებელი”) და აზიის განვითარების ბანკს ("ADB") შორის
,
სადაც
(ა)
მსესხებელსა და ADB-ს შორის დადებული დაფინანსების ჩარჩოხელშეკრულების (FFA) მიხედვით, რომელიც დათარიღებულია 2011 წლის 1 მარტით, ცვლილებების გათვალისწინებით, ADB თანახმაა უზრუნველყოს მრავალტრანშიანი დაფინანსების მექანიზმი მსესხებლისათვის პროექტების დაფინანსების მიზნით, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში;
(ბ)
2015 წლის 30 მარტით დათარიღებული მსესხებლის მიერ ხელმოწერილი პერიოდული დაფინანსების მოთხოვნით, მსესხებელმა მიმართა ADB-ს (i) ADB-ის სპეციალური ფონდების რესურსებიდან სესხის თაობაზე და (ii) ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან სესხის თაობაზე, სპეციალური ოპერაციების სასესხო ხელშეკრულების დანართ 1-ში აღწერილი პროექტის მიზნებისათვის;
(გ)
მსესხებელსა და ADB-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, ADB თანახმაა ასესხოს მსესხებელს სპეციალური ფონდების რესურსებიდან სხვადასხვა ვალუტაში თანხა –
ოცდასამი მილიონ ხუთი ათასი სპეციალური სასესხო უფლების ეკვივალენტი (SDR 23,005,000) პროექტის მიზნებისთვის.
(დ)
პროექტს განახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია” (UWCG), როგორც განმახორციელებელი ორგანიზაცია მსესხებლის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, როგორც პროექტის აღმასრულებელი ორგანიზაციის, ზედამხედველობის ქვეშ და ამ მიზნით მსესხებელი ხელმისაწვდომს გახდის სასესხო თანხას UWSCG-სთვის, ADB-სთვის მისაღები ხელშეკრულებაში მოცემული ვადებისა და პირობების მიხედვით; და
(დ)
ADB თანახმაა გასცეს სესხი მსესხებელზე ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან, წინამდებარე ხელშეკრულებასა და ADB-სა და UWSCG-ს შორის დადებულ საპროექტო ხელშეკრულებაში ფორმულირებული ვადებისა და პირობების მიხედვით.
ამგვარად, მხარეები წინამდებარე დოკუმენტთან დაკავშირებით შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი I
სასესხო რეგულაციები; განსაზღვრებები
ნაწილი 1.01. ADB-ს 2001 წლის 1 ივლისით დათარიღებული სპეციალური ოპერაციების სასესხო რეგულაციების („სასესხო რეგულაციები”) ყველა დებულება, რომელიც ეხება LIBOR-ზე დაფუძნებულ სესხებს, მისაღები ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალიდან, სრულიად ვრცელდება წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებზე იმავე ძალითა და ეფექტით, როგორიც მას ექნებოდა წინამდებარე დოკუმენტში შემდეგი ცვლილებების გათვალისწინებით:
(ა)
პუნქტი 2.01 (50) ამოღებულია და მის ნაცვლად შეტანილია:
„საპროექტო ხელშეკრულება” ნიშნავს ADB-ისა და UWSCG-ს შორის დადებულ საპროექტო ხელშეკრულებას;
(ბ)
სასესხო რეგულაციების 7.04 (ბ), 9.01 (დ), 9.01 (ვ), 9.01 (ლ), 10.01 (გ) და 10.02 (გ) ნაწილებში მოხსენიებული „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია” უნდა შეიცვალოს ტერმინით „UWSCG”.
(გ) პუნქტი 3.03 ამოღებული და შეცვლილია შემდეგით:
ვალდებულების გადასახდელი; კრედიტი; სადაზღვევო შენატანი
(ა) მსესხებელი გადაიხდის ვალდებულების გადასახდელს აუთვისებელი სესხის თანხაზე სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთისა და პირობების შესაბამისად.
