„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
480040030.10.003.019130
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №66

2016 წლის 11 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების   შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482) დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხაში, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ნუსხის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. საქართველოს საელჩო მექსიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებულია დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის  რესპუბლიკაში,  გვატემალის  რესპუბლიკაში,  ჰონდურასის რესპუბლიკაში, იამაიკაში, პანამის რესპუბლიკაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკასა და ელ-სალვადორის რესპუბლიკაში.“.

2.  ნუსხის 25-ე და 26-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„25. საქართველოს საელჩო ეთიოპიის ფედერაციულ დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია ჯიბუტის რესპუბლიკაში, სეიშელის რესპუბლიკაში, სომალის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კენიის რესპუბლიკასა და ტანზანიის გაერთიანებულ რესპუბლიკაში.

26. საქართველოს საელჩო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აკრედიტებულია მადაგასკარის რესპუბლიკაში, ზამბიის რესპუბლიკაში, მოზამბიკის რესპუბლიკაში, ზიმბაბვეს რესპუბლიკაში, ბოტსვანის რესპუბლიკაში, მავრიკის რესპუბლიკაში, ლესოტოს სამეფოსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.“.

3. ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარის 31-ე პუნქტი:

„31. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულია ანტიგუა და ბარბუდაში, სენტ-ვინსენტი და გრენადინებსა და სენტ-ლუსიაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.02.2016.
როდის იქნა მიღებული „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.02.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №66. სარეგისტრაციო კოდი — 480040030.10.003.019130.
რამდენი მუხლისგან შედგება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №66, 11.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 480040030.10.003.019130 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3190659/