ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის დებულებისა და შესაბამისი ფორმების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 11.02.2016
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.170.016178
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| 1 | მკაფიოდაა აღწერილი სიტუაციის ანალიზი |
| 2 | ნათლად არის ჩამოყალიბებული პრობლების არსი, მიზანი და ამოცანები |
| 3 | პრობლემა აქტუალურია |
| 4 | საქმიანობები რელევანტურია, ამოცანების და საქმიანობის განხორციელების მეთოდოლოგია გაწერილია მკაფიოდ |
| 5 | პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას და თანამშრომლებს აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელების |
| 6 | ნათლად არის ჩამოყალიბებული პროექტის მოსალოდნელი შედეგები, ზეგავლენა, მიზნების, ამოცანებისა და საქმიანობების დონეზე |
| 7 | პროექტის განხორციელება შემოთავაზებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში რეალისტურია |
| 8 | მკაფიოდაა აღწერილი პროექტის მონიტორინგის პროცესი და შეფასება |
| 9 | პროექტს აქვს დამატებითი ღირებულება |
| 10 | სულ |
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| I | II |
| VII | VIII |
| № | შეფასების კრიტერიუმები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის დებულებისა და შესაბამისი ფორმების დამტკიცების თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2016 წლის 11 თებერვალი
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის დებულებისა და შესაბამისი ფორმების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად და „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 დეკემბრის №80 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის დებულება (დანართი № 1);
ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის საპროექტო წინადადების ფორმა (დანართი №2);
გ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის მიერ პროექტის შეფასების კრიტერიუმების ფორმა (დანართი №3);
დ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის პროექტის თანადაფინანსებაზე თანხმობის წერილის გაცემის წესი (დანართი №4);
ე) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის შინაარსობრივი ანგარიშის ფორმა (დანართი №5);
ვ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის ფინანსური ანგარიშის ფორმა (დანართი №6).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია
დანართი №1
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
კომისიის ცნება
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისია ახორციელებს წარმოდგენილი საპროექტო წინადადებების მიღებას, განხილვას და მათზე გადაწყვეტილებების მიღებას.
მუხლი 2🔗.
კომისიის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
1. კომისიის საქმიანობის საფუძველია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და ეს დებულება.
2. კომისიის წევრები მოქმედებენ კანონიერების, გამჭვირვალობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვით.
3. კომისია უზრუნველყოფილია საზოგადოების ჩართულობით და წევრთა როტაციის წესით.
თავი II
კომისია და მისი უფლებამოსილებები
მუხლი 3🔗.
კომისიის მიზანი
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
2. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.
3. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფლებების დაცვაზე მომართვიანობის გაზრდის ხელშეწყობა.
მუხლი 4🔗.
კომისიის შემადგენლობა
1. კომისიის წევრები:
ა) კომისია შედგება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისაგან;
ბ) სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელ პირებს ირჩევენ ადგილობრივი არასამთავრობო, მედია და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დასამტკიცებლად წარუდგენენ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს.
2. კომისიის ხელმძღვანელი პირები:
ა) კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
4. კომისიის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანება) ამტკიცებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.
5. კომისიის წევრთა რაოდენობა განისაზღვრება 7-9 წევრის ოდენობით.
მუხლი 5🔗.
კომისიის ფუნქციონირების წესი
1. კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე.
2. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა 3/4.
3. გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება თუ პროექტს მხარს დაუჭერს კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3.
4. კომისიის სხდომაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. კომისიის გადაწყვეტილება აისახება ოქმში.
5. კომისიის წევრის განსხვავებული აზრი ან/და შენიშვნა დაერთვება ოქმს.
6. კომისიის გამართულად ფუნქციონირებას, ადმინისტრირებას (ფართი, პროექტების გამრავლება, მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროება) უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.
მუხლი 6🔗.
კომისიის წევრის უფლება/ მოვალეობა
1. კომისიის წევრი უფლებამოსილია:
ა) მონაწილეობდეს კომისიის მუშაობაში;
ბ) შემოვიდეს ინიციატივით და დააყენოს საკითხები განსახილველად;
გ) ზეპირად ან წერილობით გამოხატოს საკუთარი მოსაზრება;
დ) ხმის უფლებით მონაწილეობდეს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ე) დაუბრკოლებრივ მიიღოს ინფორმაცია კომისიის საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში.