(ბ) ADB უზრუნველყოფს მსესხებლისთვის შეღავათს სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად და ეს შეღავათი ფიქსირებული დარჩება სესხის არსებობის მანძილზე. ADB მსესხებლის მიერ გადასახდელ საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს შეღავათის განაკვეთით.
(გ) მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრული განაკვეთით და ეს განაკვეთი უნდა იყოს ფიქსირებული სესხის მოქმედების პერიოდში. ADB-მ სადაზღვევო შენატანი ვადების მიხედვით უნდა დაუმატოს მსესხებლის მიერ გადასახდელ სარგებლის პროცენტს.
(დ) პუნქტი 3.06 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:
შეღავათი (ა) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ ფიქსირებული მარჟა ახალი სესხებისთვის უნდა შემცირდეს, იგი ნებისმიერ მსესხებელს გაუკეთებს შეღავათს სესხებზე, რომელსაც აქვს უფრო მაღალი ფიქსირებული მარჟა. შეღავათის თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: (i) სხვაობა დაუბრუნებელი სესხის ფიქსირებულ მარჟასა და ახალი სესხების შესაბამის ფიქსირებულ მარჟას შორის (გამოსახული, როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება (ii) დაუბრუნებელი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული ახალ სესხებზე დაბალი ფიქსირებული მარჟის დაწესების თარიღიდან.
(ბ) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ დაფინანსების ღირებულების მარჟის დათვლამ ნებისმიერი სესხის ვალუტაზე (ან დამტკიცებულ ვალუტაზე) ნებისმიერ სემესტრში გამოიწვია ADB-ის მიერ თანხების დაზოგვა, ამ შემთხვევაში ADB გაუკეთებს შეღავათს მსესხებელს. შეღავათის თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: (i) დაფინანსების ღირებულების მარჟა (გამოხატული, როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება (ii) სესხის ძირითად თანხაზე, რომელზედაც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ სემესტრიდან, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. ADB-ის შეღავათის თანხა შეეხება მსესხებლის მიერ გადასახდელ პროცენტს, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ სემესტრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა.
(ე) პუნქტი 3.07 ამოღებულია და შეცვლილია შემდეგით:
მომსახურების გადასახდელი (ა) ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ ფიქსირებული მარჟა ახალი სესხებისთვის უნდა გაიზარდოს, ნებისმიერი მსესხებელი დაუბრუნებელი სესხით, რომელზეც დაწესებულია უფრო დაბალი ფიქსირებული მარჟა, გადაუხდის ADB-ის მომსახურების გადასახდელს. მომსახურების თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: (i) სხვაობა ახალი სესხების შესაბამის მარჟასა და დაუბრუნებელი სესხის ფიქსირებულ მარჟას შორის (გამოსახული, როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება (ii) დაუბრუნებელი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზეც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში დაწყებული ახალ სესხებზე მაღალი ფიქსირებული მარჟის დაწესების თარიღიდან.
(ბ)
ADB-ის ნებისმიერი განცხადების შემდეგ იმის შესახებ, რომ დაფინანსების ღირებულების მარჟის დათვლამ ნებისმიერი სესხის ვალუტაზე (ან დამტკიცებულ ვალუტაზე) ნებისმიერ სემესტრში გამოიწვია ADB-ის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევა, ამ შემთხვევაში მსესხებელი გადაიხდის მომსახურების გადასახდელს. გადასახდელის თანხა გამოითვლება შემდეგნაირად: (i) დაფინანსების ღირებულების მარჟა (გამოხატული, როგორც წლიური პროცენტი) გამრავლდება (ii) დაუბრუნებელი სესხის ძირითად თანხაზე, რომელზედაც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს პროცენტი ყველა საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ სემესტრიდან, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა. ADB დაამატებს მომსახურების გადასახდელ თანხას მსესხებლის მიერ გადასახდელ პროცენტს, რომელიც მსესხებელმა უნდა გადაიხადოს საპროცენტო პერიოდში, დაწყებული იმ სემესტრის შემდეგ, რომლისთვისაც მოხდა დაფინანსების ღირებულების მარჟის გამოთვლა.
