„მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 სექტემბრის №461 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №69 |
|
2016 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი |
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამიდან − „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი 37 01 05).“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის:
ა) მე-2 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ხელშეკრულება − მონაწილეს, განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც პროგრამის ფარგლებში განსაზღვრავს მხარეების უფლებებსა და ვალდებულებებს;
ე) მოწყვლადი ჯგუფი − ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც მოკლებულნი არიან გარკვეულ პრივილეგიებს ან ხელი არ მიუწვდებათ ისეთ საზოგადოებრივ ასპექტებზე, როგორებიც სხვებისათვის ადვილად ხელმისაწვდომია. მოცემული პროგრამის მიზნებისათვის მოწყვლად ჯგუფებად ითვლებიან დევნილები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები;“;
ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ახორციელებს საჭირო საქონლის ან/და მომსახურების მიწოდებას.“;
გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პროგრამა ითვალისწინებს კოოპერატივების, როგორც ხის (რუტის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ორი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი, დადანის − 10-ჩარჩოიანი, ორი ბუდისა და ერთი საკუჭნაო კორპუსით, დაკომპლექტებული 20 ბუდის ჩარჩოთი) ან/და პენოპოლისტიროლის (ორსართულიანი პოლისტიროლის მასალის დადანბლანტის სკა) სკებით, თაფლის საწურით (ციბრუტებით) და სურსათთან შეხებაში მყოფი პლასტმასის მასალისგან დამზადებული თაფლის შესანახი ავზებით აღჭურვაში კაპიტალურ ინვესტირებას, ასევე ტექნიკურ მხარდაჭერას.“;
დ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მონაწილეს უფლება არ აქვს, უარი თქვას ტექნიკური დახმარების მიღებაზე და ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში შეასრულოს სწავლების ან/და კონსულტაციების ფარგლებში მიღებული მითითებები და რეკომენდაციები.“;
ე) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. კაპიტალური ინვესტირება
1. პროგრამის ფარგლებში, თითოეული მონაწილისათვის განხორციელდება თანადაფინანსებით, გრანტის სახით, სკების, თაფლის საწურების (ციბრუტების) და თაფლის შესანახი ავზების გადაცემა მათი ღირებულების 30%-ის ოდენობით.
2. იმ მონაწილეებს, რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ მოწყვლადი ჯგუფები, ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ მათი ღირებულების 20%-ის ოდენობით.
3. მონაწილეებს გადაეცემათ მათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, მაგრამ არაუმეტეს 100 ცალისა, 1 ცალი 12-ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი) და თაფლის შესანახი ავზები, მოთხოვნის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 2 200 ლიტრის ტევადობისა.
4. ის მონაწილე, რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უკვე გადაეცა სკები, დამატებით სკების მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, განაცხადის წარდგენამდე გაზარდოს მის საკუთრებაში არსებული სკების რაოდენობა მოთხოვნილის იდენტური ოდენობით.
5. განმახორციელებელი უზრუნველყოფს როგორც მონაწილის საკუთრებაში არსებული, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში მონაწილისათვის გადაცემული სკების აღრიცხვა/რეგისტრაციას.
6. სკების აღრიცხვა/რეგისტრაცია განხორციელდება სკაზე შესაბამისი ნიშნის დამაგრებით, რომელზეც დაიტანება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლოგო, სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ლოგო, QR კოდი, ინდექსი „GEBB“ და 8-ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი.
7. მონაწილეს, ამ პროგრამის მე-7 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლია, კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.“;
ვ) მე-7 მუხლის პირველ პუნქტში:
ვ.ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) მეპაიეთა რაოდენობა იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 5-ზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 11-ზე ნაკლები;
ე) იმ შემთხვევაში, თუ წევრები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მეპაიეთა რაოდენობა იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, არ არის 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ნაკლები;“;
ვ.ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) არ გააჩნია ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანება;
თ) სკების მოთხოვნის შემთხვევაში, იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებზეც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 30-ისა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე რეგისტრირებული კოოპერატივების შემთხვევაში − არანაკლებ 60 სკისა;“;
ვ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) თაფლის საწურების (ციბრუტების) და თაფლის შესანახი ავზების მოთხოვნის შემთხვევაში, იმ მაღალმთიან დასახლებებში, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, საკუთრებაში აქვს არანაკლებ 200-ისა, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე − არანაკლებ 400 სკისა.“;
ზ) მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
თ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. პროგრამაში მონაწილეობაზე ელექტრონული განაცხადის წარდგენა
1. პრეტენდენტთაგან პროგრამაში მონაწილეობაზე განაცხადის მიღება წარმოებს ელექტრონული ფორმით, განმახორციელებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ვადებში, რომელიც არ უნდა იყოს 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
2. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია სსიპ − სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
3. განაცხადის წარდგენის შემდეგ ხორციელდება მისი რეგისტრაცია.
4. რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მონაცემების არასწორად წარდგენის შემთხვევაში, მას განმახორციელებელი უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება 5 სამუშაო დღე. შეტყობინების გაგზავნა ხდება პრეტენდენტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ძალაში შედის გაგზავნისთანავე.
5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა დადგენილ ვადაში, განაცხადი დარჩება განუხილველი.
6. რეგისტრაციის ფორმას განსაზღვრავს განმახორციელებელი.“;
ი) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის:
ი.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადოს სკების, თაფლის საწურების (ციბრუტების) და თაფლის შესანახი ავზების ღირებულების 30%, ხოლო მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − 20%, საქართველოს კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;“;
ი.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) განმახორციელებლის მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს რეგისტრაციის დასრულებიდან 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები, უზრუნველყოს ამ პროგრამის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული თანამონაწილეობის შესაბამისი თანხის კოოპერატივის ანგარიშზე არსებობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა;“;
ი.გ) „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში არ დაუშვას მიღებული სკების, თაფლის საწურების (ციბრუტების) და თაფლის შესანახი ავზების გასხვისება, გარდა განმახორციელებლის წინასწარი ნებართვით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე ამ პროგრამით გათვალისწინებული პირობებით გასხვისებისა;
ვ) პროგრამის ფარგლებში, მის საკუთრებაში არსებულ სკებზე არ დაუშვას რეგისტრაციის ნომრის წაშლა ან/და რაიმე სახის ხელყოფა, რომლის შემდგომაც არ იქნება შესაძლებელი მისი ამოკითხვა.“.
|