2. კომისიის წევრის ვალდებულებაა:
ა) დაიცვას წინამდებარე დებულება და კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;
ბ) გაუფრთხილდეს კომისიის ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას;
გ) არ გაახმაუროს კომისიის წევრობის პერიოდში მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია;
დ) რეგულარულად დაესწროს კომისიის სხდომებს და მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში.
მუხლი 7🔗.
კომისიის თავმჯდომარე
1. ორგანიზებას უწევს კომისიის სხდომებს.
2. კოორდინაციას უწევს კომისიის საქმიანობას.
3. უნაწილებს ფუნქციებს, აძლევს დავალებებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ.
4. შემოდის ინიციატივით შესწორებები შეიტანოს პროექტების მიღების, განხილვის პროცედურებში და პროექტების შეფასების კრიტერიუმებში.
5. კომისიის სახელით ხელს აწერს ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს და რეკომენდაციებს.
6. მერს წელიწადში ორჯერ წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ. წარმოადგენს კომისიას და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურთიერთობებისას.
მუხლი 8🔗.
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.
მუხლი 9🔗.
კომისიის მუშაობა
კომისიის წევრები ვალდებული არიან შეისწავლონ:
ა) საპროექტო წინადადებები;
ბ) ბენეფიციართა შესახებ მონაცემები;
გ) განმცხადებლის მიერ პროექტის განხორციელების რეალური შესაძლებლობა;
დ) პროექტის რეალური საჭიროება;
ე) პროექტის გასამყარებლად დამატებითი დოკუმენტაცია, მათ შორის ფინანსური;
ვ) პროექტის მიმდინარეობისას წინასწარი და უწყების გარეშე განახორციელოს პროექტის მონიტორინგი და მოამზადოს შესაბამისი დასკვნები;
ზ) შეაფასოს პროექტის შედეგები ადგილზე და მოამზადოს ანგარიშები;
თ) ანგარიშვალდებულია კომისიის თავმჯდომარის წინაშე.
მუხლი 10🔗.
კომისიის ანგარიშვალდებულება
კომისია ანგარიშვალდებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წინაშე.
თავი III
საპროექტო წინადადებების სფერო, მიღების წესი, შერჩევის პროცედურები და შეფასების კრიტერიუმები
მუხლი 11🔗.
საპროექტო წინადადებები
1. საპროექტო წინადადებები უნდა შემოიფარგლოს შემდეგი საკითხებით:
ა) თავშესაფრის არმქონე ბენეფიციარებისათვის სოციალური საცხოვრისის დაპროექტება, მშენებლობა ან/და არსებულის განვითარება;
ბ) სოციალური მეწარმეობისა და სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობა;
გ) შშმ პირების „ცენტრ(ებ)ის” ჩამოყალიბება/განვითარებაში ხელშეწყობა და შშმ პირთა რეაბილიტაცია რესოციალიზაციის ხელშეწყობა;
დ) გენდერულ საკითხთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა და დახმარება;
ე) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის, საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების და განათლების ხელშეწყობის პროგრამების შექმნა/დანერგვა.
2. საპროექტო წინადადებები, რომლებიც არ იქნება მხარდაჭერილი კომისიის მიერ:
ა) მსგავსი პროგრამა, პროექტი მხარდაჭერილია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა მუხლით;
ბ) შეიცავს დისკრიმინაციულ ელემენტებს;
გ) გულისხმობს პოლიტიკური პარტიების, რელიგიური ან სამხედრო ჯგუფების მხარდაჭერას;
დ) პროექტის შესრულებით შეუძლებელია მიღებული შედეგების შეფასება.
3. კომისიის მხარდაჭერით შეუძლებელია:
ა) შეძენილ იქნეს უძრავი ქონება პირადი ინტერესებისათვის;
ბ) ინდივიდუალური ან ჯგუფური გრძელვადიანი ღონისძიებები, რომელთა მონიტორინგი და შეფასება შეუძლებელია კომისიის კომპეტენციით და ამ დებულებით განსაზღვრული წესით.