პუნქტი 1.02.
წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში გამოყენებულ რამდენიმე ტერმინს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია სასესხო რეგულაციებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ამ დოკუმენტში მოდიფიცირებული არ არის ან კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებაში გამოყენებულ დამატებით ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
(ა) „სპეციალური ოპერაციების სესხი“ წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პრეამბულის (გ) ნაწილში მითითებულ სესხს;
(ბ) „სპეციალური ოპერაციების სასესხო ხელშეკრულება“ წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პრეამბულის (გ) ნაწილში მითითებულ ხელშეკრულებას;
(გ) „ქვესასესხო ხელშეკრულება” გულისხმობს მსესხებელს, MRDI და UWSCG შორის გასაფორმებელ ხელშეკრულებას, მოხსენიებულს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების 3.01(ა) პუნქტში.
მუხლი II
სესხი
ნაწილი 2.01.
(ა) ADB თანახმაა ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან გასცეს სესხი მსესხებელზე ორმოცდასამი მილიონი ($43,000,000) დოლარის ოდენობით, იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული თანხა შესაძლოა დროდადრო შეიცვალოს ვალუტის კონვერტირების გზით, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პუნქტი 2.06-ის დებულებების შესაბამისად.
(ბ) სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა შეადგენს 11 წელს, ხოლო საშეღავათო პერიოდი განსაზღვრულია ქვეპუნქტში (გ) ქვემოთ;
(გ) ტერმინი „შეღავათიანი პერიოდი”, რომელიც გამოყენებულია ამ ნაწილის (ბ) პუნქტში, გულისხმობს პერიოდს სესხის ძირითადი თანხის პირველ გადახდამდე ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც ფორმულირებულია წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართ 1-ში;
ნაწილი 2.02.
მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ADB-ს პროცენტი ძირითად სესხის ათვისებულ და დროდადრო დაუფარავ თანხაზე თითოეული პროცენტის გადახდის პერიოდში განაკვეთით, რომელიც ტოლია შემდეგ საკრებთა ჯამისა:
(ა) LIBOR;
(ბ) 0.60%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო წესების პუნქტში 3.02, მინუს კრედიტის 0.10%, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო წესების პუნქტში 3.03 და
(გ) 0.20%-იანი სადაზღვევო შენატანი ვადების მიხედვით, როგორც ეს განსაზღვრულია სასესხო წესების პუნქტში 3.03.
ნაწილი 2.03. მსესხებელმა წლიურად უნდა გადაიხადოს 0.15%-ის ტოლი ვალდებულების გადასახდელი. ასეთი საურავი უნდა დაირიცხოს სესხის სრულ თანხაზე (მინუს დროდადრო ათვისებული თანხები), დაწყებული წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან 60 დღის შემდეგ.
პუნქტი 2.04. სესხზე დარიცხული სარგებლის პროცენტი ან ნებისმიერი სხვა სახის საკომისიოები გადახდილი უნდა იყოს ნახევარწლიური შუალედებით, ყოველი წლის 15 მარტს და 15 სექტემბერს.
ნაწილი 2.05. სასესხო ანგარიშიდან გამოთხოვილი სესხის ძირითად თანხას მსესხებელი დაფარავს დებულებების შესაბამისად, რომლებიც მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართ 1-ში.
ნაწილი 2.06.
(ა) მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობების შემდეგი ცვლილება, რათა ხელი შეუწყოს სესხის გონივრულ მართვას:
(i)
სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი ათვისებული ან აუთვისებელი ნაწილის სესხის ვალუტის დამტკიცებული ვალუტით შეცვლა;
(ii)
ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო საპროცენტო ცვალებადი განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით ან პირიქით შეცვლა; და
(iii)
ათვისებული და დაუბრუნებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დადგენის გზით.
(ბ) წინამდებარე პუნქტის (ა) ქვეპუნქტის თანახმად, საჭირო ნებისმიერი ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ADB-ის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერსია”, როგორც ეს განმარტებულია სასესხო რეგულაციების 2.01 (6) პუნქტში და შევა ძალაში სასესხო რეგულაციების V მუხლის და კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
მუხლი III
სესხის თანხის გამოყენება
ნაწილი 3.01.
