სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 12.02.2016
ძალის დაკარგვა 03.02.2017
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.108.016259
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერი ლაშქარავა | სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,58 | 0,7 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 23.02.2011
დოკუმენტის ტექსტი
სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2016 წლის 12 თებერვალი
ქ. სენაკი
სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქ. სენაკის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2).
მუხლი 3🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 თებერვლის №10 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა
დანართი №1
სენაკის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1.
სენაკის მუნიციპალიტეტის (შემდეგში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე სახელმწიფო და სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (შემდეგში – მიწის ნორმატიული ფასი) 1 (ერთი) კვადრატული მეტრი მიწის ფართობისათვის გამოიანგარიშება შემდეგი x ფორმულით: CN=IMG x ITL x C x K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის ქ. სენაკის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს;
გ) ITL არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3-ს;
გ.ბ) შუალედური ზონისათვის – 1-ს;
გ.გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7-ს;
დ) C არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;
ე) K არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 120-ს.
2.
ამ დადგენილების დანართი №1-ის პირველი პუნქტის მიხედვით ქ. სენაკში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
ცენტრალური ზონა
0,58
1,3
0,24
120
21,72
შუალედური ზონა
0,58
1
0,24
120
16,70
პერიფერიული ზონა
0,58
0,7
0,24
120
11,70
3.
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 5,01 ლარს.
4.
სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 4,18 ლარს.
5.
სენაკის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. სენაკის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 8,35 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დადგენილების დანართი №1-ის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი ფასი.
დანართი №2
ქ. სენაკის ზონების აღწერა
ცენტრალური ზონა
1. მშვიდობის ქუჩა №156-197-დან ბოლომდე;
2. მიშა ღვინჯილიას ქუჩა;
3. ილია ჭავჭავაძის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე);
4. შოთა რუსთაველის ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე);
5. ცოტნე დადიანის ქუჩა;
6. ნოე შონიას ქუჩა (აკაკი ხორავას ქუჩიდან ბოლომდე);
7. დავით აღმაშენებლის ქუჩა დასაწყისიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩამდე I შესახვევით;
8. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დასაწყისიდან დავით აღმაშენებლის ქუჩამდე;
9. ბათუმის ქუჩა;
10. ალექსანდრე პუშკინის ქუჩა;
11. ეგნატე ნინოშვილის ქუჩა;
12. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა დასაწყისიდან ზვიად გამსახურდიას ქუჩამდე;
13. არჩილ ჯორჯაძის ქუჩა;
14. დავით ვაჰანიას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე;
15. აკაკი წერეთლის ქუჩა;
16. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩამდე;
17. ახალგაზრდობის ხეივანი;
18. ვახტანგ გოგოლაძის სახელობის მოედანი;
19. წმინდა ნინოს ქუჩა;
20. მერაბ კოსტავას ქუჩა (ცოტნე დადიანის ქუჩიდან მშვიდობის ქუჩამდე);
21. თამაზ კანკიას ქუჩა;
22. თავისუფლების ქუჩა;
23. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან შოთა რუსთაველის ქუჩამდე;
24. შოთა რუსთაველის ქუჩის I და II ჩიხი;
25. შოთა ჩიქობავას ქუჩა;
26. ნესტორ ესებუას ქუჩა;
27. სოსო გეგელიას ქუჩა;
28. აკაკი ხორავას ქუჩა;
29. აპალონ გუნიას ქუჩა.
