1.
რჩეული:
ა)
უძღვება და თავმჯდომარეობს საერთო კრების მუშაობას;
ბ)
ადგენს საერთო კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის  თანმიმდევრობას  და  განსახილველ  საკითხზე  გამოსვლის მსურველთა სიას;
გ)
განსაზღვრავს   გამომსვლელთა   რიგითობას   და   აძლევს   მათ   სიტყვას, აკონტროლებს გამომსვლელთა მიერ დროის რეგლამენტის დაცვას;
დ)
ახდენს  დამსწრე  წევრთა  რეგისტრაციას,  ადასტურებს  კვორუმის არსებობას,  სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;
ე)
უზრუნველყოფს საერთო კრების გადაწყვეტილების მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოებისთვის წარდგენას;
ვ)
უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით დაესწროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს და მონაწილეობა მიიღოს მუნიციალიტეტის გამგებლის მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში.
ზ)
შესაბამისი მოწვევის შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საერთო კრების გადაწყვეტილებების განხილვაში;
თ)
საერთო კრების გადაწყვეტილებით ასრულებს საერთო კრების ცალკეულ დავალებებს.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’-,,ვ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებით სარგებლობს, აგრეთვე ამ დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად  საერთო  კრების  თავმჯდომარეობაზე  უფლებამოსილი პირი.
3.
რჩეული ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე. რჩეული, საერთო კრების ყოველი შეკრებისას, საერთო კრების წინაშე წარსდგება ანგარიშით გაწეული საქმიანობის შესახებ