(ა) მსესხებელი WSCG-ს გადაასესხებს სესხის სახსრებს ქვესასესხო ხელშეკრულების შესაბამისად ADB-სთვის მისაღები პირობებით. თუკი სხვაგვარად არ იქნება ADB-სთან შეთანხმებული, გადასესხებულ სესხის თანხას დაერიცხება სარგებლის პროცენტი იმავე წლიური განაკვეთით, როგორც უნდა მოხდეს მსესხებლის მიერ ADB-სათვის გადახდა წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში (სავალუტო რისკის ჩათვლით) და სესხის დაფარვის პერიოდი 24 წელი, 13-წლიანი შეღავათიანი პერიოდით.
(ბ) მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ მოცემული სესხის თანხა მიმართოს პროექტის ხარჯების დასაფინანსებლად, სასესხო და საპროექტო ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად.
ნაწილი 3.02. სესხის თანხის გამოთხოვა და გამოყენება უნდა მოხდეს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართ 2-ში მოცემული პირობების შესაბამისად, რომელიც დროდადრო ექვემდებარებოდა ცვლილებას მსესხებელსა და ADB-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.
ნაწილი 3.03.
თუკი სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული ADB-სთან, მსესხებელი შეისყიდის ან უზრუნველყოფს დანახარჯების მუხლებით გათავალისწინებული საშუალებების შესყიდვას, რომლებიც უნდა დაფინანსდეს სასესხო თანხიდან წინამდებარე ხელშეკრულების დანართ 4-ის პირობების მიხედვით. ADB-ს შეუძლია უარი თქვას კონტრაქტის დაფინანსებაზე, თუ არ იქნა შესყიდული რომელიმე ამგვარი საშუალება იმ პროცედურების ფარგლებში, რომლებიც არსებით შესაბამისობაშია ADB-სა და მსესხებელს შორის შეთანხმებულ პროცედურებთან, ან თუ კონტრაქტის პირობები და ვადები არ აკმაყოფილებს ADB-ს.
ნაწილი 3.04. თუკი სხვაგვარად არ იქნება ADB-სთან შეთანხმებული, მსესხებელი სასესხო თანხებიდან დაფინანსებული დანახარჯების ყველა საშუალებას გამოიყენებს მხოლოდ და მხოლოდ პროექტის განხორციელების მიზნით.
ნაწილი 3.05. სასესხო რეგულაციების ნაწილი 9.02 ნაწილით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, სესხის დახურვის თარიღად განისაზღვრა 2019 წლის 30 ივნისი, ან სხვა ისეთი თარიღი, რომელზეც მსესხებელი და ADB დროდადრო შეთანხმდებიან.
მუხლი IV
განსაკუთრებული პირობები
ნაწილი 4.01.
(ა) მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის ჯეროვნად და ეფექტურად განხორციელება, შესაბამისად სათანადო და მისაღები ტექნიკური, ფინანსური, ბიზნესსა და განვითარებასთან დაკავშირებული პრაქტიკისა.
(ბ) პროექტის განხორციელებისა და პროექტთან დაკავშირებული საქმიანობის პროცესში მსესხებელმა უნდა შეასრულოს ან უზრუნველყოს წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების დანართ 5-ში მოცემული ყველა ვალდებულების შესრულება.
ნაწილი 4.02.
მსესხებელი ხელმისაწვდომს გახდის ან უზრუნველყოფს საჭიროებისთანავე პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ფონდების, აღჭურვილობის, მომსახურების, მიწის და, საჭიროებისამებრ, სხვა რესურსების სესხის თანხებთან ერთად დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობას.
ნაწილი 4.03. მსესხებელმა საშუალება უნდა მისცეს ADB-ს წარმომადგენლებს ჩაატარონ პროექტისა და სამუშაოების, აგრეთვე ნებისმიერი შესაბამისი ჩანაწერისა თუ დოკუმენტის ინსპექტირება.
