სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 04.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.019118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ თემზე დაფუძნებული ადგილობრივი მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №54
2016 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა
მუხლი 1🔗. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსების წყარო
1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის (შემდგომში –
პროგრამა) დაფინანსების წყაროა, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებები.
2. პროგრამის განსახორციელებლად, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარი.
3. შესაძლებელია, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების თანადაფინანსება საერთაშორისო ან/და დონორი ორგანიზაციების ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით.
მუხლი 2🔗. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გამოყოფის პროცედურა და პრინციპები
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე (გარდა მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების მოსახლეობისა), ახორციელებს თითოეული მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას.
2. სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის გაანგარიშებას ახდენს შემდეგი პრინციპის დაცვით:
ა) ერთიდან 200 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 4 000 ლარი;
ბ) 201-დან 400 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 5 000 ლარი;
გ) 401-დან 1 000 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 8 000 ლარი;
დ) 1 000-ზე მეტსულიანი დასახლებისათვის – 12 000 ლარი.
3. სამინისტრო, ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე თანხის გაანგარიშების შემდეგ, ამ პროგრამის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის ნაშთს ანაწილებს მუნიციპალიტეტებზე, მუნიციპალიტეტების მოსახლეობის რაოდენობის (მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების მოსახლეობის რაოდენობის გამოკლებით) პროპორციულად.
4. სამინისტრო, ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშების შემდეგ ამზადებს შესაბამის ინფორმაციას, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტების მიხედვით გამოსაყოფი თანხის რაოდენობა და უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის საფუძველზე, ამზადებს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
6. საქართველოს მთავრობის მიერ განკარგულების მიღების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულო, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, დასახლებების (გარდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრისა) მიხედვით მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ანაწილებს შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილ თანხას.
7. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფარგლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი თანხა ან მისი ნაწილი, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია კონკრეტული სოფლის ნაცვლად გამოყენებულ იქნეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.
8. „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მიღებული თანხები მუნიციპალიტეტს შეუძლია გამოიყენოს „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების“ 31 მუხლის მიზნებისათვის, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
9. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილი თანხის ოდენობის თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის (შემდგომში – წარმომადგენელი) ან სხვა უფლებამოსილი პირის მეშვეობით, ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
10. კონკრეტულ დასახლებასთან მიმართებაში, თანხის ხარჯვის მიზნობრიობა დგინდება ამ პროგრამის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ მოსახლეობასთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ, ხოლო ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ამავე პუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
11. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, დასახლებისათვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობა დგინდება მოსახლეობასთან შეხვედრის გამართვით ან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ XI თავით განსაზღვრული დასახლების საერთო კრების ჩატარებით და აისახება მოსახლეობასთან შეხვედრის/დასახლების საერთო კრების ოქმში.
12. მოსახლეობასთან შეხვედრის გამართვას ორგანიზებას უწევს წარმომადგენელი ან სხვა უფლებამოსილი პირი. მოსახლეობასთან შეხვედრაზე გადაწყვეტილება, დასახლებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, მიიღება მოსახლეობასთან შეხვედრაში მონაწილეთა უმრავლესობით.
13. დასახლების საერთო კრებაზე გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესის შესაბამისად.
14. მოსახლეობასთან შეხვედრის/დასახლების საერთო კრების ოქმს წარმომადგენელი ან სხვა უფლებამოსილი პირი წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს.
15. მუნიციპალიტეტის გამგებელი ამზადებს ინფორმაციას დასახლებების მიხედვით შესაბამისი პროექტების დასახელებებისა და თითოეულ პროექტზე საორიენტაციო თანხის შესახებ, რომელსაც უთანხმებს სამინისტროს.
16. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წინადადებით ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებულ ინფორმაციაში ცვლილება ხორციელდება სამინისტროს თანხმობით, ამ პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით.
17. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროექტი შეთანხმებულ უნდა იქნეს ამ მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების შესაბამისად, ამ პროგრამით განსაზღვრული წესის დაცვით.
18. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების“ 31 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი უთანხმებს სამინისტროს პროგრამის ფარგლებში მიღებული თანხებიდან იმ თანხების ოდენობას, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს ამავე მუხლით გათვალისწინებული თანადაფინანსების მიზნებისათვის.
მუხლი 3🔗. პროგრამით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა
1. პროგრამით გამოყოფილი თანხა უნდა მოხმარდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობას, რეაბილიტაციას ან/და კეთილმოწყობას, საერთო სარგებლობის შენობების აღჭურვას, ან/და გრძელვადიანი სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას.
2. ღონისძიება, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნას, აგრეთვე მიზანშეწონილია, აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგ კრიტერიუმს:
ა) განსახორციელებელი პროგრამ(ებ)ის დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი უნდა აისახებოდეს დასახლების მოსახლეობის უმრავლესობაზე;
ბ) პროგრამის ფარგლებში შესყიდული სამუშაო, საქონელი ან/და მომსახურება მიმართული უნდა იყოს დასახლების მოსახლეობის უმრავლესობის მატერიალური, ყოფითი ან/და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;
გ) სამუშაოთა შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა დასაქმდეს შესაბამისი დასახლების (ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დასახლებები) მოსახლეობა.
3. საერთო ინტერესების გათვალისწინებით, დასაშვებია რამდენიმე დასახლებისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ დასახლებების საერთო პრობლემის გადასაწყვეტად.
მუხლი 4🔗. პროგრამით გათვალისწინებული თანხის ათვისების პროცედურა
1. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი.
3. 2012-2015 წლებში, შესაბამისი წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში დარჩენილი თანხა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებ(ებ)ისათვის, ამ პროგრამით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, პროექტების განსახორციელებლად სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, ამ პროგრამით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის საშუალება.
6. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, გამოიყენოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის საშუალება იმ შემთხვევაშიც, თუ პროექტის ღირებულება, ამ პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხების გარდა, დაფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არაუმეტეს 50%-ით.
მუხლი 5🔗. პროგრამის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი
1. პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტრო უფლებამოსილია, საჭიროების მიხედვით, პერიოდულად მოითხოვოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტებიდან პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. სამინისტრო ახდენს ინფორმაციის შესწავლას, ანალიზს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას ორჯერ – არაუგვიანეს 2016 წლის 20 ივლისისა და
2016 წლის 31 დეკემბრისა.