მუხლი 12🔗.
საპროექტო წინადადებების მიღების წესი
1. საპროექტო წინადადება განცხადებასთან ერთად უნდა დარეგისტრირდეს მერიის საქმისწარმოების განყოფილებაში.
2. საპროექტო წინადადების ინიციირების უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს (გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა), ასევე საინიციატივო ჯგუფს, რომელიც პროექტს განახორციელებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ამავე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის.
3. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური რეაბილიტაციის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია ასევე დაფინანსდეს ის პროექტებიც, რომლებიც განხორციელდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ.
4. საპროექტო წინადადების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფინანსების შემთხვევაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღმატებოდეს წლის განმავლობაში გამოყოფილი ასიგნების არაუმეტეს 20%-ისა.
5. კომისია უფლებამოსილია განსაზღვროს დასაფინანსებელი პროექტის ბიუჯეტის თანხა.
6. არასრულად წარმოდგენილი საპროექტო წინადადება არ განიხილება.
მუხლი 13🔗.
საპროექტო წინადადებების შერჩევის პროცედურები
1. საპროექტო წინადადების შემოსვლიდან 3 დღის ვადაში გადაეცემა კომისიის წევრებს.
2. საპროექტი წინადადებას კომისიის წევრები შეისწავლიან და სათანადო დასკვნას ამზადებენ არაუმეტეს 1 თვის ვადაში.
3. საპროექტო წინადადებასთან დაკავშირებით კომისია უფლებამოსილია მოითხოვოს პროექტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.
4. არსებობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია ადგილზე შეისწავლოს წინა საპროექტო მდგომარეობა.
5. კომისია საპროექტო წინადადებაზე დადებითი დასკვნას წარუდგენს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს, პროგრამით გათვალისწინებული თანხიდან შესაბამისი პროექტის დასაფინანსებლად.
6. კომისიამ საპროექტო წინადადების განხილვისას შესაძლებელია გამოიყენოს პროექტის შეფასების კრიტერიუმების ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 14🔗.
საპროექტო წინადადების თანადაფინანსებაზე თანხმობის გაცემის წესი
1. საპროექტო წინადადების თანადაფინანსებაზე თანხმობის წერილის გაცემის წესი განსაზღვრულია დებულების დანართი №4-ში.
2. პროექტის თანადაფინანსებაზე დონორის უარის შემთხვევაში კომისიის მიერ თანხა არ გაიცემა.
მუხლი 15🔗.
პროექტის განხორციელების და ანგარიშგების წესი
1. კომისიის მიერ მხარდაჭერილი პროექტები უნდა ხორციელდებოდეს დანართ №2-ში დადგენილი ცხრილი №1-ის (დროის გრაფიკი) და ცხრილი №2 -ს (ბიუჯეტი) შესაბამისად.
2. პროექტის განხორციელების ფარგლებში კომისიას 2-ჯერ უნდა წარედგინოს ანგარიში დანართი №5-ის და დანართი №6-ის შესაბამისად.
3. ანგარიშის წარდგენა უნდა მოხდეს პროექტის მიმდინარეობის შუა პერიოდსა და დასრულებიდან 2 კვირის ვადაში.
თავი IV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 16🔗.
კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
1. კომისიის დებულებას ამტკიცებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №2
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის
საპროექტო წინადადება
განმცხადებლის დასახელება ----------------------------------------
განმცხადებლის სტატუსი: ა(ა) იპ, საინიციატივო ჯგუფი, ფიზიკური პირი, სხვა.