მუხლი 4🔗.04.
ADB გამოაქვეყნებს პროექტისთვის წლიურ აუდირებულ ფინანსურ ანგარიშებს და აუდიტორთა დასკვნას ამ ფინანსურ ანგარიშებზე მათი მიღებიდან 30 დღის განმავლობაში და განათავსებს მათ ADB-ის ვებგვერდზე.
ნაწილი 4.05.
თავის მხრივ, მსესხებელმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რომელიც საჭიროა UWSCG-სთვის, რათა მან შეძლოს ვალდებულებების შესრულება საპროექტო ხელშეკრულების ფარგლებში და არ უნდა განახორციელოს ან დაუშვას ისეთი ქმედება, რომელიც შეაფერხებს ამგვარი ვალდებულებების შესრულებას.
ნაწილი 4.06.
(ა)
მსესხებელმა უნდა განახორციელოს თავისი უფლებები ქვესასესხო ხელშეკრულების მიხედვით, რათა დაიცვას მსესხებლის და ADB-ის ინტერესები და უზრუნველყოს სესხის მიზნების შესრულება.
(ბ)
დაუშვებელია ქვესასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებების და ვალდებულებების გადაცემა, შეცვლა, უარყოფა ან გაუქმება ADB-ის თანხმობის გარეშე
მუხლი V
ძალაში შესვლა
ნაწილი 5.01.
სასესხო რეგულაციების 10.01(ვ) ნაწილის შესაბამისად შემდეგი განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულების ეფექტურობის დამატებით პირობად: სპეციალური ოპერაციების სასესხო ხელშეკრულება ხელმოწერილი, რატიფიცირებული, აღსრულებული და წარმოდგენილია მსესხებლის მიერ და მისი ეფექტურობის ყველა პირობა (გარდა იმ პირობისა, რაც საჭიროა წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ეფექტურად გამოცხადებისთვის) შესრულებულია.
ნაწილი 5.02.
სასესხო რეგულაციების 10.02 (დ) ნაწილის შესაბამისად შემდეგი განსაზღვრულია დამატებით საკითხად, რაც ასახულ უნდა იქნეს სამართლებრივ დასკვნაში ან დასკვნებში და წარდგენილი ბანკისთვის: სპეციალური ოპერაციების სასესხო ხელშეკრულება ხელმოწერილი, რატიფიცირებული, აღსრულებული და წარმოდგენილია მსესხებლის მიერ და ძალაშია მისი პირობების შესაბამისად.
ნაწილი 5.01.
სასესხო რეგულაციების 10.04 ნაწილის შესაბამისად წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრულია 60 დღე წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან.
მუხლი VI
სხვადასხვა
ნაწილი 6.01.
მსესხებლის ფინანსთა მინისტრი დაინიშნა მსესხებლის წარმომადგენლად სასესხო რეგულაციების 12.02 მუხლში განსაზღვრული მიზნებისათვის.
ნაწილი 6.02.
ქვემოთ მოყვანილი მისამართები განსაზღვრულია სასესხო პირობების 12.01 ნაწილში განსაზღვრული მიზნებისთვის:
მსესხებლისთვის
ფინანსთა სამინისტრო
ვ. გორგასლის ქუჩა №16, 0114
თბილისი, საქართველო
ფაქსის ნომერი:
(99532) 2 262 423.
ADB-სათვის
აზიის განვითარების ბანკი
6 აზიის განვითარების ბანკის გამზირი
მანდალუონგი
1550 მეტრო მანილა
ფილიპინები
ფაქსი:
(632) 636-2444
(632) 636-2301.
რის დასტურადაც, მხარეები მოქმედებენ რა თავიანთი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე სასესხო ხელშეკრულებას და გზავნიან ADB-ს სათავო ოფისში ზემოთ მოყვანილ წელსა და რიცხვში.
