⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.07.2017)
გაუქმებულია:

შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2016
ძალის დაკარგვა 13.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №68
სარეგისტრაციო კოდი 010240010.10.003.019132
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 443 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.02.2016 მიღება
13.07.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №68 2016 წლის 11 თებერვალი    ქ. თბილისი შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 აგვისტოს №199 დადგენილებისა და „შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების კონცეფციისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №733 დადგენილების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა“.  მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი შრომის ბაზრის ანალიზისა და საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანები 1. პროგრამის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ფორმირება და შრომის ბაზრის ინფორმაციის  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.   2. პროგრამის ამოცანებია: ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნა და განვითარება; ბ) მონაცემთა შეგროვების მეთოდიკის შემუშავება და დანერგვა; გ) ინფორმაციის წყაროების გამოვლენა; დ) შრომის ბაზრის კომპონენტთა უწყვეტი კვლევა; ე) საჭიროებებიდან გამომდინარე სპეციალური კვლევების ჩატარება; ვ) დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO-2008) ბაზაზე დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის შემუშავება; ზ) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შესახებ ცნობიერების ამაღლება. მუხლი 2🔗. პროგრამის სამიზნე ჯგუფები პროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: ა)  საქართველოს მთავრობა; ბ) სოციალური პარტნიორები; გ) საერთაშორისო ორგანიზაციები; დ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები; ე) სამუშაოს მაძიებლები; ვ) ბიზნესსუბიექტები; ზ) საგანმანათლებლო დაწესებულებები; თ) სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მუხლი 3🔗. პროგრამის ღონისძიებები პროგრამის ღონისძიებებია: ა) შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის მოდელის დანერგვა და განვითარება; ბ) მოძიებული ინფორმაციის ანალიზი და სისტემის მომხმარებლებისთვის მიზნობრივი ანგარიშების მომზადება; გ) შრომის ბაზრის ანალიზის შედეგების გავრცელება; დ) შრომის ბაზრის საკითხებზე ტრენინგების ორგანიზება; ე) საჭიროებიდან გამომდინარე სპეციალური კვლევების ჩატარება; ვ) კვლევების განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებების განსაზღვრა/კვლევების ინსტიტუციონალიზაცია; ზ) „დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორის“ შემუშავება. მუხლი 4🔗. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსების წყარო 1. პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 785 000 ლარით. 2. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით  „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი − 35 05) გათვალისწინებული ასიგნება.  მუხლი 5🔗. პროგრამის შესრულების ინდიკატორები პროგრამის შესრულების ინდიკატორებია: ა) შექმნილია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვებპორტალი; ბ) შესწავლილი და გაანალიზებულია შრომის ბაზრის შესახებ არსებული ინფორმაცია და მომზადებულია შესაბამისი ანგარიშები; გ) შრომის ბაზრის შესახებ ინფორმაცია გავრცელებულია შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის ვებპორტალის, ბეჭდური მასალების, სემინარებისა და შეხვედრების საშუალებით; დ)  ჩატარებულია ტრენინგები პროგრამის სამიზნე ჯგუფებისათვის; ე) განხორციელებულია დამატებითი კვლევები; ვ) განსაზღვრულია კვლევის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები და განხორციელებულია შესაბამისი კვლევები; ზ) შემუშავებული და დამტკიცებულია „დასაქმების ეროვნული კლასიფიკატორი“. მუხლი 6🔗. პროგრამის განმახორციელებელი 1. პროგრამის განმახორციელებელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი. 2. ამ პროგრამით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.