საკონტაქტო პირი ---------------------------------------------------------
მისამართი ---------------------------------------------------------------------
ტელეფონი ------------------------------------------------------------------
ელ.ფოსტა --------------------------------------------------------------------
პროექტის დასახელება --------------------------------------------------
პროექტის განხორციელების არეალი -----------------------------
ბენეფიციარების რაოდენობა -----------------------------------------
პროექტის ღირებულება -------------------------------------------------------
(
თანხა ციფრებით და სიტყვიერად)
მოთხოვნილი თანხა -------------------------------------------------------------
(
თანხა ციფრებით და სიტყვიერად)
საკუთარი წილი (არსებობის შემთხვევაში) --------------------------------------------------------
(
თანხა ციფრებით და სიტყვიერად)
პროექტის განხორციელების ვადები --------------------დან-----------------მდე
მე, ზემოხსენებული პროექტის ხელმძღვანელი ------------------------------------- ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ მიღებულ ყოველგვარ ფინანსურ ან მატერიალურ დახმარებას გამოვიყენებ ისე, როგორც გათვალისწინებულია პროექტით.
მე თანახმა ვარ დავიცვა დადგენილი ანგარიშგების წესები.
პროექტის განხორციელებაში დაშვებული დარღვევების შემთხვევაში, თანახმა ვარ მიღებული თანხა და ამ თანხით შეძენილი ქონება დავაბრუნო, დამფინანსებლის გადაწყვეტილების შესაბამისად.
------------------------------ ----------------------
ხელს აწერს პროექტის ხელმძღვანელი თარიღი
-------------------------------------- -------------------
ხელს აწერს მერის უფლებამოსილი პირი თარიღი
არსებული მდგომარეობის ანალიზი
გულისხმობს იმ კონკრეტული პრობლემის ხაზგასმას, რომლის საპასუხოდაც არის მიმართული თქვენი პროექტი. აღწერეთ ის პრობლემა, რომლის მოგვარებასაც აპირებთ.
პროექტის მიზანი
გულისხმობს ფართო, ზოგად დებულებას იმის შესახებ, თუ რისი მიღწევა გსურთ. პროექტის მიზანს უნდა წარმოადგენდეს ისეთი სასურველი გარემოს ან პირობების შექმნა, რომელიც მიმართული იქნება ზემოთ აღწერილ პრობლემასთან.
პროექტის ამოცანები
გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებს მიზნის მისაღწევად. აქ უნდა მიუთითოთ რა ამოცანების შესრულებას ისახავთ პროექტში მითითებული მიზნის მისაღწევად. შეიძლება დაისახოთ ერთი, ორი ან რამოდენიმე ამოცანა პროექტის სპეციფიკის გათვალისწინებით.
პროექტის განხორციელების გზები
გულისხმობს კონკრეტულ ნაბიჯებს თქვენს მიერ დასმული ამოცანების შესასრულებლად. განხორციელების გზები არის პროცესი, რომელიც პასუხობს შემდეგ კითხვებს:
1) „როგორ?” - როგორ განახორციელებთ თქვენი პროექტის ამოცანებს?
2) „ვინ”- ვინ მონაწილეობს თქვენი პროექტის განხორციელებაში? რა არის მათი ფუნქციები პროექტში?
ცხრილი №1, დროის გრაფიკი
საქმიანობა
თვეები
I
II
III
IV
V
VI
მაგ.: მოსამზადებელი სამუშაო
ინვენტარი შეძენა
ღონისძიება და ა.შ.
შუალედური ანგარიში
საბოლოო ანგარიში
თვეები
VII
VIII
IX
X
XI
XII
დროის ტაბულა ძალზე მოხერხებულია ვადების საჩვენებლად. მაშინ როდესაც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა რამ არის დაგეგმილი, მასზე ეს შეიძლება თვალსაჩინოდ და გასაგებად გამოისახოს. ტაბულა იმითაცაა ხელსაყრელი, რომ მოვლენათა თანმიმდევრობას ასახავს იმ შემთხვევებიისათვისაც, თუ დაფინანსებას იმაზე გვიან მიიღებთ, ვიდრე ვარაუდობდით.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები
განაცხადის ფორმის ამ ნაწილში აღწერეთ ის სავარაუდო ეფექტიანი მოსალოდნელი შედეგი, რაც მოჰყვება თქვენი პროექტის წარმატებით განხორციელებას. სასურველია შედეგები დაყოთ:
ა) რაოდენობრივი მაჩვენებლებით;
ბ) თვისობრივი მაჩვენებლებით.
სასურველია მიუთითოთ, აგრეთვე რა გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენს მიერ განხორციელებულმა პროექტმა სფეროზე, საზოგადოებაზე და ა.შ.