საქართველო
____________________________
ნოდარ ხადური
ფინანსთა მინისტრი
აზიის განვითარების ბანკი
____________________________
იეშიმ ელჰან-კაიალარი
საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი
დანართი 1
ამორტიზაციის გრაფიკი
(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგამა – პროექტი 5)
1. შემდეგი ცხრილში განსაზღვრულია სესხის ძირითადი თანხის დაფარვის თარიღები და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის პროცენტს, რომელიც გადახდილ უნდა იქნეს ძირითადი თანხის დასაფარი ყოველი გადახდის თარიღისათვის (გადასახდელი წილი). იმ შემთხვევაში, თუ სესხის თანხები მთლიანად უნდა ყოფილიყო ათვისებული სესხის ძირითადი თანხის დასაფარი პირველი გადახდის თარიღისათვის, მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის, რომელიც უნდა დაიფაროს მსესხებლის მიერ სესხის ძირითადი თანხის დასაფარი თანხის გადახდის ყოველი თარიღისათვის განისაზღვრება ADB-ს მიერ, გამრავლდება რა: (ა) სესხის ძირითადი თანხის დასაფარი პირველი გადახდის თარიღისათვის მთლიანად ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი თანხა (ბ) ძირითადი თანხის დასაფარ გადასახდელ წილზე თანხის გადახდის ყოველი თარიღისათვის: აუცილებლობის შემთხვევაში ეს გადასახდელი თანხა შეიძლება შესწორდეს, რათა მოხდეს ამ დანართის პუნქტ 4-ში მოხსენიებული ნებისმიერი თანხების გამოქვითვა, რომლებზეც ვალუტის კონვერტაცია ვრცელდება.
გადახდის თარიღი გადასახდელი წილი (გამოხატული %-ში)
15 სექტემბერი, 2028 4.545455
15 მარტი, 2029 4.545455
15 სექტემბერი, 2029 4.545455
15 მარტი, 2030 4.545455
15 სექტემბერი, 2030 4.545455
15 მარტი, 2031 4.545455
15 სექტემბერი, 2031 4.545455
15 მარტი, 2032 4.545455
15 სექტემბერი, 2032 4.545455
15 მარტი, 2033 4.545455
15 სექტემბერი, 2033 4.545455
15 მარტი, 2034 4.545455
15 სექტემბერი, 2034 4.545455
15 მარტი, 2035 4.545455
15 სექტემბერი, 2035 4.545455
15 მარტი, 2036 4.545455
15 სექტემბერი, 2036 4.545455
15 მარტი, 2037 4.545455
15 სექტემბერი, 2037 4.545455
15 მარტი, 2038 4.545455
15 სექტემბერი, 2038 4.545455
15 მარტი, 2039 4.545455
ჯამი 100.000000
2. თუ სესხის თანხები მთლიანად არ არის გამოთხოვილი ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღისთვის, მსესხებლის მიერ ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის ძირითადი თანხის გადასახდელი თანხა დგინდება შემდეგნაირად:
(ა)
თუ სესხის თანხების ნაწილი გამოთხოვილია ძირითადი თანხის გადახდის პირველი თარიღისთვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს გამოთხოვილი და შესაბამისი თარიღისთვის გადაუხდელი თანხა ამ დანართის პირველი პარაგრაფის შესაბამისად.
(ბ)
ნებისმიერი თანხა, რომლის გამოთხოვაც მოხდა პირველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღის შემდეგ უნდა იქნეს გადახდილი ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღში, რომელიც დადგება აღნიშნული გამოთხოვის შემდეგ იმ ოდენობით, როგორც ამას განსაზღვრავს ADB ყოველი ასეთი გამოთხოვილი თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველიც იქნება თავდაპირველი ძირითადი თანხის გადასახდელი წილი, რომელიც მოცემულია პირველ პარაგრაფში მოცემულ ცხრილში შესაბამისი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის (თავდაპირველი ძირითადი თანხის გადასახდელი წილი), და მნიშვნელი იქნება ამ თარიღში ან ამ თარიღის შემდეგ დარჩენილი ძირითადი თანხის გადახდის თარიღების შესაბამისი თავდაპირველი ძირითადი თანხის გადასახდელი წილების ჯამი, და ასეთი გადასახდელი თანხა შეიძლება შეიცვალოს აუცილებლობის შემთხვევაში, აღნიშნულ თანხაზე ამ დანართის მე-4 პარაგრაფში მოხსენიებული ნებისმიერი თანხის გამოკლებით, რომელზეც ვრცელდება ვალუტის კონვერტაცია.
