გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, გადახდის ქვითრის ტიპიური ფორმის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 |
|
2016 წლის 12 თებერვალი ქ. გორი |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 13 თებერვლის №4 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/02/2015; 210020010.35.148.016251) ,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, გადახდის ინსტრუქციის, გადახდის ქვითრის ტიპური ფორმის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9 მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის დასუფთავების მომსახურების 3 თვის განმავლობაში მიღების შემდეგ, ხოლო ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. მოსახლეობისაგან მოსაკრებლის ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად შესაბამის ღონისძიებებს ყოველკვარტალურად განახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური. მოსაკრებლის გადამხდელი მოსახლე ფიზიკური პირი ვალდებულია მის მიმართ წარმოშობილი დავალიანება დაფაროს კალენდარული წლის 20 დეკემბრამდე.“ ბ) დადგენილების მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს; გ) დადგენილების №1დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის ან ელექტრონული ანგარიშსწორების საფუძველზე. 2. ქვითრის ტიპური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მოსაკრებლის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები; ბ) გადასახდელი თანხა და პერიოდი; გ) გადახდის ვადა და გადახდის ადგილი. 3. მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის შესახებ ინფორმაცია მხარეთა შეთანხმებით გადამხდელს შეიძლება ეცნობოს სატელეფონო SMS შეტყობინებით. 4. მოსახლეობის, ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებლის გადახდევინების ვადებია: ა) ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან, 20 დღის განმავლობაში, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით; ბ) გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხდევინება კვარტალურად, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. გ) დავალიანების ნებაყოფლობითი გადახდევინების მიწერილობის უგულებელყოფისას, კალენდარული წლის 20 დეკემბრისათვის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების შემთხვევაში, საქმე წარედგინება სასამართლოს გადახდევინების საკითხის განსახილველად. 5. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №3 შეიცვალოს ახალი №3 დანართით.
ძვირფასო მოქალაქენო! ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში.როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. მოსახლეობა ვალდებულია დასუფთავების მოსაკრებლის გადახდა განახორციელოს კვარტალურად, როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების წესით. რომლის ადმინისტრირებას განახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები. მხარეთა შეთანხმებით მოსაკრებლის ოდენობის და გადახდის შესახებ ინფორმაცია გადამხდელს შეიძლება ეცნობოს სატელეფონო SMS -ს შეტყობინებით, რომელიც: ანაცვლებს ამ ქვითრის მიღების სამართლებრივ მნიშვნელობას. დავალიანების ნებაყოფლობით გადახდევინების მიწერილობის უგულებელყოფისას, კალენდარული წლის 20 დეკემბრისათვის დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების გადაუხდელების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად, საქმე წარედგინება სასამართლოს. ამ ქვითარზე ხელის მოწერით გადამხდელი ადასტურებს რომ გაცნობილია საკრებულოს 2015წ 13 თებერვლის N4 დადგენილების მიხედვით კალენდარული წლის განმავლობაში მოსაკრებლის გადახდის წესებსა და პირობებს. გადამხდელი: ---------- --------------------------- ტელ N------------------------------------------------ ხელისმოწერა---------------------------------------
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ გორის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურს. ტელ: 0370-27-36-74
|
|