მონიტორინგი
ამ ნაწილში უნდა მიუთითოთ, თუ როგორი იქნება კონკრეტულად თქვენი პროექტის განვითარებაზე თვალყურის დევნების (მონიტორინგის) მექანიზმი და პერიოდულობა.
შეფასება
მიუთითეთ ის სავარაუდო კრიტერიუმები (მაჩვენებლები), რომლებიც განსაზღვრავენ თქვენი პროექტის წარმატებას.
ცხრილი №2, ბიუჯეტი
სამუშაოს/ მომსახურების დასახელება
საცალო ღირებულება
რაოდენობა
კომისიიდან მოთხოვნილი თანხა
სხვა წყარო
სულ
1
ხელფასები/ჰონორარები
1.1
1.2
1.3
სულ
2
აღჭურვილობა/ინვენტარი
2.1
2.2
2.3
სულ
3
მომსახურება
3.1
3.2
3.3
სულ
4
საოპერაციო ხარჯები
4.1
4.2
4.3
სულ
5
საბანკო მომსახურება
5.1
პროექტის ღირებულება:
სხვა წყაროდან სულ:
მოთხოვნილი თანხა სულ:
ბიუჯეტის პუნქტების განმარტებები:
ხელფასები/ჰონორარები - პროექტის მიმდინარეობისას სრული დატვირთვით მომუშავე თანამშრომლ(ებ)ის ხელფას(ებ)ი, კონკრეტული საჭიროებისათვის დაქირავებულ(ებ)ის ჰონორარ(ებ)ი;
აღჭურვილობა/ინვენტარი - ტექნიკა და ავეჯი, საყოფაცხოვრებო ნივთები;
მომსახურება - ტრენინგი, მასალის დაბეჭდვა, ტრანსპორტირება;
საორგანიზაციო ხარჯები - კომუნალური, საკომუნიკაციო, საკანცელარიო ხარჯები;
საბანკო მომსახურება - არაუმეტეს 1%-ისა პროექტის საერთო ღირებულებიდან.
დანართი №3
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის მიერ პროექტის შეფასების კრიტერიუმების ფორმა
№
შეფასების კრიტერიუმები
ქულა
მიღებულ ქულათა რაოდენობა
1
მკაფიოდაა აღწერილი სიტუაციის ანალიზი
1-5
2
ნათლად არის ჩამოყალიბებული პრობლების არსი, მიზანი და ამოცანები
1-10
3
პრობლემა აქტუალურია
1-10
4
საქმიანობები რელევანტურია, ამოცანების და საქმიანობის განხორციელების მეთოდოლოგია გაწერილია მკაფიოდ
1-10
5
პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას და თანამშრომლებს აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და გამოცდილება მსგავსი პროექტების განხორციელების
1-20
6
ნათლად არის ჩამოყალიბებული პროექტის მოსალოდნელი შედეგები, ზეგავლენა, მიზნების, ამოცანებისა და საქმიანობების დონეზე
1-10
7
პროექტის განხორციელება შემოთავაზებული დროისა და ბიუჯეტის ფარგლებში რეალისტურია
1-10
8
მკაფიოდაა აღწერილი პროექტის მონიტორინგის პროცესი და შეფასება
1-10
9
პროექტს აქვს დამატებითი ღირებულება
1-20
10
სულ
შენიშვნა: მითითებული უნდა იყოს მინიმალური ქულა, რომელიც უნდა მიიღოს პროექტმა დაფინანსების შემთხვევაში.
დანართი №4
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის
პროექტის თანადაფინანსებაზე თანხმობის წერილის გაცემის წესი
• რეკომენდაციის მოთხოვნისას განმცხადებელს ქალაქ ზუგდიდის მერიის კანცელარიაში კომისიის სახელზე შემოაქვს განცხადება;
• რეკომენდაციის მოთხოვნისას განმცხადებელმა სრულად უნდა დაიცვას საპროექტო წინადადების შემოტანის წესი დანართი №2-ის ან დონორი ორგანიზაციის სააპლიკაციო ფორმის მიხედვით;
• განცხადებას საპროექტო წინადადებას თან ერთად უნდა ერთოდეს პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია, რათა თავიდანვე იქნეს არიდებული პასუხისგაცემის ვადაში გაწელვა.
