საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 26.02.2016
ძალის დაკარგვა 26.09.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №08
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016354
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი | თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 04.11.2011
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების
დამტკიცების თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№08
2016 წლის 26 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების
დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 4 ნოემბრის №855 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.თავდაცვის მინისტრითინათინ ხიდაშელი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ანალიტიკური დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესრულებას საქართველოს კანონმდებლობით (შემდგომში - კანონმდებლობა) დადგენილი წესით.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონმდებლობითა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს და კომპეტენციას ასრულებს კანონიერებისა და სამართლიანობის, მიუკერძოებლობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების, პატივისა და ღირსების პრინციპების დაცვით.
4. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას.
5. დეპარტამენტი ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული და საპროგნოზო ვითარების, გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზი პოლიტიკურ-სტრატეგიული, საფინანსო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური თვალსაზრისით;
ბ) თავდაცვის სისტემის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს და მისგან მომდინარე გამოწვევების, საფრთხეებისა და შესაძლებლობების შეფასების პროცესის ანალიტიკური უზრუნველყოფა და მხარდაჭერა;
გ) საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამხედრო-პოლიტიკური მდგომარეობის ანალიზი და მისგან გამომდინარე ომის საშიშროების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა, სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებათა მომზადების თანხმლები ანალიტიკური მხარდაჭერა.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია
დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა/მიღება, ანალიტიკური დამუშავება და სისტემატიზაცია;
ბ) შერჩეულ მიმართულებებზე, სტრატეგიულ და რეგიონულ დონეებზე საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური პროცესების ანალიზი;
გ) თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პროცესების ანალიზის შედეგების შესახებ სამინისტროს ხელმძღვანელობის და სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ინფორმირება;
დ) რეგიონულ და სტრატეგიულ დონეზე თავდაცვის, უსაფრთხოების და საერთაშორისო პოლიტიკის სფეროებში არსებული ვითარების შესწავლა/ანალიზი, მნიშვნელოვანი პროცესებისა და ტენდენციების გამოკვეთა, შესაძლო განვითარებების პროგნოზირება; აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარემოს ანალიზი, მისგან მომდინარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა და უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების შეფასების მიზნით სათანადო დასკვნების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად;
ე) თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოში მომხდარი ცვლილებების, განვითარების ტენდენციების და პროგნოზების მნიშვნელობის შეფასება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისთვის და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესის მხარდასაჭერად სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვისთვის წარსადგენად;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს უსაფრთხოების გარემოს გამოწვევებისა და საფრთხეების ანალიზის და შეფასების სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში და დადგენილი წესით სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან და საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან უსაფრთხოების, თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა/მიღება, დამუშავება და სისტემატიზაცია;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, ან/და თავდაცვის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეთანხმებულ მიმართულებებზე და საკითხებზე მათი ანალიტიკური უზრუნველყოფა და მხარდაჭერა;
ი) თავდაცვის სისტემის განვითარების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით შექმნილ შიდაუწყებრივ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, ქართულ და უცხოურ ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებთან, ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან ურთიერთობა.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს ანალიზის სამმართველო:
ა.ა) თავდაცვისა და უსაფრთხოების რეგიონული გარემოს ანალიზის განყოფილება;
ა.ბ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიული გარემოს ანალიზის განყოფილება.
ბ) ანალიტიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის სამმართველო:
ბ.ა) თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიტიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის განყოფილება;
ბ.ბ) მონაცემთა ბაზის ანალიზის და თანმხლები ანალიტიკური მხარდაჭერის განყოფილება.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კომპეტენცია
1. თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოს ანალიზის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) შერჩეულ მიმართულებებზე, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-2, J-3, J-5/9 და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტებიდან, აგრეთვე სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტიდან და თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლობის ოფისიდან მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და სისტემატიზაცია;
ბ) სტრატეგიულ და რეგიონულ დონეებზე საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური პროცესების ანალიზი;
გ) რეგიონსა და მსოფლიოში თავდაცვის, უსაფრთხოების და საერთაშორისო პოლიტიკის სფეროებში არსებული ვითარების შესწავლა/ანალიზი, მნიშვნელოვანი პროცესებისა და ტენდენციების გამოკვეთა, შესაძლო განვითარებების პროგნოზირება;
დ) მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გარემოს ანალიზი, მისგან მომდინარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა და უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების შეფასების მიზნით სათანადო დასკვნების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად;
ე) საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორების უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ცვლილებების ანალიზი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე სამხედრო საფრთხეების და გამოწვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და ანალიზი;
ზ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი საინფორმაციო-ანალიტიკური და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად;
თ) თავდაცვის და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გეგმური, პერიოდული და არაპერიოდული ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებისათვის, და მოთხოვნილი ან შეთანხმებული დოკუმენტების მომზადება საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-2, J-3, და J-5/9 დეპარტამენტების, სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის და სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების ანალიტიკური უზრუნველყოფის ან მხარდაჭერის ფარგლებში;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, ქართულ და უცხოურ ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებთან, ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან ურთიერთობა.
