საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 11.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019121
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,719 სიტყვა · ~14 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 30.12.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 30.08.2022 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 18.12.2025 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კოლეჯ „ქართლის“ დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 13.09.2021 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 92% 20.11.2019

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №57 2016 წლის 11 თებერვალი    ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდება. მუხლი 2🔗 დადგენილება, გარდა დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის და მე-20 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 3🔗 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი, მე-16 მუხლი და მე-20 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის (შემდგომში – ინსტიტუტი) საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, სტრუქტურას, მართვის და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, აგრეთვე ინსტიტუტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ინსტიტუტი შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარმოადგენს თეორიულ-ექსპერიმენტული კვლევებისა და უმაღლესი განათლების სპეციალურ სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებას.  მუხლი 2🔗. ინსტიტუტის სტატუსი 1. ინსტიტუტი ავტონომიური დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, კომპიუტერული მეცნიერების და საინჟინრო სპეციალობებით კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას და მათთვის შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებას. 2. ინსტიტუტის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებს და ამ წესდებას. 3. ინსტიტუტის სრული სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი, შემოკლებით – „საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი“, აბრევიატურა - „სტი“. 4. ინსტიტუტს აქვს ოფიციალური ბეჭედი, შტამპი საკუთარი დასახელებით, საბანკო ანგარიშები, სიმბოლიკა და იურიდიული პირისათვის დადგენილი სხვა ატრიბუტიკა. 5. ინსტიტუტი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ წესდებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია, სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მუხლი 3🔗. ინსტიტუტის მიზნები, ამოცანები და საქმიანობა 1. ინსტიტუტის მიზნებია: სამეცნიერო-ექსპერიმენტული კვლევებისთვის ბაზის შექმნა, უმაღლესი განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად, მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადება და გადამზადება; დარგთაშორისი სასწავლო პროგრამების განვითარება, კვლევის შედეგების დანერგვა მედიცინასა და სხვა დარგებში. 2. ინსტიტუტის ამოცანებია: ა) სწავლის, სწავლებისა და კვლევების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება; გ) შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების მომზადება; დ) შიდა და გარე შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა; ე) განათლებისა და კვლევისათვის აუცილებელი პირობების შექმნა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა;  ვ) ინსტიტუტის სტრუქტურა და აკადემიური პერსონალი უზრუნველყოფენ ამ მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას, მათზე დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების ფარგლებში. 3. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად, ინსტიტუტი: ა) ახორციელებს სამეცნიერო თეორიულ ექსპერიმენტულ კვლევებს, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს;  ბ) ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და უცხოეთის შესაბამის საგანმანათლებლო და კვლევით დაწესებულებებთან სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის ურთიერთგაცვლას, რომელიც ფორმდება მიზნობრივი ხელშეკრულებით;  გ) უზრუნველყოფს უცხოელ პარტნიორებთან საკონსულტაციო სამუშაოების კოორდინირებას; დ) ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების გავრცელებას; ე) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს (ხარისხები) და კვალიფიკაციას; ვ) ახორციელებს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას და გასცემს შესაბამის სერტიფიკატებს; ზ) პროფესიული განვითარებისათვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით, ახორციელებს გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას; თ) აკადემიურ თანამდებობაზე მიიზიდავს წამყვან მეცნიერებს, რომლებიც, მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებითა და სწავლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, წარმართავენ სასწავლო პროცესს; ი) შეიმუშავებს პროექტებს და წარუდგენს საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებს; კ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს წესდებით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას. თავი II ინსტიტუტის სტრუქტურა და მართვა მუხლი 4🔗. ინსტიტუტის სტრუქტურა ინსტიტუტის სტრუქტურა შედგება მართვის ორგანოების, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისგან. მუხლი 5🔗. ინსტიტუტის მართვის ორგანოები და სტრუქტურა 1. ინსტიტუტის მართვის ორგანოებია: აღმასრულებელი დირექტორი, სამეცნიერო საბჭო, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო.  2. ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო კვლევითი ერთეულებია: ექსპერიმენტული კვლევების დეპარტამენტი, განყოფილებები, კვლევითი ლაბორატორიები და სხვა დამხმარე ერთეულები, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ ექსპერიმენტული კვლევების პროცესში. 3. ინსტიტუტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებია საგანმანათლებლო და თეორიული კვლევების დეპარტამენტი და სხვა ერთეულები, რომლებიც ახორციელებენ დამხმარე საგანმანათლებლო საქმიანობას და უფლებამოსილნი არიან, მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში. 4. საქართველოს საკანონმდებლო აქტებითა და ამ წესდებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობისა და ორგანიზების მიზნით იქმნება ადმინისტრაცია, რომელიც, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:  ა) ინსტიტუტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების მოძიებას, შემოწმებისა და დაკომპლექტების ორგანიზებას; ბ) ინსტიტუტის საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას; გ) საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვას, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგებას და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზებას; დ) მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას; ე) საქმისწარმოების ორგანიზებას და კონტროლს; ვ) საერთაშორისო კონტაქტების დამყარებას/განვითარებას; ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. 5. ადმინისტრაციულ პერსონალს არ შეიძლება ამავე ინსტიტუტში ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 6. ინსტიტუტის აკადემიური, საინჟინრო-ტექნიკური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჩამონათვალი განისაზღვრება საშტატო განრიგით. მუხლი 6🔗. აღმასრულებელი დირექტორი 1. აღმასრულებელი დირექტორი არის ინსტიტუტის მართვის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც: ა) ხელმძღვანელობს ინსტიტუტის საქმიანობას და წარმოადგენს მას მესამე პირთან ურთიერთობისას;  ბ) ინსტიტუტის სახელით დებს გარიგებებს, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს აკადემიურ და სამეცნიერო სფეროებში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;  დ) შეიმუშავებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებას და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას; ე) მსოფლიოს წამყვან მეცნიერთაგან შეარჩევს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს;  ვ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ქმნის სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს; ზ) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოსთან და სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევით პროექტებს; თ) განსაზღვრავს საერთაშორისო პარტნიორულ ურთიერთობებს; ი) განიხილავს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დასკვნებსა და რეკომენდაციებს და უზრუნველყოფს მათ დანერგვას; კ) ორგანიზებას უწევს კონფერენციებს, სემინარებს, სიმპოზიუმებსა და სხვა ღონისძიებებს; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს ინსტიტუტის სახსრებსა და ქონებას; მ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ნიშნავს და ათავისუფლებს ინსტიტუტის თანამშრომლებს; ნ) განსაზღვრავს კონკურსის ჩატარების პროცედურებსა და საკონკურსო მოთხოვნებს; ო) ამტკიცებს ინსტიტუტში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტსა და მარეგულირებელ წესებს; პ) ზედამხედველობს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;  ჟ) ადგენს ინსტიტუტის საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს; რ) ამტკიცებს ინსტიტუტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს; ს) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს; ტ) ამტკიცებს ინსტიტუტში მიღების წესებს და განსაზღვრავს კომისიის შემადგენლობას;  უ) შეიმუშავებს ინსტიტუტის წლიური ბიუჯეტის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს; ფ) ხელს აწერს უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს – დიპლომებს; ქ) აღმასრულებელი დირექტორი უფლებამოსილია, მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად, სათათბირო ორგანოების სახით, შექმნას საკონსულტაციო საბჭოები და კომიტეტები, რომელთა საქმიანობა რეგულირდება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; ღ) ახორციელებს კანონმდებლობით და ინსტიტუტის სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. აღმასრულებელ დირექტორს, სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით, 5 წლის ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.  მუხლი 7🔗. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო 1. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას, აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით, 5 წლის ვადით, ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. 2. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო მეთვალყურეობს ინსტიტუტის სტრატეგიულ განვითარებას. 3. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს დებულებით, რომელსაც, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო. მუხლი 8🔗. სამეცნიერო საბჭო 1. სამეცნიერო საბჭო არის ინსტიტუტის თვითმმართველი ორგანო. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ინსტიტუტის სამეცნიერო და აკადემიური პერსონალი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ საგანმანათლებლო პროცესში ან წარმართავენ სამეცნიერო კვლევებს. 