„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2016 წლის 11 თებერვალი ქ. ზუგდიდი |
ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური არის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირებისა და მათი მოსამსახურეების/თანამშრომლების (შემდგომში - შიდა აუდიტის ობიექტები) საქმიანობის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელებას.“;
ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:
ა) დამოუკიდებლობა;
ბ) კეთილსინდისიერება;
გ) ობიექტურობა;
დ) პროფესიონალიზმი;
ე) კონფიდენციალურობა;
ვ) კანონიერება;
ზ) გამჭვირვალობა.“;
გ) მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის:
გ.ა) ,,ა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;“;
გ.ბ) „დ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;“;
გ.გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) მერიის სისტემაში და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტის და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება;“;
გ.დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) სამართალდარღვევების, სამსახურებრივი გადაცდომების და მერიის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის ფაქტების გამოკვლევის მიზნით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში ინსპექტირების ჩატარება;“;
დ) მე-4 მუხლის:
დ.ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაკისრებულ ფუნქციებს სამსახური ახორციელებს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელების მეშვეობით.“;
დ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. რეკომენდაციების შესრულების ადეკვატურობის, ეფექტიანობისა და დროულობის შესაფასებლად შიდა აუდიტის წლიური გეგმა უნდა ითვალისწინებდეს რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.“;
დ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. შიდა აუდიტის წლიურ და სტრატეგიულ გეგმებს, აგრეთვე მათში განსახორციელებელ ცვლილებებს ამზადებს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი და ამტკიცებს მერი.“;
დ.დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმები მტკიცდება დაგეგმილი პერიოდის დაწყებამდე.“;
დ.ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. შიდა აუდიტის განხორციელების შედეგად შიდა აუდიტის სამსახური ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.“;
დ.ვ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი გონივრული ვადის მითითებით ეგზავნება შიდა აუდიტის ობიექტს ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის წარდგენის მიზნით.“;
დ.ზ) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. შიდა აუდიტის ობიექტის მიერ ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული გონივრული ვადის გაშვების შემთხვევაში შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი ჩაითვლება საბოლოოდ, ხოლო მასში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები – შეთანხმებულად.“;
დ.თ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141, 142, 143 და 144 პუნქტები:
„141. თუ შიდა აუდიტის ობიექტი არ ეთანხმება შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტში ასახულ მიგნებებს ან/და რეკომენდაციებს, იგი საპასუხო წერილში მიუთითებს არგუმენტაციას ან/და მოსაზრებებს თავისი პოზიციის გასამყარებლად.
142. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით წარდგენილი შიდა აუდიტის ობიექტის მოსაზრება აისახება საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში.
143. შიდა აუდიტის სამსახური საბოლოო სახით აყალიბებს შიდა აუდიტორულ ანგარიშს და მას შიდა აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად დაწესებულების ხელმძღვანელს უგზავნის.
144. თუ შიდა აუდიტის სამსახური და შიდა აუდიტის ობიექტი ვერ თანხმდებიან საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე, შიდა აუდიტის სამსახური შეუთანხმებელ რეკომენდაციებს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად უგზავნის მერს, რომელიც გონივრულ ვადაში იღებს ამ გადაწყვეტილებას.“;
დ.ი) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. სამსახურის უფროსი მერს წარუდგენს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე.“;
დ.კ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. სამსახურის მიერ ინსპექტირების დაწყების საფუძველი შეიძლება გახდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალები, ცხელი ხაზითა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციები. ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს პრევენციული მიზნებითაც, საკითხის შერჩევითი გადამოწმების გზით.“;
დ.ლ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ტარდება სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დგება დასკვნა და წარედგინება შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელსა და მერს.“;
დ.მ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„18. ინსპექტირება ხორციელდება ასევე აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შიდა აუდიტის ობიექტის მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ, შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მეშვეობით.“;
დ.ნ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„19. სამსახური შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შედეგად, დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, ინფორმაციას წარუდგენს მერს შესაბამისი რეაგირების მიზნით.“;
დ.ო) მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. შიდა აუდიტისა და ინსპექტირების განხორციელების მიზნით, სამსახურის მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად.“;
დ.პ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. სამსახური თავისი ფუნქციების შესრულების დროს უფლებამოსილია:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით არსებული), მოსთხოვოს და მიიღოს შესაბამისი ახსნა-განმარტება მერიის სისტემაში შემავალი ყველა რგოლის მუშაკებისა და თანამდებობის პირებისაგან, ასევე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული პირების მოსამსახურეთაგან;
ბ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისგან რომლებიც არ არიან მერიის ან/და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზები;
დ) ინსპექტირების და შიდა აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, უფლებამოსილ პირს მიმართოს წინადადებით გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ე) შიდა აუდიტის ობიექტების ხელმძღვანელებს მიმართოს მითითებით უკანონო ქმედებათა დროული აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით;
ვ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, სათანადო წესით დაუკვეთოს შესაბამის იურიდიულ პირებს ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების ჩატარება;
ზ) სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა ქმედებები.“;
ე) მე-6 მუხლის:
ე.ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამსახურის თანამშრომლების (შიდა აუდიტორების) უფლება-მოვალეობები“;
ე.ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შიდა აუდიტის განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა.“;
ვ) მე-7 მუხლის:
ვ.ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შიდა აუდიტის განყოფილება;“;
ვ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, შიდა აუდიტის განყოფილების ფუნქციებია:“.
|