შუალედური ზონა
1. შოთა რუსთაველის ქუჩა დასაწყისიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე;
2. ზურაბ ნაფეტვარიძის ქუჩა;
3. ნიზან ცერცვაძის ქუჩა შესახვევით;
4. გივი კარტოზიას ქუჩა;
5. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა;
6. ნიკო ფიროსმანის ქუჩა;
7. აბესალომ საჯაიას ქუჩა;
8. ალექსანდრე დავითაიას ქუჩა;
9. დუტუ მეგრელის ქუჩა;
10. სამეგრელოს ქუჩა;
11. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა;
12. გიორგი ურიდიას ქუჩა;
13. ომიანე კაჭარავას ქუჩა;
14. ფოთის ქუჩა;
15. ვახტანგ მეფის ქუჩა;
16. უნივერსტიტეტის ქუჩა;
17. რაკვერეს ქუჩა;
18. დავით ჭონქაძის ქუჩა;
19. დამიანე ჯიჯელავას ქუჩა;
20. ნიკო კეცხოველის ქუჩა;
21. კონსტანტინე სანაიას ქუჩა;
22. მერაბ კოსტავას ქუჩა მშვიდობის ქუჩიდან ბოლომდე;
23. გია ნადარეიშვილის ქუჩა;
24. გიორგი ლეონიძის ქუჩა;
25. რომან რუსიას ქუჩა;
26. დედის ქუჩა;
27. მოსე ნაროუშვილის ქუჩა;
28. სამტრედიის ქუჩა;
29. მშვიდობის ქუჩა დასაწყისიდან №156-მდე (შესახვევებით);
30. ალექსანდრე არჩაიას ქუჩა;
31. იგორ ნარმანიას ქუჩა;
32. ანტონ ნადარეიშვილის ქუჩა;
33. შავი ზღვის ქუჩა (შესახვევებით);
34. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე;
35. ილია ჭავჭავაძის ქუჩა გიორგი ჭყონდიდელის ქუჩიდან აკაკი ხორავას ქუჩამდე;
36. ტეხურის ქუჩა;
37. ვახტანგ გორგასლის ქუჩა დავით აღმაშენებლის ქუჩიდან ბოლომდე;
38. გიორგი ბრწყინვალის ქუჩა;
39. არქეოპოლისის ქუჩა;
40. სოლომონ შამათავას ქუჩა (შესახვევით);
41. აკაკი ელიავას ქუჩა (შესახვევით);
42. სიმონ ჩიქოვანის ქუჩა;
43. ალექსი ბერის ქუჩა;
44. მედეას ქუჩა;
45. მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა;
46. ნოკო ხურციას ქუჩა;
47. სულხან-საბას ქუჩა;
48. არსენას ქუჩა;
49. დავით ლოლუას ქუჩა ჩიხით;
50. დავით კლდიაშვილის ქუჩა;
51. თეოფანე დავითაიას ქუჩა;
52. აპოლონ გარუჩავას ქუჩა;
53. მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა (შესახვევით);
54. ზუგდიდის ქუჩა (შესახვევით);
55. დავით აღმაშენებლის ქუჩა ჩიხებით ზვიად გამსახურდიას ქუჩიდან ბოლომდე;
56. ზვიად გამსახურდიას ქუჩა;
57. ლევან II დადიანის ქუჩა (შესახვევით);
58. სანკტ-პეტერბურგის ქუჩა;
59. თბილისის ქუჩა ჩიხებით;
60. ვაჟა-ფშაველას ქუჩა;
61. ბაგრატიონის ქუჩა;
62. ნოე ცხვიტავას ქუჩა;
63. ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა;
64. ძმები კანკავების ქუჩა;
65. კალისტრატე გრიგოლიას ქუჩა;
66. ჟიული შარტავას ქუჩა;
67. დომენტი ქობალავას ქუჩა;
68. ქუთაისის ქუჩა ჩიხებით;
69. ლევან თეფანიას ქუჩა ჩიხით;
70. ვარლამ განგიას ქუჩა;
71. ალექსანდრე ყაზბეგის ქუჩა;
72. დავით ვაჰანიას ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;
