შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 13.11.2015
ძალაში შესვლა 03.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია)
ნომერი №27/16
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016379
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 10/02/2016
matsne.gov.ge 1,866 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.11.2015 მიღება
03.02.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია) სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით     (ხელმოწერილია)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 26.09.2013 „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 10.07.2019 შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 22.06.2017 „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ლიტვის რესპუბლიკის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 25.05.2016 შეთანხმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 25.09.2017

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა შემდგომში წოდებულნი როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“, გამოთქვამენ რა სურვილს, განავითარონ და გააძლიერონ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და განსაკუთრებით, მხედველობაში მიიღონ მათ შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საერთო ნება, გამოთქვამენ რა შეშფოთებას დანაშაულის, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის ფორმების მზარდი მასშტაბისა და ტენდენციების გამო, გაცნობიერებული აქვთ რა, რომ ნებისმიერი ფორმის დანაშაული საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, მართლწესრიგს, კანონის უზენაესობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას და თავიანთი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, საინვესტიციო გარემოს შექმნას, დემოკრატიული ღირებულებებისა და კანონიერების დამკვიდრებას, გამომდინარეობენ რა სურვილიდან, უზრუნველყონ მოქალაქეთა სიცოცხლის, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების საიმედო დაცვა დანაშაულისაგან, აღიარებენ რა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, ითვალისწინებენ რა, საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და იმ საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრიც არის ორივე ქვეყანა და რომლებიც ეხება წინამდებარე შეთანხმების სფეროს,    შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 თანამშრომლობის სფეროები 1. ხელშემკვრელმა მხარეებმა, თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მათი კომპეტენტური უწყებების მეშვეობით უნდა ითანამშრომლონ დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან აცილებაში, გამოვლენაში, გამოძიებასა და აღკვეთაში. 2. თანამშრომლობა უნდა მოიცავდეს განსაკუთრებით შემდეგ სფეროებს: a) სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, b) ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულები, c) ნარკოტიკების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო ბრუნვა და წარმოება, d) ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების, რადიოაქტიური ნივთიერებების, ბიოლოგიური და ბირთვული მასალების უკანონო ბრუნვა და მათით ვაჭრობა, e) კულტურული ღირებულების ნივთებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში ჩადენილი დანაშაული, f) ადამიანებით ვაჭრობა, g) სექსუალური დანაშაულები, მათ შორის ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობა და მათი სექსუალური ექსპლუატაცია, h) ადამიანის ორგანოებითა და ქსოვილებით უკანონო ვაჭრობა, i) კიბერდანაშაული, j) ფულის, ფასიანი ქაღალდის, უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებებისა და ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება ან უკანონო დამზადება და მათი გავრცელება, k) საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გაყალბება და მათი გავრცელება, l) ეკონომიკური დანაშაულები და ფულის გათეთრება, m) კორუფცია, n) საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, o) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, p) საზღვარზე მიგრანტების უკანონო გადაყვანა და მათი უკანონოდ ყოფნის ხელშეწყობა, q) გარემოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. 3. ხელშემკვრელმა მხარეებმა აგრეთვე უნდა ითანამშრომლონ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების შენარჩუნებასთან დაკავშირებულ სხვა სფეროებში, თუ ეს მათ საერთო ინტერესებს შეესაბამება. 4. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობა ზეგავლენას არ ახდენს სასამართლო ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში შემავალ სამართლებრივ დახმარებაზე. მუხლი 2🔗 თანამშრომლობის ფორმები 1. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა განახორციელონ თანამშრომლობა თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: a) პირველ მუხლში მითითებული დანაშაულების თავიდან აცილებასთან, გამოვლენასთან, გამოძიებასა და აღკვეთასთან დაკავშირებული მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლას, b) ინფორმაციის ორმხრივ გაცვლას, რომელიც განსაკუთრებით ეხება: წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში მონაწილე პირებსა და ჯგუფებს ან პირებს, რომლებზეც არსებობს ეჭვი, რომ მონაწილეობდნენ მათ ჩადენაში; დამნაშავე პირთა კავშირებს, ორგანიზებული ჯგუფების ორგანიზაციასა და სტრუქტურას; ცალკეული დამნაშავე პირების და ჯგუფების მიერ გამოყენებულ ტიპურ მეთოდებს; დანაშაულების ჩადენის დროსთან, ადგილთან და modus operandi-სთან დაკავშირებულ ფაქტებს; საგნებს, რომლებიც შეადგენენ დანაშაულის მიზანს; განსაკუთრებულ გარემოებებს; დარღვეულ ნორმებს; დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით გატარებულ ზომებს, c) წინამდებარე შეთანხმების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის d) ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულების თავიდან აცილების მიზნით მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ან რეგისტრაციის ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით მონაცემებისა და ინფორმაციის გაცვლას,  d) დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირების ან პირების, რომლებიც თავს არიდებენ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და სასჯელის მოხდას, აგრეთვე უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ძებნაში თანამშრომლობას, e) მოპარული ნივთებისა და დანაშაულთან დაკავშირებული სხვა საგნების, მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ძებნაში თანამშრომლობას, f) ორმხრივ დახმარებას მოწმისათვის დაცვის უზრუნველყოფაზე, თუ მისი ან მისი ახლობელი პირების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე მის მიერ ჩვენების მიცემის ან მტკიცებულების წარდგენის გამო, g) დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის წარმართვაში, h) შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გამოყენებასთან, დანაშაულის თავიდან აცილებასთან და აგრეთვე საექსპერტო-კრიმინალისტიკური მეთოდების, სპეციალური ხელსაწყოებისა და საგამოძიებო ხერხების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარებას, i) მოთხოვნის შემთხვევაში, დანაშაულის ჩასადენად გამიზნული ნივთების ან დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მოპოვებული ნივთების შესახებ ინფორმაციის ან მათი ნიმუშების გაცვლას, j) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გარკვეულ სფეროებში არსებული გამოცდილების გაზიარებას და ექსპერტთა შეხვედრების ჩატარებას, k) თანამშრომლობას პერსონალის ტრენინგისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში, l) დანაშაულის მიზეზებთან, მდგომარეობასთან და ტენდენციებთან დაკავშირებული ანალიტიკური ინფორმაციის გაცვლას, პუბლიკაციებისა და კვლევის შედეგების გაცვლას, აგრეთვე წინამდებარე შეთანხმებაში მითითებული საერთო ინტერესის სფეროებში არსებული კანონმდებლობის გაცვლას, m) ერთობლივი სემინარებისა და შეხვედრების ორგანიზებას. 2. ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ ითანამშრომლონ აგრეთვე სხვა ფორმებით, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე შეთანხმების მიზნებს. 3. წინამდებარე მუხლის შესაბამისად გადაცემული ინფორმაცია არ შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მესამე მხარისათვის ინფორმაციის მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარის თანხმობის გარეშე. მუხლი 3🔗 კომპეტენტური უწყებები 1. წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციისათვის კომპეტენტური უწყებები არიან: a) საქართველოს მხრიდან: - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პროკურატურა, - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. b) სლოვაკეთის რესპუბლიკის მხრიდან: - სლოვაკეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო, - სლოვაკეთის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო, - ფინანსური ადმინისტრაციის კრიმინალური ოფისი, - სლოვაკეთის ინფორმაციის სამსახური. 2. წინამდებარე შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა დაამყარონ უშუალო კონტაქტები და მათ შეუძლიათ დადონ დამატებითი საიმპლემენტაციო ოქმები თავიანთი საქმიანობის გარკვეულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. 3. წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ ხელშემკვრელმა მხარეებმა დაყოვნების გარეშე უნდა შეატყობინონ ერთმანეთს პირველი პუნქტით განსაზღვრული კომპეტენტური უწყებების ტელეფონისა და ფაქსის ნომრები და საკონტაქტო მისამართები და აცნობონ ერთმანეთს მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.  მუხლი 4🔗 მოთხოვნების შესრულება 1. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ინფორმაციის მიწოდება ან დახმარების აღმოჩენა უნდა განხორციელდეს მოთხოვნის საფუძველზე. 2. ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებებს თავიანთ სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც საქმე ეხება ოპერატიულ ინფორმაციას და არსებობს დაყოვნების საფრთხე, რომელმაც სერიოზული ზიანი ან ზარალი შეიძლება გამოიწვიოს, ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ უწყებებს შეუძლიათ ინფორმაციის მიწოდება ან დახმარების აღმოჩენა მოთხოვნის გარეშეც. ზეპირი მოთხოვნის შემდეგ მეორე ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ უწყებას დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნოს მისი წერილობითი დადასტურება. 