ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.02.2016
ძალის დაკარგვა 21.05.2018
გამომცემი ორგანო ნებართვის სახე,№ და
გაცემის თარიღი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.174.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| ნებართვის სახე,№ და გაცემის თარიღი | ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი (ხელმოწერა) |
| № | დუბლიკატის გაცემის თარიღი |
| გვარი | სახელი |
| განთავსების ნებართვის № | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 14.05.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2016 წლის 5 თებერვალი
ქ. გორი
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის და საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 31-ე, 36-ე მუხლების შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა -ანგარიშგების წესი დანართი №1-ის შესაბამისად;
ბ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის უწყებრივი სანებართვო რეესტრი და მკაცრი აღრიცხვის ფორმის (გარე რეკლამის განთავსების ნებართვა) დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი დანართი №2-ის შესაბამისად;
გ) გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ჩამოწერის შესახებ აქტი დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი
დანართი №1
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების საფუძველზე.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის ტრანსპორტის და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის დამზადება და მომარაგება
1. ამ წესით განსაზღვრული გარე რეკლამის განთავსების ნებართვა (შემდეგში – ნებართვა) წარმოადგენს მესამე კატეგორიის – მარტივი ტიპის მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც იბეჭდება შესაბამისი კატეგორიის პოლიგრაფიული საწარმოს მიერ.
2. ნებართვის მომარაგებას დამოუკიდებლად ახორციელებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში მერია), რომელიც მოწმობის შეკვეთას აწარმოებს „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.
3. ნებართვის ფორმა შეიცავს დამცავ ნიშნებს.
4. ნებართვის ფორმა დამტკიცებულია ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივნისის №46 დადგენილებით „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ“.
5. პოლიგრაფიული საწარმოდან ნებართვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა. მინდობილობა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში მერი) მიერ შეიძლება მიეცეს მერიის ერთ-ერთ თანამშრომელს. მინდობილი პირი მკაცრი აღრიცხვის შესაბამის ფორმებს აბარებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურს სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.
მუხლი 3🔗.
ნებართვის გაცემა და დაბრუნება
1. გარე რეკლამის ნებართვის გაცემაზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს და ნებართვას ხელმოსაწერად ამზადებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახური (შემდეგში – სამსახური).
2. ნებართვის მიღება-ჩაბარება აღირიცხება უწყებრივი სანებართვო რეესტრის სპეციალურ ჟურნალებში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით დამოწმებული). ჟურნალის ფორმა განისაზღვრება დადგენილების დანართი №2-ის თანახმად.
3. უწყებრივი სანებართვო რეესტრის ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის” გრაფაში, აწერს ხელს და უთითებს თარიღს.
4. პასუხისმგებელ პირს ეკისრება კონკრეტული პასუხისმგებლობა მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე.
5. პასუხისმგებელი პირი აღრიცხავს ნებართვის გაცემასა და გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ნებართვის დაბრუნებას, რის შესახებაც სამსახური ყოველკვარტალურად წერილობით ანგარიშს წარუდგენს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერს.
მუხლი 4🔗.
ნებართვის შევსება და წარმოება
1. ნებართვა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ნებართვაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ნებართვის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ნებართვა, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ფორმების შევსებაზე პასუხისმგებელი პირი სამსახურის უფროსს მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით აბარებს იმავე დღესვე. გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ნებართვის შესახებ დამტკიცებული ფორმის მიხედვით ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი ადგენს ჩამოწერის აქტს.
2. ნებართვა დგება ორ ეგზემპლარად. შედგენილი ნებართვის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მაძიებელს, რაზედაც სპეციალურ ჟურნალში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ნებართვის მეორე ეგზემპლარი რჩება სამსახურში.
მუხლი 5🔗.
ნებართვების შენახვა
1. ნებართვის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. ნებართვა უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე კარადაში.
3. სათავსო, სადაც ინახება ნებართვა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
მუხლი 6🔗.
ნებართვის დუბლიკატის გაცემა
1. ნებართვის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის გამცემი გასცემს დუბლიკატს, ნებართვის მფლობელის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში, დოკუმენტების წარდგენიდან 2 დღის ვადაში.
2. ნებართვის მფლობელმა ნებართვის დუბლიკატის მისაღებად ნებართვის გამცემს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ნებართვის დუბლიკატის გაცემის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
3. ნებართვის დუბლიკატის მოსაკრებლის განაკვეთი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით.
4. ნებართვის დუბლიკატს ზედა მარჯვენა (დამკვირვებლის პოზიციიდან) თავისუფალ ადგილზე ესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.
5. ნებართვის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მის დედანს. ნებართვის გამცემ შესაბამის სამსახურს დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეაქვს უწყებრივ სანებართვო რეესტრში (სარეგისტრაციო ჟურნალში).
მუხლი 7🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) დამზადებისას დაშვებული შეცდომისა და დაზიანების გამო.
2. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის (დადგენილების დანართი №3) მიხედვით. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის რაოდენობა და თითოეული მათგანის ინდივიდუალური ნუმერაცია შეტანილი უნდა იქნეს მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერის აქტში. ჩამოწერის აქტს ხელს აწერს სამსახურის უფროსი და პასუხისმგებელი პირი.
3. გამოსაყენებლად უვარგისი ნებართვის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗.
წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დანართი №2
უწყებრივი სანებართვო რეესტრი (ჟურნალი)
ნებართვის სახე,№ და
გაცემის თარიღი
ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი
(ხელმოწერა)
ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან – ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის
ს/კ)
ნებართვის მიმღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
მონაცემები ნებართვის მიმღების შესახებ: სახელის, გვარის, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების თაობაზე – ფიზიკური პირისათვის
(ხელმოწერა)
ინფორმაცია ნებართვის მიმღების მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ
შენიშვნა
დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობები
№
დაბრუნების თარიღი
ჩამოწერილი ს აქტის ნომერი
ნებართვის ინდივიდუალური ნომერი
ნებართვის დამბრუნებელი პირი
დაბრუნებული ნებართვის მიმღები პირი
გვარი
სახელი
უფლებამოსილება
ხელმოწერა
გვარი
სახელი
უფლებამოსილება
ხელმოწერა
მკაცრი აღრიცხვის ფორმის (გარე რეკლამის განთავსების ნებართვა) დუბლიკატის რეგისტრაციის ჟურნალი:
№
დუბლიკატის გაცემის თარიღი
მინიჭებული ნომერი
განცხადების რეგისტრაციის ნომერი
მოსაკრებლის გადახდის ქვითრის №
ნებართვის დამბრუნებელი
პირი
დაბრუნებული ნებართვის მიმღები
პირი
გვარი
სახელი
უფლებამოსილება
ხელმოწერა
გვარი
სახელი
თანამდებობა
ხელმოწერა
დანართი №3
აქტი №-----
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი------ ------------- 20__ წელი
გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ჩამოწერის შესახებ
განთავსების ნებართვის №
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი
გარე რეკლამის უვარგისი ნებართვის ჩამოწერის სისწორეს.
ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე
პასუხისმგებელი პირი: ____________________________
სამსახურის უფროსი: ______________________________