• რეკომენდაციაზე პასუხი გაიცემა არაუმეტეს 1 თვის ვადაში;
• თითოეული სარეკომენდაციო წერილი უნიკალურია;
• რეკომენდაციის მოქმედების ვადა შეზღუდულია;
• რეკომენდაცია არ გრძელდება ავტომატურად;
• კომისიის გადაწყვეტილებით რეკომენდაცია შესაძლებელია გაუქმდეს ცალმხრივად კომისიის მიერ, თუმცა ეს არ ათავისუფლებს რეკომენდაციის მიმღებს აღებული ვალდებულებებისგან;
• რეკომენდაცია არ ავალდებულებს კომისიას დამატებით ღონისძიებების შესრულებაში.
შევსების თარიღი ___________________
კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა ________________________
დანართი №5
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის
შინაარსობრივი ანგარიშის ფორმა
(ამ ფორმის შევსება და წარდგენა სავალდებულოა. ფორმა წარმოდგენილი უნდა იქნეს პროექტის მიმდინარეობის შუა პერიოდსა და დასრულებიდან 2 კვირის ვადაში)
მხარდაჭერილი საპროექტო წინადადების განმახორციელებლის სტატუსი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მხარდაჭერილი საპროექტო წინადადების სათაური

პროექტი
პროექტის დაწყების თარიღი ------------------------------------------------------------------------
პროექტის დასრულების თარიღი------------------------------------------------------------------
საპროექტო წინადადების ბიუჯეტი---------------------------------------------------------------
მოთხოვნილი თანხის ოდენობა ---------------------------------------------------------------------
მიღებული დაფინანსების ოდენობა --------------------------------------------------------------
ანგარიშის წარმომდგენი
პოზიცია ----------------------------------------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი -------------------------------------------------------------------------------------------------
მისამართი -------------------------------------------------------------------------------------------------------
ტელეფონი/ელ. ფოსტა ----------------------------------------------------------------------------------------
• რა იყო თქვენი პროექტის მიზანი/ამოცანები?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• მიაღწიეთ თუ არა პროექტის მიზანს/ამოცანებს?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• იმ შემთხვევაში, თუ პროექტის მიზანი/ამოცანები სრულად არ იქნა მიღწეული მიუთითეთ, რამ შეგიშალათ ხელი მიზნის/ამოცანების მიღწევაში?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• იმ შემთხვევაში, თუ პროექტის მიზანი/ამოცანები სრულად არ იქნა მიღწეული, რას შეცვლიდით პროექტში მიზნის მიღწევისათვის?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• რამდენად შესაბამება განხორციელებული პროექტი განაცხადში აღწერილს?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• თუ რაიმე ვერ განხორციელდა დაგეგმილის მიხედვით, გთხოვთ მიუთითოთ რა ვერ განხორციელდა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• თუ რაიმე ვერ განხორციელდა დაგეგმილის მიხედვით, მიუთითეთ რა იყო ამის მიზეზი?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• რამდენად სწორად იყო შედგენილი პროექტის ბიუჯეტი?
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• დაგჭირდათ თუ არა პროექტის ბიუჯეტში შესწორებების შეტანა პროექტის მსვლელობის დროს? (პროექტის ბიუჯეტში შესწორების შეტანის შემთხვევაში, მიუთითეთ შესწორებული პუნქტები, თანხის მითითებით)
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• 10 ბალიან სისტემის გამოყენებით რამდენ ქულას მიანიჭებდით თქვენს პროექტს?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
• ვისთვის იყო სასარგებლო თქვენს მიერ განხორციელებული პროექტი?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• მიუთითეთ (შეძლებისდაგვარად) ბენეფიციარების რაოდენობა, ვინც მიიღო რაიმე სარგებელი თქვენს მიერ განხორციელებული პროექტიდან?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• მიუთითეთ (შეძლებისდაგვარად) ბენეფიციართა კატეგორიები
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• გაგრძელდება თუ არა თქვენი პროექტი მომავალში და თუ გაგრძელდება, რა პერიოდის განმავლობაში?