4. ინფორმაციის მიწოდების შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: a) მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური უწყების დასახელებას, b) მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების დასახელებას, c) მოთხოვნის საგანს, d) მოთხოვნის მიზანს, e) მოთხოვნის წარმდგენი კომპეტენტური უწყების საერთაშორისო რეგულაციებისა და შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამის დებულებებს, f) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მოთხოვნის შესრულების ვადებს, g) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელმაც შესაძლებელია ხელი შეუწყოს მოთხოვნის შესრულებას. 5. ინფორმაციის ან დახმარების შესახებ მოთხოვნები შესაძლებელ უმოკლეს ვადაში უნდა შეასრულოს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა უწყებამ. მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ აღნიშნული აუცილებელია მოთხოვნის შესასრულებლად. 6. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა შესაძლებელია ვერ შესრულდეს მოცემულ ვადაში, მოთხოვნის მიმღებმა კომპეტენტურმა უწყებამ უნდა აცნობოს ამის შესახებ მოთხოვნის წარმდგენ კომპეტენტურ უწყებას და განუმარტოს მას დაყოვნების მიზეზები. 7. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა არ განეკუთვნება მოთხოვნის მიმღები კომპეტენტური უწყების კომპეტენციას, მან დაუყოვნებლივ უნდა გადაუგზავნოს მოთხოვნა თავისი სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებას და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მოთხოვნის წარმდგენ კომპეტენტურ უწყებას. 8. მოთხოვნაზე შეიძლება ითქვას უარი მთლიანად ან ნაწილობრივ, თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ მან შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას თავისი სახელმწიფოს სუვერენიტეტს ან უსაფრთხოებას, ან შესაძლებელია იგი ეწინააღმდეგებოდეს თავისი სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის ძირითად პრინციპებს ან მნიშვნელოვან ინტერესებს. მუხლი 5🔗 მეკავშირე ოფიცრები 1. ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წარგზავნოს მეკავშირე ოფიცერი პოლიციის ორგანოებში ან დანაშაულის თავიდან აცილებასა და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე პასუხისმგებელ სხვა უწყებებში ან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 2. მეკავშირე ოფიცრის წარგზავნის მიზანია წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ხელშემკვრელ მხარეებს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის გაუმჯობესება და აგრეთვე შემდეგ სფეროებში დახმარების აღმოჩენა: a) ინფორმაციის გაცვლა დანაშაულის თავიდან აცილებასთან, გამოვლენასთან, გამოძიებასა და აღკვეთასთან დაკავშირებით, b) დანაშაულებრივი ხასიათის მქონე მოთხოვნების დამუშავება, c) კომპეტენტური უწყებების სხვა ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება. 3. მეკავშირე ოფიცერმა უნდა შეასრულოს კომპეტენტური უწყებებისათვის დამხმარე და სარეკომენდაციო ფუნქციები და იგი არ უნდა იყოს უფლებამოსილი ინდივიდუალურად განახორციელოს ქმედებები დანაშაულის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით. 4. მეკავშირე ოფიცერმა უნდა შეასრულოს თავისი ფუნქციები გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. მუხლი 6🔗 პერსონალური მონაცემების გამოყენება და დაცვა ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ უწყებებს შორის გაცვლილი პერსონალური მონაცემების ორმხრივი დაცვა უნდა განხორციელდეს მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური უწყების მიერ განსაზღვრული პირობების, ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და მათი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად და შემდეგი პრინციპების საფუძველზე: a) მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გამოიყენოს პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ მიზნებით და პირობებით, რომლებიც განსაზღვრულია მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარის მიერ, b) მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია გადაცემული პერსონალური მონაცემების გამოყენებისა და აგრეთვე მისგან მიღწეული შედეგების შესახებ, c) პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს მხოლოდ კომპეტენტურ უწყებებს. არცერთი მონაცემი არ უნდა გახდეს ხელმისაწვდომი სხვა უწყებებისათვის მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, d) მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარე უნდა იყოს პასუხისმგებელი გადაცემული პერსონალური მონაცემების სიზუსტეზე და აგრეთვე უნდა განსაზღვროს ასეთი გადაცემის აუცილებლობა და გადაცემის მიზანთან მათი მოცულობისა და სფეროს მიხედვით შესაბამისობა. იმ შემთხვევაში, თუ შემდგომში დადგინდება, რომ გადაცემულ იქნა უზუსტო, არასწორი, არასრული ან მოძველებული პერსონალური მონაცემები, ან გადაცემულ იქნა ისეთი