3.
გამოთხოვა რომელიც განხორციელდა პირველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღამდე ორი კალენდარული თვის განმავლობაში, ნებისმიერი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის ძირითადი გადახდების გამოთვლის მიზნით, იქნება ჩათვლილი როგორც ათვისებული და გადაუხდელი ათვისების თარიღის შემდეგ მეორე ძირითადი თანხის გადახდის თარიღისთვის და იქნება გადასახდელი ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღში დაწყებული ათვისების თარიღის შემდეგ დამდგარი მეორე ძირითადი თანხის გადახდის თარიღიდან.
4.
მიუხედავად ამ დანართის 1 და 2 პარაგრაფების დებულებებისა, ათვისებული სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან მისი ნებისმიერი ნაწილის კონვერტირებისას, კონვერტირებული თანხა დამტკიცებულ ვალუტაში, რომელიც უნდა იქნას გადახდილი რომელიმე ძირითადი თანხის გადახდის თარიღში, რომელიც დადგება პერიოდის განმავლობაში, განსაზღვრული იქნება ADB-ს მიერ კონვერტაციამდე თავის ვალუტაში დენომინირებული აღნიშნული თანხის გამრავლებით ერთ-ერთზე მომდევნო ორიდან: (i) გაცვლითი კურსით, რომელიც ასახავს ძირითად თანხას აღნიშნულ დამტკიცებულ ვალუტაში, რომლის გადახდაც ხდება ADB-ს მიერ ვალუტის ჰეჯირების ტრანზაქციის ფარგლებში, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ კონვერტირებასთან ან (ii) როგორც ADB განსაზღვრავს კონვერტაციის პრინციპების შესაბამისად, გამოცხადებული გაცვლითი კურსით.
5.
თუ სესხის ათვისებული და გადაუხდელი ძირითადი თანხა, დროდადრო იქნება დენომინირებული ერთზე მეტ სესხის ვალუტაში, ამ დანართის დებულებები ცალცალკე გამოიყენება სესხის ყოველ ვალუტაში განსაზღვრული თანხის მიმართ, ისე რომ მიღებული იქნება ცალკე ამორტიზაციის გრაფიკი ყოველი ასეთი თანხისთვის.
დანართი 2
სასესხო თანხების გამოთხოვა და მიღება
ზოგადი
1.
წინამდებარე დანართის ცხრილში განსაზღვრულია იმ დახარჯების კატეგორიები, რომლებიც უნდა დაფინანსდეს სესხის თანხიდან, აგრეთვე თითოეული კატეგორიებისათვის გამოყოფილი თანხა (“ცხრილი”). (“კატეგორია” ამ დანართში აღნიშნავს ცხრილში მოცემულ “კატეგორიას”).
სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვის საფუძველი
2. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სესხის თანხების ჩამორიცხვა მოხდება ცხრილში ჩამოთვლილი კატეგორიების პროცენტული მაჩვენებლების საფუძველზე.
პროცენტი და ვალდებულების გადასახდელები
3. მე-3 კატეგორიისათვის გამოყოფილი თანხა განკუთვნილია სესხის პროცენტის და ვალდებულების გადასახდელების დასაფინანსებლად პროექტის განხორციელების პერიოდის განმავლობაში. ADB-ს შეეძლება სასესხო ანგარიშიდან გაიტანოს და მსესხებლის სახელით, თავის სასარგებლოდ გადაიხადოს თანხა, სესხის პროცენტისა და ვალდებულების გადასახდელთან დაკავშირებული დანახარჯების დასაფარად მაშინ, როცა დაფარვის დრო დადგება.