2. სამეცნიერო საბჭოს სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ. სამეცნიერო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევა შესაძლებელია აღმასრულებელი დირექტორის მოთხოვნით. 3. სამეცნიერო საბჭო: ა) განიხილავს და ამტკიცებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტრატეგიული განვითარების გეგმას; ბ) ითანხმებს ტექნოლოგიური ინსტიტუტის წესდებას და მასში შესატან ცვლილებებს; გ) ამტკიცებს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობას; დ) შეარჩევს აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატურას და მას თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ- მინისტრს; ე) ამტკიცებს უმაღლესი განათლების პროცესში მიღებული კრედიტების აღიარების წესს; ვ) ითანხმებს აღმასრულებელი დირექტორის მიერ მთავრობისათვის წარსადგენად მომზადებულ წლიურ ანგარიშს; ზ) განიხილავს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო-კვლევით პროექტებს; თ) ამტკიცებს ინსტიტუტის წლიური ბიუჯეტის პროექტს; ი) ამტკიცებს საპატიო წოდების მინიჭების შესახებ დებულებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ; კ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის დებულებას;  ლ) ახორციელებს ინსტიტუტის წესდებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამეცნიერო საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეცნიერო საბჭოს მიერ, 2 წლის ვადით, ფარული კენჭისყრით, სამეცნიერო საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობით. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს საბჭოს მინიმუმ 2 წევრს.  5. სამეცნიერო საბჭოს სხდომის მდივანს, 2 წლის ვადით, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ან საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3-ის წარდგინებით ირჩევს სამეცნიერო საბჭო ინსტიტუტის თანამშრომელთაგან. 6. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 2/3-ისა. 7. სამეცნიერო საბჭოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ისა. 8. სამეცნიერო საბჭოს ყველა სხდომაზე წარმოებს სხდომის ოქმი.  მუხლი 9🔗. დირექტორები 1. ინსტიტუტს ჰყავს სამეცნიერო-ტექნიკური დირექტორი და ადმინისტრაციული დირექტორი, რომლებსაც, თავისი უფლებამოსილების ვადით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი. 2. სამეცნიერო-ტექნიკური დირექტორისა და ადმინისტრაციული დირექტორის წარმომადგენლობითი უფლება-მოვალეობები რეგულირდება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტით. 3. აღმასრულებელი დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების დროებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი დირექტორი, რაც განისაზღვრება აღმასრულებელი დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ეზღუდება განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტებზე - დიპლომებზე ხელმოწერის უფლებამოსილება.  თავი III ინსტიტუტის პერსონალი მუხლი 10🔗. ინსტიტუტის პერსონალის შემადგენლობა 1. ინსტიტუტის პერსონალი შედგება აკადემიური, საინჟინრო-ტექნიკური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისაგან. 2. აკადემიურ პერსონალს წარმოადგენენ: პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ-პროფესორები, პოსტდოქტორანტები, კვლევაში ჩართული დოქტორანტები და მკვლევართა სხვა კონტინგენტი, რომელთა შემადგენლობა და უფლებამოსილება განისაზღვრება საშტატო განრიგით და ინსტიტუტის სხვა სამართლებრივი აქტებით. 3. აკადემიური პერსონალის საქმიანობა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: 1) აკადემიური თავისუფლება; 2) აკადემიური მიუკერძოებლობა; 3) აკადემიური ხარისხი. 4. მიზნებიდან გამომდინარე, ინსტიტუტი ეყრდნობა როგორც საკუთარ სამეცნიერო და საინჟინრო პერსონალს, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პერსონალს, ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე. 5. ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის უფლება-მოვალეობები და შრომითი ურთიერთობები განისაზღვრება შრომის კანონმდებლობით, ამ წესდებითა და ინსტიტუტის სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 11🔗. აკადემიური თანამდებობის დაკავებისა და საინჟინრო პერსონალის შერჩევის წესი 1. აკადემიურ თანამდებობაზე პირი ინიშნება კონკურსის წესით, კანდიდატის პროფესიული ხარისხის და დამსახურების გათვალისწინებით. 2. საინჟინრო პერსონალის შერჩევა ხორციელდება ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს. 3. კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომლის შექმნა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება სამეცნიერო საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. 4. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევაზე უარი არ ნიშნავს კანდიდატის აკადემიური მოღვაწეობის გაგრძელებაზე უარს. კანდიდატმა შეიძლება გააგრძელოს მუშაობა განახლებული დროებითი კონტრაქტით. მუხლი 12🔗. აკადემიური და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის უფლებები 1. აკადემიური პერსონალის უფლებებია: ა) მონაწილეობა მიიღოს ინსტიტუტის მართვაში;  ბ) ინსტიტუტის საგანმანათლებლო-კვლევითი პოლიტიკის ფარგლებში, დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო პროგრამები, სწავლებისა და შეფასების მეთოდები;  გ) მოითხოვოს დამოუკიდებლობა სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელებაში; დ) ადმინისტრაციისგან მოითხოვოს სასწავლო და კვლევითი მუშაობისათვის ნორმალური პირობების შექმნა და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება; ე) მონაწილეობა მიიღოს პროფესიული განვითარების პროგრამებსა და სხვა სახის პროექტებში როგორც ინსტიტუტის ფარგლებში, ისე მის გარეთ;  ვ) პროფესორების განსაკუთრებული უფლებაა სასწავლო და კვლევითი საქმიანობის წარმართვა. 2. საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალს უფლება აქვს, ადმინისტრაციისა და კვლევის პროცესში ჩართული პირებისაგან, მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულებითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. მუხლი 13🔗. აკადემიური და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მოვალეობები აკადემიური და საინჟინრო პერსონალის მოვალეობებია: ა) დაიცვას ინსტიტუტის წესდებისა და სხვა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები;  ბ) შეასრულოს ინსტიტუტის მმართველობითი ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები;  გ) დაიცვას პედაგოგიური და კოლეგიალური ეთიკის ნორმები;  დ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებასა და მეცნიერულ ზრდაზე; ე) იზრუნოს კვლევის განსაკუთრებული უნარის მქონე სტუდენტთა გამოვლენისა და მათში ამ უნარის გაღრმავებისათვის; ვ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები; ზ) აკადემიური პერსონალი სრულად პასუხისმგებელია კონკრეტული სასწავლო და კვლევითი პროგრამების განხორციელების ხარისხზე; თ) საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, შრომითი ხელშეკრულებითა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ ფარგლებში, სრულად პასუხისმგებელია კვლევითი ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფუნქციონირებაზე. მუხლი 14🔗. აკადემიური და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლება  აკადემიური და საინჟინრო პერსონალის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) ეთიკის კოდექსისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ან/და ინსტიტუტის სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დარღვევა; ე) პენსიაზე გასვლა ან ემერიტუსის წოდების მინიჭება;  ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.  მუხლი 15🔗. აკადემიური და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის შრომითი ურთიერთობები 1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის დებულებით განსაზღვრული ვადითა და წესით. 2. საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის შრომითი ხელშეკრულება განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადება შესაძლებელია, თუ იგი დაკავშირებულია კონკრეტული მოცულობის სამეცნიერო სამუშაოს შესრულებასთან ან შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებთან. შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციის მიერ შესასრულებელი სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.  მუხლი 16🔗. საპატიო წოდებები 1. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო, საპატიო წოდებების შესახებ დებულებით გათვალისწინებული წესით. 2. ინსტიტუტს უფლება აქვს, ინსტიტუტის მიზნების განხორციელებაში განსაკუთრებული როლისა და დამსახურებისათვის, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან/და პროფესორის წოდება. თავი IV სტუდენტი მუხლი 17🔗. სტუდენტის სტატუსი 1. სტუდენტი არის პირი, რომელიც, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ინსტიტუტის წესდებით განსაზღვრული წესით, ჩაირიცხა და სწავლობს ინსტიტუტში მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად. 2. ინსტიტუტს უფლება აქვს, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები პროფილური მიმართულებით დოქტორანტებისათვის, აგრეთვე დოქტორანტობისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რაც დადგენილია სამეცნიერო საბჭოს მიერ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესის შესაბამისად. 3. პირს ინსტიტუტის სტუდენტის სტატუსი ენიჭება ინსტიტუტში ჩარიცხვის შესახებ აღმასრულებელი დირექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს ინსტიტუტთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე. 4. სტუდენტის სტატუსი სტუდენტს უფლებას აძლევს, ისარგებლოს სტუდენტისათვის განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. მუხლი 18🔗. სტუდენტის უფლებები სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;  ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;  გ) ამ წესდებით, შინაგანაწესითა და ინსტიტუტის ინდივიდუალური აქტებით დადგენილი წესით, თანაბარ პირობებში ისარგებლოს ინსტიტუტის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ე) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი; ვ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდების შესაბამისად, სახელმწიფოსაგან, ინსტიტუტისაგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; ზ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; თ) მიიღოს მონაწილეობა ინსტიტუტის სწავლების ხარისხის შეფასებაში, დადგენილი წესით; ი) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ინსტიტუტის სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. მუხლი 19🔗. სტუდენტის ვალდებულებები 1. სტუდენტი ვალდებულია, ინსტიტუტის მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით, ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომელთა სწავლება სავალდებულოა; დაიცვას ინსტიტუტის წესდება, პერიოდულად ეცნობოდეს ინსტიტუტის შესაბამის სამართლებრივ აქტებს და განუხრელად იცავდეს მათ მოთხოვნებს. 2. სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობითა და ინსტიტუტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით. თავი V ხარისხის მინიჭება და ხარისხის უზრუნველყოფა მუხლი 20🔗. პროგრამების შეფასება და აკადემიური ხარისხის მინიჭება 1. საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება ხორციელდება ინსტიტუტის მიერ დადგენილი წესით. 2. მაგისტრატურის ან დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ, ინსტიტუტი პირს ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს. 3. სპეციალისტის ან მკვლევარის მომზადება ხორციელდება შესაბამისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. 4. ხარისხის მინიჭებას უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭო. სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობას, კვლევითი თემატიკიდან გამომდინარე, ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. 5. სადისერტაციო საბჭო იქმნება ყოველი კონკრეტული დისერტაციის განხილვისა და აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის. 6. აკადემიური ხარისხი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა: ა) გამოავლინა კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვის და განხორციელების უნარი; ბ) აქვს საკუთარი სფეროს უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნა; გ) განახორციელა ორიგინალური კვლევა ან შექმნა ორიგინალური ინტერპრეტაცია; დ) აქვს ახალი და კომპლექსური იდეების კრიტიკული ანალიზის შეფასების უნარი. 7. პროგრამის კომპონენტები, მათი თანმიმდევრობა და მოცულობა, ხარისხის მინიჭების კრიტერიუმები და მიღების წესები განისაზღვრება დოქტორანტურის დებულების შესაბამისად, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სამეცნიერო საბჭო. მუხლი 21🔗. ხარისხის უზრუნველყოფა 1. საკუთარი პროგრამებისათვის ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურები და სტანდარტები ეფუძნება პროგრამისა და მისანიჭებელი ხარისხების დამტკიცების, მონიტორინგისა და პერიოდული ანგარიშების სისტემას. 2. ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები ეფუძნება სუბიექტის თვითშეფასებას, ექსპერტთა ჯგუფის გარე შეფასებას, ანგარიშის გამოქვეყნებას და შემდგომი პროცედურების აღწერას, რომლებიც უნდა მიიღოს სუბიექტმა რეკომენდაციების შესასრულებლად. 3. ინსტიტუტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა ეფუძნება საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მიერ რეკომენდირებულ ხარისხის უზრუნველყოფის საფუძვლებს და ინსტიტუტის საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მექანიზმებს. თავი VI ინსტიტუტის დაფინანსება, ქონება და სახელმწიფო კონტროლი  მუხლი 22🔗. ინსტიტუტის ბიუჯეტი  1. ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციული დირექტორი. 2. ინსტიტუტის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება დეპარტამენტებთან და ინსტიტუტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით. 3. ინსტიტუტის ბიუჯეტის პროექტს აღმასრულებელი დირექტორი დასამტკიცებლად წარუდგენს სამეცნიერო საბჭოს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრების არსებობის შემთხვევაში სავალდებულოა, საქართველოს მთავრობასთან ბიუჯეტის ამ ნაწილის წინასწარ შეთანხმება. 4. ინსტიტუტის ბიუჯეტის ხარჯვის წესი მტკიცდება აღმასრულებელი დირექტორის მიერ. მუხლი 23🔗. ინსტიტუტის დაფინანსება 1. ინსტიტუტის დაფინანსება ორიენტირებულია თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევაზე, ინსტიტუტისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და მათ პროფესიულ განვითარებაზე.  2. ინსტიტუტის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ხელშეკრულების საფუძველზე, სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი; გ) გრანტები; დ) შემოწირულობები; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ინსტიტუტის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.  მუხლი 24🔗. ინსტიტუტის ეკონომიკური საქმიანობა 1. ინსტიტუტი შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას. 2. ინსტიტუტი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილია, დააფუძნოს სხვა იურიდიული პირები.  მუხლი 25🔗. ინსტიტუტის ქონება და სახელმწიფო კონტროლი 1. ინსტიტუტის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან. 2. ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ქონება გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. 3. ინსტიტუტის ქონებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული ქმედებები, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, ინსტიტუტს შეუძლია განახორციელოს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით. 4. ინსტიტუტის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა. მთავრობისადმი ანგარიშის მომზადების წესი განისაზღვრება ადმინისტრაციული დირექტორის მიერ. თავი VII რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია მუხლი 26🔗. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. ინსტიტუტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  2. ინსტიტუტის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა. 3. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შემთხვევაში იმ მომენტისათვის არსებული ქონება უბრუნდება დამფინანსებელ მხარეებს, მათ მიერ ინსტიტუტის დაფინანსებაში შეტანილი წვლილის პროპორციულად. თავი VIII გარდამავალი დებულება მუხლი 27🔗. გარდამავალი დებულება ამ წესდების მე-8 მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლობითი ორგანოების შექმნამდე, აღმასრულებელი დირექტორი ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულების დროებით დებულებას.