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• პროექტის გაგრძელების შემთხვევაში, გთხოვთ მიუთითოთ თუ რა სახეს მიიღებს ის.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• დაამყარეთ თუ არა კონტაქტი თქვენი საქმიანობის სფეროში აქტიურად მომუშავე ორგანიზაციებთან/კერძო პირებთან?
კი არა
თუ კი, ჩამოთვალეთ ეს ორგანიზაციები/პირები:
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
• გქონდათ თუ არა პროექტის განხორციელებისას კომისიასთან ურთიერთობა
კი არა
თუ კი, რა ფორმით და რა საკითხებში:
• --------------------------------------------------------------------------------------
• ------------------------------------------------------------------------------------------
• -----------------------------------------------------------------------------------------
• დაგჭირდათ თუ არა კომისიის დახმარება პროექტის მსვლელობისას
კი არა
თუ კი, რაში მიიღეთ დახმარება
• -----------------------------------------------------------------------------------------------
• -----------------------------------------------------------------------------------------------
• -----------------------------------------------------------------------------------------------
შევსების თარიღი -------------------------
ანგარიშის წარმომდგენის ხელმოწერა ------------------------
დანართი №6
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გზით წარმოდგენილი და მოწონებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერისა და შერჩევის კომისიის
ფინანსური ანგარიშის ფორმა
(ამ ფორმის შევსება დაწარდგენა სავალდებულოა. ფორმა წარმოდგენილ უნდა
იქნა სპროექტის მიმდინარეობის შუა პერიოდსა და დასრულებიდან 2 კვირის ვადაში)
მხარდაჭერილი საპროექტო წინადადების განმახორციელებლის სტატუსი
_____________________________________________________________
_____________________________________________________________
მხარდაჭერილი საპროექტო წინადადების სათაური
_____________________________________________________________
______________________________________________________________
პროექტი
პროექტის დაწყების თარიღი --------------------------------------------------------------------------------
პროექტის დასრულების თარიღი--------------------------------------------------------------------------
საპროექტო წინადადების ბიუჯეტი---------------------------------------------------------------------
პროექტით მოთხოვნილი თანხის ოდენობა --------------------------------------------------------
პროექტით მიღებული დაფინანსების ოდენობა------------------------------------------------------
ანგარიშის წარმომდგენი
პოზიცია ---------------------------------------------------------------------------------------------------------------
სახელი, გვარი ------------------------------------------------------------------------------------------------------
მისამართი ------------------------------------------------------------------------------------------------------------
ტელეფონი/ელ. ფოსტა ------------------------------------------------------------------------------------------
• პროექტის პირველ ეტაპზე მოთხოვნილი თანხის ოდენობა?
________________________________________________________________________
• პროექტის პირველი ეტაპის დასრულებისას დარჩენილი თანხის ოდენობა?
_______________________________________________________________________
• პროექტის მეორე ეტაპზე მოთხოვნილი თანხის ოდენობა?
_______________________________________________________________________
• პროექტის მეორე ეტაპის დასრულებისას დარჩენილი თანხის ოდენობა?
______________________________________________________________________
• თქვენს მიერ გადარიცხული თანხების და მომსახურების სახეების ჩამონათვალი,
ტრანშების რაოდენობა:
• _____________________________________________

• თუ რაიმე ვერ განხორციელდა დაგეგმილის მიხედვით, მიუთითეთ რა იყო
ამის მიზეზი?
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
• რამდენად სწორად იყო შედგენილი პროექტის ბიუჯეტი?
____________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________
___________________________________________________________________________________
• დაგჭირდათ თუ არა პროექტის ბიუჯეტში შესწორებების შეტანა პროექტის
მსვლელობის დროს? (პროექტის ბიუჯეტში შესწორების შეტანის შემთხვევაში,
მიუთითეთ შესწორებული პუნქტები, თანხის მითითებით)
__________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________
• 10 ბალიან სისტემის გამოყენებით რამდენ ქულას მიანიჭებდით თქვენი
პროექტის ბიჯეტს?
1 2 3 4 5 6 7 8 9 10
შევსების თარიღი----------------------------
ანგარიშის წარმომდგენის ხელმოწერა----------------------------