რეალოკაცია
4. მიუხედავად ცხრილში მოცემული სესხის თანხის გამოყოფისა და თანხების პროცენტული განაწილებისა,
(ა)
თუ ნებისმიერი კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა არასაკმარისი აღმოჩნდება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული დანახარჯის დასაფინანსებლად, ADB-ის მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, შეუძლია (ი) ამ კატეგორიის სავარაუდო დეფიციტის შესავსებად ხელახლა გადაანაწილოს ასეთ კატეგორიაზე თანხა, კერძოდ სესხის ის თანხები, რომლებიც სხვა კატეგორიისათვის იყო გათვალისწინებული, და ამავდროულად, ADB-ის მოსაზრებით, არ არის საჭირო სხვა დანახარჯების დასაფინანსებლად; (ii) თუ ასეთი გადანაწილებით ვერ მოხერხდება სავარაუდო დეფიციტის სრულად შევსება, ADB-ის შეუძლია შეამციროს ამ ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხის პროცენტული მაჩვენებელი, რათა ხარჯვითი კატეგორიით გათვალისწინებული თანხის შემდგომში გატანა გაგრძელდეს, სანამ დეფიციტი არ შეივსება; და
(ბ)
თუ რომელიმე კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის თანხა აღემატება ამ კატეგორიის ყველა შეთანხმებული ხარჯების ოდენობას, ADB-ს შეუძლია, მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ასეთი ზედმეტი თანხა სხვა კატეგორიებზე გადაანაწილოს.
ჩამორიცხვის პროცედურები
5. თუ ADB-სთან სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული, სესხის ჩამორიცხვა განხორციელდება სესხის თანხების ჩამორიცხვის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
რეტროაქტიური დაფინანსება
6. სასესხო ანგარიშიდან თანხის გამოთხოვა შეიძლება განხორციელდეს ნებადართული დასაბუთებული სამუშაოების, საქონლის და საკონსულტაციო მომსახურების დანახარჯების ასანაზღაურებლად, რომლებიც განხორციელდა წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღემდე, მაგრამ არაუგვიანეს 12 თვისა ამ სასესხო ხელშეკრულების გაფორმებამდე ამგვარი ხარჯების მაქსიმალური თანხა სესხის თანხის 20%-ის ექვივალენტს შეადგენს.
ანგარიშიდან სესხის გატანის პირობები
7.
წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების პირობების მიუხედავად, სესხის ანგარიშიდან თანხის გატანა არ არის შესაძლებელი, ADB-სათვის მისაღები ფორმით და შინაარსით ქვესასესხო ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, რომელიც არ იქნება ხელმოწერილი, შესრულებილი და წარდგენილი მსესხებლის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და UWSCG-ის სახელით და თავისი პირობების შესაბამისად წარმოადგენს მხარეთა სამართლებრივ საფუძველს.
ცხრილი
სესხის სახსრების განთავსება და გამოთხოვა
(ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა – პროექტი 5)
ნომერი
დასახელება
ADB-ს დაფინანსებისათვის გამოყოფილი ჯამური თანხა
(აშშ დოლარში)
კატეგორია
სასესხო ანგარიშიდან თანხის გატანის საფუძველი
1
სამუშაოები
35,835,667
მთლიანი ხარჯის 84.75% *
2
საკონსულტაციო მომსახურება
2,635,000
მთლიანი ხარჯის 84.75 % *
3
პროცენტი და ვალდებულების საკომისიო
1,204,000
მისაღები თანხის 100%
4
გაუნაწილებელი
3,325,333
სულ
43,000,000
*სპეციალური ოპერაციების სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების კატეგორიისთვის განკუთვნილი დაფინანსების თანხის 84.75% გამოყენებული იქნება თავდაპირველად ყველა საჭიროებისთვის, სანამ ბოლომდე არ იქნება ჩამორიცხული. შემდგომ, წინამდებარე სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების კატეგორიისთვის განკუთვნილი დაფინანსების თანხის 84.75% იქნება გამოყენებული ყველა საჭიროებისთვის.