მონაცემები, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ მათი დამუშავების მიზანს და არ უნდა გადაცემულიყო, მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამის შესახებ. მიმღებმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა გაასწოროს შეცდომები ან გაანადგუროს ის მონაცემები, რომლებიც არ უნდა გადაცემულიყო, e) ნებისმიერ პირს, რომლის პერსონალური მონაცემები უნდა გადაიცეს ან გადაიცა, აქვს უფლება მოითხოვოს ზოგადი ინფორმაცია, რომელიც ეხება გადაცემულ მონაცემებს, მათი გამოყენების განსაზღვრულ მიზანს და ნებისმიერ მესამე მხარეს, რომელსაც მისი პერსონალური მონაცემები შემდგომში უნდა მიეწოდოს, იმის გათვალისწინებით, თუ ეს ნებადართულია მიმწოდებელი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით. ასეთი ინფორმაცია პირს უნდა მიეწოდოს არაგონივრული დაყოვნების გარეშე, f) ნებისმიერ პირს, რომლის პერსონალური მონაცემები უნდა გადაიცეს ან გადაიცა, აქვს უფლება მოითხოვოს მასთან დაკავშირებული არასწორი, არასრული და უზუსტო პერსონალური მონაცემების გასწორება ან განადგურება, რაც უნდა შესრულდეს არაგონივრული დაყოვნების გარეშე. მონაცემების სუბიექტმა ახალი ფაქტების შესახებ უნდა აცნობოს მიმწოდებელ ხელშემკვრელ მხარეს, g) მონაცემების მიწოდებისას მიმწოდებელმა ხელშემკვრელმა მხარემ, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს უნდა შეატყობინოს მონაცემების განადგურების ვადა. ასეთი ვადის მიუხედავად, მონაცემების სუბიექტთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემი უნდა განადგურდეს, თუ მათი შენახვა აღარ არის აუცილებელი მათი დამუშავების თავდაპირველი მიზნის შესასრულებლად. მიმწოდებელ ხელშემკვრელ მხარეს უნდა ეცნობოს გადაცემული მონაცემების განადგურებისა და მისი მიზეზების შესახებ. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, შეთანხმების შესაბამისად მიღებული ყველა მონაცემი უნდა განადგურდეს, h) თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა აწარმოოს პერსონალური მონაცემების მიწოდების, მიღებისა და განადგურების აღრიცხვა, i) თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა დაიცვას გადაცემული პერსონალური მონაცემები შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, დაკარგვისაგან, არაუფლებამოსილი გაცნობისა და მოპყრობისაგან, აგრეთვე შემთხვევითი ან უკანონო ცვლილებისა და გამოქვეყნებისაგან. მუხლი 7🔗 ურთიერთობა სხვა საერთაშორისო შეთანხმებებთან წინამდებარე შეთანხმებამ გავლენა არ უნდა მოახდინოს ხელშემკვრელი მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლებიც გამომდინარეობენ იმ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებიდან, რომლებიც სავალდებულოა მათი სახელმწიფოებისათვის. მუხლი 8🔗 ხარჯები თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა გაიღოს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკუთარი ყველა ხარჯი, თუ ხელშემკვრელი მხარეები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. მუხლი 9🔗 ენები წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისათვის ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა გამოიყენონ ინგლისური ენა. სხვა ენების გამოყენების შემთხვევაში, ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ თარგმანი ინგლისურ ენაზე. მუხლი 10🔗 დავების გადაწყვეტა  1. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დავები უნდა გადაწყდეს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტურ უწყებებს შორის კონსულტაციების გზით.  2. იმ შემთხვევაში, თუ ვერ მოხერხდა შეთანხმების მიღწევა კონსულტაციების გზით წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მაშინ აღნიშნული საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების გზით დიპლომატიური არხების მეშვეობით. მუხლი 11🔗 ცვლილებები და დამატებები  წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები წერილობითი ფორმით ხელშემკვრელი მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ცვლილებების ან დამატებების შეტანა განხორციელდება დიპლომატიური ნოტების გაცვლის გზით, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს შეადგენს. ცვლილებები ან დამატებები ძალაში უნდა შევიდეს წინამდებარე შეთანხმების მე-12 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად. მუხლი 12🔗 დასკვნითი დებულებები  1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში უნდა შევიდეს იმ ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან ოცდამეათე (30) დღეს, რომლის მეშვეობითაც ხელშემკვრელი მხარეები ორმხრივად აცნობებენ ერთმანეთს მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.  2. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის დიპლომატიური არხებით გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს მოქმედების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების მიღების დღიდან 6 (ექვსი) თვის გასვლის შემდეგ.  შესრულებულია ქ. ბრატისლავაში, 2015 წლის 13 ნოემბერს ორ დედნად, თითოეული ქართულ, სლოვაკურ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განმარტებისას ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)