„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№3-9
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.101.016263
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3-9

2016 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-66 დადგენილებაში (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 24/12/2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016068) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდექი რედაქციით:

„კ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვისა და ამოღების პროცესის მონიტორინგი, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვისა და ამოღების ორგანიზება;“;

ა.ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) აპარატი (განყოფილება);

ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;

გ) შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილება;

დ) საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილება;

ე) ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილება;

ვ) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილება;

ზ) ექსპლუატაციის განყოფილება;

თ) ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილება;

ი) საპროექტო განყოფილება.

2. აპარატის (განყოფილების) ფუნქციებია:

ა) სამსახურის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა და ამ მიმართულებით სამსახურის გამართული ფუნქციონირება;

ბ )სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფების კოორდინაცია;

გ) სამსახურის შიდა კონტროლის განხორციელება და სამსახურის უფროსისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება;

დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის პროცესების ორგანიზება.

3. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამსახურის სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობა და ხელშეკრულებების მომზადების მონიტორინგი, აგრეთვე ხელშეკრულების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციების გასატარებლად დოკუმენტაციის მომზადება სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით.

4. შენობა-ნაგებობების  მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) შენობა-ნაგებობების მშენებლობისა და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

ბ) ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი.

5. საინჟინრო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

ბ) სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

გ) საყრდენი კედლების, ჯებირების და სხვა მსგავსი საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის და რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

დ) მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზება და კონტროლი.

6. ტექნიკურ-ეკონომიკური განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის (სამუშაოს, მომსახურების, საქონლის შესყიდვა) ტექნიკური დავალებების მომზადება;

ბ) სამსახურის მიერ შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი და მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების მომზადება;

გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამებისა და ღონისძიებების შესახებ დასაბუთებული გაანგარიშებების მომზადება; მონაწილეობის მიღება საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების გეგმების ფორმირებაში;

დ)  სათანადო დოკუმენტაციის მომზადება დამტკიცებულ ბიუჯეტში ასიგნებების გადანაწილების ან/და ცვლილებების შეტანის თაობაზე;

ე) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, თბილისის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშისათვის სამსახურის ბიუჯეტით განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების შესრულების შესახებ შესაბამისი ინფორმაციების მომზადება;

ვ) თბილისის მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატური კოორდინაცია, სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის მიზნით;

ზ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.

7. საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

ბ) გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების მშენებლობის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

გ) გარე-განათებისა და მხატვრული მინათების ქსელების მოვლა-პატრონობა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი.

8. ექსპლუატაციის განყოფილების ფუნქციებია:

ა) სანიაღვრე კოლექტორებისა და ქსელების მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

 ბ) მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

გ) შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

დ) გვირაბების, ხიდებისა და გზაგამტარების მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

ე) მოაჯირების და პარაპეტების მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

ვ) საგზაო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ელემენტის მოვლა-პატრონობის პროცესების ორგანიზება და კონტროლი;

ზ)კეთილმოწყობის ღონისძიების სხვადასხვა (მათ შორის, ერთჯერადი გადაუდებელი) სამუშაოების ან/და მომსახურების უზრუნველყოფა.

9. ნარჩენების მართვის მონიტორინგის განყოფილების ფუნქციებია:

ა) კეთილმოწყობის წესების დარღვევისათვის კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების გატარება, მათ შორის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

ბ) დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში კონტროლის განხორცილება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების ადგილობრივ ბიუჯეტში მობილიზების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებების მონიტორინგი, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვისა და ამოღების ორგანიზება;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების დარიცხვისათვის საინფორმაციო ბაზის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში, კორექტირების  პროცესის მონიტორინგი;

ე) იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების საფასურის (ტარიფის) დარიცხვის სისწორის დადგენის მიზნით, აღნიშნული მომსახურების განმახორციელებელი პირისაგან შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა და საჭიროების შემთხვევაში, კორექტირების უზრუნველყოფა.

10. საპროექტო განყოფილების ფუნქციებია:

ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება (დასაპროექტებელ ტერიტორიაზე არსებული კომუნიკაციების გამოკვლევა, საპროექტო დავალებების შედგენა, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური პირობების აღება და შეთანხმება);

ბ) საპროექტო დოკუმენტაციის ან დეფექტური აქტების შედგენა:

ბ.ა) გზებისა და ქუჩების კაპიტალურ შეკეთებაზე;

ბ.ბ) საგზაო ინფრასტრუქტურის ობიექტების (სანიაღვრე ქსელი, თვალამრიდი, საყრდენი კედელი)

მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე;

ბ.გ) მე-2 და მე-3 კატეგორიის წყალარინების მილების მოწყობასა და რეაბილიტაციაზე;

ბ.დ) ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე;

ბ.ე) მოძრაობის უსაფრთხოების სქემის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში;

გ) საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზაზე გადაცემა;

დ) ექსპერტიზაგავლილი საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილი წესით შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის აღება, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ე) საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შეთანხმების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;

ვ) ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის მიღება.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 16 თებერვლიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.02.2016.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 05.02.2016. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №3-9. სარეგისტრაციო კოდი — 010260030.35.101.016263.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.02.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №3-9, 05.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016263 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3183249/