73. მიხეილ ქურდოვანიძის ქუჩა ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;
74. მერაბ კოსტავას ქუჩა დასაწყისიდან ცოტნე დადიანის ქუჩიდან ბოლომდე;
75. სოხუმის ქუჩა;
76. კონსტანტინე ლესელიძის ქუჩა;
77. ვენე არჩაიას ქუჩა ჩიხებით;
78. გუბაზ მეფის ქუჩა ჩიხით;
79. ანა კალანდაძის ქუჩა;
80. 26 მაისის ქუჩა;
81. ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა;
82. ბორჯომის ქუჩა ჩიხებით;
83. სენაკის ქუჩა;
84. იაკობ გოგებაშვილის ქუჩა შოთა რუსთაველის ქუჩიდან ბოლომდე;
85. სურამის ქუჩა;
86. დავით გურამიშვილის ქუჩა;
87. ალექსანდრე წურწუმიას ქუჩა;
88. აქვსენტი ცაგარელის ქუჩა;
89. აგარაკის ქუჩა;
90. ალეკო შენგელიას ქუჩა;
91. ლეო ქიაჩელის ქუჩა;
92. ტიციან ტაბიძის ქუჩა;
93. აკაკი ხორავას ჩიხი;
94. გოჩა კაშიბაძის ქუჩა;
95. სერგო შენგელიას ქუჩა;
96. ვლადიმერ დემურიას ქუჩა;
97. ეკატერინე გაბაშვილის ქუჩა;
98. კოტე მარჯანიშვილის ქუჩა;
99. შალვა დადიანის ქუჩა;
100. ინდიკო სანაიას ქუჩა;
101. გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა;
102.კოლხეთის ქუჩის დასავლეთი ნაწილი;
103. ლადო ასათიანის ქუჩა;
104. დავით დემურიას ქუჩა (ჩიხით);
105. ხოფერიას ქუჩა;
106. დემეტრე თავდადებულის ქუჩა;
107. შალვა ნუცუბიძის ქუჩა;
108. ნოდარ კანკიას ქუჩა (ჩიხით და შესახვევით);
109. გენო ადამიას ქუჩა;
110. სიმონ კალანდარაშვილის ქუჩა;
111. არნოლდ ჩიქობავას ქუჩა;
112. ვალერიან ჯანაშიას ქუჩა;
113. მელორ სტურუას ქუჩა ჩიხით;
114. შალვა ელიავას ქუჩა;
115. იპოლიტე ჩხეტიას ქუჩა ჩიხებით;
116. ჭიჭიკო ბენდელიანის ქუჩა;
117. გორის ჩიხი;
118. შეროზიას ქუჩა;
119. რეზო თაბუკაშვილის ქუჩა;
120. ნიკო ნიკოლაძის ქუჩა;
121. ლომიას ქუჩა;
122. რუსთავის ქუჩა;
123. გივი ღვინჯილიას ქუჩა;
124. ნატო ვაჩნაძის ქუჩა;
125. ივანე მაჩაბლის ქუჩა დასაწყისიდან გივი ღვინჯილიას ქუჩამდე;
126. დავით აღმაშენებლის ქუჩის I შესახვევი;
127. ნოე შონიას ქუჩა აკაკი ხორავას ქუჩამდე.
პერიფერიული ზონა
1. კოლხეთის ქუჩის აღმოსავლეთი ნაწილი შესახვევით;
2. სტალინის ქუჩა ჩიხებით;
3. ანტონ ფურცელაძის ქუჩა ჩიხებით;
4. პიერ კობახიძის ქუჩა;
5. ქუჯის ქუჩა;
6. ვახტანგ კალანდარაშვილის ქუჩა;
7. მთის კალთის ქუჩა;
8. შხეფის ქუჩა;
9. ჯიხას ქუჩა ჩიხით;
10. აკაკი ბელიაშვილის ქუჩა ჩიხებით;
11. თამარის ქუჩა;
12. თედო სახოკიას ქუჩა შესახვევით და ჩიხებით;
13. ილია ჭავჭავაძის ქუჩა დასაწყისიდან გიორგი ჭყონდიდელის ქუჩამდე;
14. ძმობის ქუჩა;
15. რემა შელეგიას ქუჩა;
16. ივანე მაჩაბლის ქუჩის მეორე შესახვევი ბოლომდე;
17. იგორ ნარმანიას ქუჩის გადაკვეთიდან სიმონ ჯანაშიას ქუჩის გადაკვეთამდე;
18. სიმონ ჯანაშიას ქუჩა ჩიხებით ბოლომდე.