2. თავდაცვისა და უსაფრთხოების რეგიონული გარემოს ანალიზის განყოფილების კომპეტენციაა:
ა) შერჩეულ მიმართულებებზე, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-2, J-3, J-5/9 და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტებიდან, აგრეთვე სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტიდან და თავდაცვის ატაშეებისა და სამოქალაქო წარმომადგენლობის ოფისიდან მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და სისტემატიზაცია;
ბ) რეგიონის თავდაცვისა და უსაფრთხოების გარემოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური პროცესების ანალიზი;
გ) რეგიონში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების შესწავლა/ანალიზი, მნიშვნელოვანი პროცესებისა და ტენდენციების გამოკვეთა, შესაძლო განვითარებების პროგნოზირება;
დ) მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის რეგიონული გარემოს ანალიზი, მისგან მომდინარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა და უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების შეფასების მიზნით სათანადო დასკვნების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად;
ე) საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რეგიონული აქტორების უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ცვლილებების ანალიზი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე სამხედრო საფრთხეებისა და გამოწვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და ანალიზი;
ზ) რეგიონში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი საინფორმაციო-ანალიტიკური და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება და თავდაცვის და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გეგმური, მათ შორის, პერიოდული ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
3. თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიული გარემოს ანალიზის განყოფილების კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, შერჩეულ მიმართულებებზე, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში მიმდინარე, საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-2, J-3, J-5/9 და სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტებიდან, აგრეთვე, სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტიდან და თავდაცვის ატაშეების და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისიდან მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება და სისტემატიზაცია;
ბ) საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური, სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური პროცესების ანალიზი;
გ) მსოფლიოში თავდაცვის, უსაფრთხოების და საერთაშორისო პოლიტიკის სფეროებში არსებული სტრატეგიული ვითარების შესწავლა/ანალიზი, საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროცესებისა და ტენდენციების გამოკვეთა, შესაძლო განვითარებების პროგნოზირება;
დ) მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის საფუძველზე, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სტრატეგიული გარემოს ანალიზი, მისგან მომდინარე საფრთხეებისა და შესაძლებლობების გამოკვეთა და უსაფრთხოების გარემოსა და საფრთხეების შეფასების მიზნით სათანადო დასკვნების მომზადება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად;
ე) საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტორების უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ცვლილებების ანალიზი;
ვ) მსოფლიოში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მოვლენების ამსახველი საინფორმაციო-ანალიტიკური და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება და თავდაცვის და უსაფრთხოების გარემოს შესახებ გეგმიური, პერიოდული და არაპერიოდული ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება.
4. ანალიტიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის შესახებ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, აგრეთვე, სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სტრატეგიული კომუნიკაციების და სხვა დეპარტამენტებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება, სისტემატიზაცია და ანალიზი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორების უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის კონცეფციების, სტრატეგიის დოკუმენტების, დოქტრინების და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შესწავლა/ანალიზი;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გარემოში მომხდარი ცვლილებების, განვითარების ტენდენციებისა და პროგნოზების მნიშვნელობის შეფასება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისთვის და ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესის მხარდასაჭერად სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად;
დ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის, საერთაშორისო თანამშრომლობის კონკრეტული პრობლემების ანალიზის განხორციელება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, თავდაცვის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მათ შორის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტებთან, აგრეთვე, საჯარო სამართლის იურიდიული პირებთან შეთანხმებულ მიმართულებებზე და საკითხებზე მათი საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა და მხარდაჭერა;
ვ) სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის საქმიანობის თანმხლები ანალიტიკური მხარდაჭერა;
ზ) ინფორმაციული და ანალიტიკური მასალის მონაცემთა ბაზაში ორგანიზება და მისი შემდგომი დამუშავება-ანალიზი; მონაცემთა ბაზაში არსებული მასალის ანალიზის საფუძველზე ახალი მასალისა და დოკუმენტების მომზადება;
თ) ანალიტიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის ფუნქციის რეალიზაციის ფარგლებში დასმული ამოცანების უზრუნველყოფა ბაზაში თავმოყრილი მონაცემებით და ინფორმაციით;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, ქართულ და უცხოურ ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებთან, ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან ურთიერთობა.
5. თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ანალიტიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის განყოფილების კომპეტენციაა:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვის და საგარეო პოლიტიკის შესახებ საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებიდან, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან, აგრეთვე სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, სტრატეგიული კომუნიკაციების და სხვა დეპარტამენტებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიტიკური დამუშავება, სისტემატიზაცია და ანალიზი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტორების უსაფრთხოების, თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის კონცეფციების, სტრატეგიის დოკუმენტების, დოქტრინების და სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შესწავლა/ანალიზი;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების გარემოში მომხდარი ცვლილებების, განვითარების ტენდენციების და პროგნოზების მნიშვნელობის შეფასება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფისთვის და ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების პროცესის მხარდასაჭერად სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება სამინისტროს ხელმძღვანელობის, სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის წარსადგენად;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის, საერთაშორისო თანამშრომლობის კონკრეტული პრობლემების ანალიზის განხორციელება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, მათ შორის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტებთან, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირებთან შეთანხმებულ მიმართულებებზე და საკითხებზე შესაბამისი ერთეულების საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა და მხარდაჭერა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესით, ქართულ და უცხოურ ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებთან, ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან ურთიერთობა.
6. მონაცემთა ბაზის ანალიზის და თანმხლები ანალიტიკური მხარდაჭერის განყოფილების კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების და სტრუქტურული ქვედანაყოფების თანმხლები ანალიტიკური მხარდაჭერა;
ბ) დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების და შესრულებული სამუშაოების სტატისტიკური ანგარიშების მომზადება;
გ) ინფორმაციული და ანალიტიკური მასალის ორგანიზება და განთავსება მონაცემთა ბაზაში და მისი შემდგომი დამუშავება-ანალიზი; მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება;
დ) ბაზაში განთავსებული ინფორმაციული და ანალიტიკური მასალის ანალიზის საფუძველზე ახალი მასალისა და დოკუმენტების მომზადება და შესაბამის ფორმატში დამკვეთისთვის წარდგენა;
ე) ანალიტიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის ფუნქციის რეალიზაციის ფარგლებში დასმული ამოცანების უზრუნველყოფა ბაზაში თავმოყრილი მონაცემებით და ინფორმაციით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ქართულ და უცხოურ ანალიტიკურ და საექსპერტო წრეებთან, ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამისი პროფილით მომუშავე კვლევით ჯგუფებთან ურთიერთობა.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი:
ა) წარმართავს და ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ვ) წარადგენს შუამდგომლობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ამ დებულებით განსაზღვრული ამოცანების და კომპეტენციის შესასრულებლად საჭირო ფინანსური და მატერიალური რესურსების გამოყოფის თაობაზე.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქცია-მოვალეობებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებს.
ბ) ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) კონტროლს უწევს და პასუხისმგებელია განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მიმდინარეობასა და შედეგებზე;
დ) ორგანიზებას უწევს სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადებისა და ატესტაციის საკითხებს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან შეთანხმებით;
ე) ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
ვ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
6. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, პასუხს აგებს სამმართველოზე დაკისრებული კომპეტენციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს სამმართველოს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს სამმართველოს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
7. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც:
ა) ახორციელებს სამმართველოს უფროსის მხარდაჭერას სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების ხელმძღვანელობასა და წარმართვაში;
ბ) ახორციელებს სამმართველოს უფროსის მხარდაჭერას სამმართველოს კომპეტენციით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების კონტროლზე;
გ) მონაწილეობას იღებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტების შემუშავებაში.
დ) სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლებამოსილებას.
8. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული კომპეტენციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს განყოფილებას დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს განყოფილების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს სამმართველოს უფროსს განყოფილების საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
9. დეპარტამენტს აქვს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობები, რომელთა სამუშაო აღწერებს და უფლებამოსილებას განსაზღვრავს დეპარტამენტის უფროსი, კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის საქმიანობის და ანგარიშგების უზრუნველყოფა
1. დეპარტამენტის კალენდარული წლის საქმიანობის გეგმას (თვეებისა და ერთეულების მიხედვით გაწერილი საქმიანობა) კალენდარული წლის დაწყებამდე განსაზღვრავს და შეიმუშავებს დეპარტამენტის უფროსი და ათანხმებს კურატორ მინისტრის მოადგილესთან.
2. დეპარტამენტის უფროსი კურატორ მინისტრის მოადგილეს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ, შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, წარუდგენს ანგარიშს საანგარიშო პერიოდის (იანვარი-ივნისი და ივლისი-დეკემბერი) განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ.