„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის N129/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №14/ნ |
|
2016 წლის 16 თებერვალი ქ. თბილისი |
| მუხლი 1 |
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცებისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ივნისის №580 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 2 ოქტომბრის №129/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge), 02/10/2015, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017036) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დებულების:
1. მე-2 მუხლის: ა) პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,დ“ ქვეპუნქტი: ,,დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში;“; ბ) მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ქვეპუნქტი: ,,ა1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობის მიღება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში;“; გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები: ,,21. ცენტრს უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მონაწილეობა მიიღოს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში. 22. ცენტრს უფლება აქვს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.“. 2. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ცენტრის მართვის ორგანოები და სტრუქტურა 1. ცენტრის საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საქმიანობას წარმართავს ცენტრის დირექტორი, ხოლო სამეცნიერო მართვის, კვლევისა და განვითარების საკითხებს განიხილავს და წყვეტს ცენტრის სამეცნიერო საბჭო. 2. ცენტრის სტრუქტურა მოიცავს: ა) საორგანიზაციო და დამხმარე ხასიათის სტრუქტურულ ერთეულებს: ა.ა) ადმინისტრაციული განყოფილება; ა.ბ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი; ა.გ) ელექტრონული რესურსებით მომსახურებისა და დიგიტალიზაციის განყოფილება (ლაბორატორია); ა.დ) ბიბლიოთეკა-მუზეუმი (განყოფილება); ა.ე) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების სამსახური. ბ) სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის სტრუქტურულ ერთეულებს: ბ.ა) ხელნაწერთმცოდნეობის სამეცნიერო-სასწავლო დეპარტამენტი; ბ.ბ) კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება; ბ.გ) წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილება; ბ.დ) ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილება; ბ.ე) არქივთმცოდნეობის განყოფილება; ბ.ვ) სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილება. გ) გამოყენებითი-სამეცნიერო ხასიათის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს: გ.ა) ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტი; გ.ბ) საგარეო ურთიერთობათა, განვითარებისა და განათლების დეპარტამენტი. 3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მართვისა და საქმიანობის წესი და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებით. 4. ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია: ა) ცენტრში ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელება, კადრების შემადგენლობის გაუმჯობესება (ოპტიმიზაცია), მათი შერჩევა, განაწილება და პროფესიული დონის ამაღლება, ცენტრის სტრუქტურული ერთეულების მხრიდან შინაგანაწესის შესასრულებლად კონტროლის განხორციელება, თანამშრომელთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვა; ბ) ცენტრის სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა-დამუშავება, აგრეთვე მათი დანიშნულებისამებრ გაცემა; გ) ცენტრის ორგანიზაციული საქმიანობისთვის აუცილებელი პირობების შექმნა; დ) ცენტრის საქმისწარმოების და საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ბრძანებების პროექტების მომზადება და გაფორმების კონტროლი; ე) თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, თანამშრომელთა შრომის წიგნაკებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აუცილებელი ჩანაწერების შეტანა; ვ) ადმინისტრაციული განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 5. ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ცენტრის ფინანსების მართვა; ბ) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვა; გ) ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; დ) ცენტრის ქონების მფლობელობისა და სარგებლობის ოპტიმალური რეჟიმის დადგენის უზრუნველყოფა; ე) მატერიალურ ფასეულობათა მიღება და მოვლა-პატრონობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვ) ცენტრის სხვადასხვა სახის ბეჭდური პროდუქციის (სამეცნიერო კრებულების, ხელნაწერთა, ისტორიულ საბუთთა და პირადი არქივების აღწერილობებისა და კატალოგების, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პერიოდული გამოცემის, საცნობარო და ბიბლიოგრაფიული ლიტერატურის, ფუნდამენტური სამეცნიერო პუბლიკაციების, საიუბილეო და მიძღვნითი კრებულების და სხვა.) გამოცემის კოორდინირება და სასტამბოდ მომზადება; ზ) ცენტრის ბიუჯეტის პროექტის და შესრულების მონიტორინგი; თ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 6. ელექტრონული რესურსებით მომსახურებისა და დიგიტალიზაციის განყოფილების (ლაბორატორიის) ფუნქციებია: ა) ცენტრში თავმოყრილი ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტების და საარქივო მასალების დიგიტალური მასალების შექმნა; ბ) დიგიტალური ასლების ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; გ) მკითხველთა მომსახურება არსებული ელექტრონული რესურსებით; დ) ელექტრონული რესურსებით მომსახურებისა და დიგიტალიზაციის განყოფილების (ლაბორატორიის) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 7. ბიბლიოთეკა-მუზეუმის (განყოფილების) ფუნქციებია: ა) ცენტრში შემოსული ნაბეჭდი ერთეულების დამუშავება და ჩართვა საერთო კატალოგში; მკითხველთა მომსახურება; წიგნადი ფონდის შევსება; ბ) ცენტრის სამუზეუმო ნაწილის, მემორიალური მუზეუმ-კაბინეტების მომსახურება და აქ არსებული მასალების აღრიცხვა და სისტემატიზაცია; გ) ბიბლიოთეკა-მუზეუმის (განყოფილების) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 8. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების სამსახურის ფუნქციებია: ა) ცენტრის საქმიანობის (სამეცნიერო, საგამოფენო, საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი) შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური სისტემის შექმნა, საზოგადოებასთან სხვადასხვა სახის აქტიური ურთიერთობა, ასევე ცენტრის მიმდინარე მოვლენების საზოგადოების წინაშე ობიექტურად წარმოჩენა; ბ) ცენტრის საქმიანობის პოპულარიზაცია; სამეცნიერო პროექტების, დაგეგმილი ან განხორციელებული სხვადასხვა ღონისძიებების საჯაროობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა დაინტერესებული პირისთვის; გ) სახელისუფლებო სტრუქტურებთან, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან, არასამთავრობო და სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, ერთობლივი პროექტების განხორციელება; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების სამსახურის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 9. ხელნაწერთმცოდნეობის სამეცნიერო-სასწავლო დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სამეცნიერო საბჭოსთან ერთად სამეცნიერო და სასწავლო პროგრამების დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება; ბ) სამეცნიერო ანგარიშების შედგენა; გ) სამეცნიერო-კვლევითი განყოფილებების მუშაობისა და სასწავლო პროგრამების ხარისხის მონიტორინგი; დ) ხელნაწერთმცოდნეობის სამეცნიერო-სასწავლო დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 10. კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების ფუნქციებია: ა) ძველი ქართული მწერლობის ძეგლების (როგორც ორიგინალურის, ისე ნათარგმნი) კრიტიკული გამოცემების მომზადება ფილოლოგიურ-ტექსტოლოგიური, ლიტერატურათმცოდნეობითი და ისტორიული ხასიათის კვლევებითა და სხვადასხვა ტიპის ლექსიკონ-საძიებლით; ბ) როგორც ცენტრში, ისე საქართველოსა და უცხოეთის საცავებში (იერუსალიმის, სინას, ათონის, პარიზის, პეტერბურგის და სხვ.) დაცული ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერების აღწერა, კატალოგების შედგენა და მონაცემთა ბაზის შექმნა. გ) ხელნაწერის დეკოდირება, ვარიანტული სახესხვაობის ფიქსირება; დ) თარგმანის შემთხვევაში ტექსტის დედანთან შედარება; ე) კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 11. წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების ფუნქციებია: ა) ძველი ქართული წყაროების – ქართული ისტორიული დოკუმენტების, აგიოგრაფიული თხზულებების, ქართველ მეფეთა და მღვდელმთავართა სახელით გამოცემული გუჯრების, ადმინისტრაციული აქტების, კერძო პირთა გარიგებების, ოფიციალური და პირადი მიმოწერის, ასევე არაბულ, ოსმალურ, სპარსულ, სომხურ ენებზე შექმნილი ისტორიული საბუთების ზუსტი აღნუსხვა და აღწერა, საძიებო სისტემის სრულყოფა; ბ) ხელნაწერთა არშიებზე მოთავსებული მრავალრიცხოვანი ისტორიული მინაწერების შესწავლა და გამოსაცემად მომზადება, წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული კვლევა; გ) უცნობი ფაქტოლოგიური მასალის და სტრუქტურული ინფორმაციის გამოვლენა, მისი შესწავლა და ანალიზი; დ) ადრე გამოქვეყნებული წყაროების ხელახლა გამოცემა უფრო სრულყოფილი წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევებითა და სამეცნიერო აპარატით; ე) წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 12. ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების ფუნქციებია: ა) მხატვრულ და პალეოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით, ქრონოლოგიურ ჭრილში სხვადასხვა სკრიპტორიუმების საქმიანობის გამოკვლევა, მათი მხატვრული თავისებურებებისა და კავშირების შესწავლა; ბ) ხელნაწერთა მინიატურების შესწავლა მხატვრული ფორმის ევოლუციის კონტექსტში მხატვრული პრინციპების გათვალისწინებით; გ) ტექსტისა და გაფორმების კომპოზიციური ურთიერთმიმართების, ასევე მხატვრისა და გადამწერის ურთიერთანამშრომლობის, სტილის განვითარების საერთო ხაზისა და მხატვრული ტრადიციის მდგრადობის შესწავლა; დ) თითოეული ხელნაწერისათვის დამახასიათებელი იკონოგრაფიული პროგრამისა და მხატვრულ-დეკორატიული თავისებურებების წარმოჩენა; ე) სხვადასხვა შინაარსის ქართული ხელნაწერი წიგნისათვის დამახასიათებელი გაფორმების, მხატვრულ მიდგომათა ერთობლიობის, ქართულ-აღმოსავლეთ ქრისტიანული თუ აღმოსავლური ურთიერთობის დადგენა წიგნის ხელოვნების სფეროში; ვ) ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობის – სასულიერო და საერო დანიშნულების ხელნაწერი წიგნების, ისტორიული დოკუმენტების, რარიტეტული გამოცემების, ხელნაწერი წიგნის მხატვრულად გაფორმებული ყდების – მხატვრული გაფორმების სრული აღწერა-კატალოგიზაცია, დამუშავება, მონაცემთა ბაზის შედგენა და მეცნიერული კვლევა; ზ) დამუშავებული მასალის გადამუშავება თანამედროვე კვლევის მეთოდების გათვალიწინებით და ახალი მონაცემებით შევსება; თ) შეუსწავლელი მასალის მოძიება და მათი ჩართვა თანამედროვე სამეცნიერო პროცესებში; ი) ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 13. არქივთმცოდნეობის განყოფილების ფუნქციებია: ა) ცენტრში შემოსული საარქივო მასალის დამუშავება და მეცნიერული აღწერილობის შედგენა; ბ) ადრე დამუშავებული არქივების გადამუშავება და ახალი აღწერილობის შედგენა; გ) ახალი საარქივო მასალის მოძიება და მოზიდვა; დ) არსებული ფოტოკოლექციის ერთიანი ელექტრონული კატალოგის შექმნა; ე) საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო პუბლიკაცია; ვ) ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა; ზ) არქივთმცოდნეობის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 14. სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების ფუნქციებია: ა) ხელნაწერთმცოდნეობასთან დაკავშირებული სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის შედგენა; ბ) უცხოეთში ქართველოლოგიასთან დაკავშირებით გამოცემული ლიტერატურის მიმოხილვა და ანალიზი; გ) ტერმინოლოგიური განმარტებითი ლექსიკონების და სამეცნიერო საცნობარო, მათ შორის ენციკლოპედიური ხასიათის ლიტერატურის შექმნა; დ) სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიის ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 15. ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) ფონდსაცავებში ხელნაწერი მემკვიდრეობის შენახვა; ბ) ფონდების მართვა; გ) ხელნაწერების მკითხველებისათვის მიწოდების უზრუნველყოფა; დ) საცავებიდან გამოთხოვილი მასალის აღრიცხვის ყოველდღიურად წარმოება; ე) ფონდების სისტემატიზაციის განხორციელება; ვ) ახალი შემოსული საფონდო მასალის აღრიცხვისა და შესაბამის ფონდებში ახალი მასალის ჩართვის უზრუნველყოფა; ზ) ხელნაწერთა მდგომარეობის შესწავლა და სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა; თ) ხელნაწერ სიძველეთა დაცვის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 16. საგარეო ურთიერთობათა, განვითარებისა და განათლების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საერთაშორისო სამეცნიერო და საგამოფენო პროფილის მქონე/საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და იმპლემენტაცია; ბ) საერთაშორისო და ადგილობრივი დონორი ორგანიზაციების მეშვეობით, ცენტრისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელების მიზნით, თანხების მობილიზება; გ) ხელნაწერი მემკვიდრეობის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსთან და საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფოს საელჩოებთან თანამშრომლობა; დ) საგანმანათლებლო სისტემის ყველა ეტაპზე სამუზეუმო განათლების ჩართვისა და ამ პროცესში სიძველეთა კოლექციისა და თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციების შერწყმის მიზნით მუშაობა; ე) კულტურული მემკვიდრეობის ცნობადობის გაზრდის მიზნით, პერმანენტულად სხვადასხვა თემატური გამოფენის მოწყობის უზრუნველყოფა; ვ) მდგრადი განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ხელნაწერების დიგიტალიზაციის პროცესის ფასილიტაცია; ზ) საგარეო ურთიერთობათა, განვითარებისა და განათლების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.“. 3. მე-5 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან ცენტრის სამეცნიერო საბჭოს.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ1“ ქვეპუნქტი: ,,გ1) ცენტრის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობით ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში.“; ბ.ბ) ,,ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ქვეპუნქტი: „ნ1) ამტკიცებს დირექტორის მიერ სამინისტროსთან შეთანხმებული ცენტრის სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტს;“. 4. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „1. სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა ამ დებულებით დადგენილი წესით, პირველ სხდომაზე, რომელიც გაიმართება სამეცნიერო საბჭოს დაკომპლექტებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „21 „ ქვეპუნქტი: „21. სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს ცენტრის სწავლული მდივანი და გამოყენებითი-სამეცნიერო ხასიათის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. სამეცნიერო საბჭოს წევრს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე იმ თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, რომლის გამოც ითვლებოდა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის მქონედ.“; დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელობს სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც აირჩევა სამეცნიერო საბჭოს წევრებიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე უნდა ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა უფლებამოსილებაშეწყვეტილი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“. 6. მე-8 და მე-9 მუხლები ამოღებულ იქნეს. 7. მე-10 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მ) ცენტრის სახელით დებს ხელშეკრულებებს, მათ შორის ხელშეკრულებებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების პროცესში თანამშრომლობასთან დაკავშირებით;“; ბ) ,,ც“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ც1“ ქვეპუნქტი: „ც1) უფლებამოსილია სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებით დაადგინოს ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასური. 8. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ცენტრის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დაწესებულების მთავარი მეცნიერისადმი წაყენებულ მოთხოვნებს და რომლის ასაკი არ აღემატება 65 წელს. თუ პირს არ უკავია ცენტრის მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის შესაბამის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, იგი ითვლება სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს არჩეული დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.“ 9. მე-13 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ცენტრის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების წესი“ ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დაწესებულების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, ცენტრის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.“ გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4.ცენტრის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ნიშნავს ცენტრის დირექტორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 10. მე-15 მუხლის: ა) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. მეცნიერის თანამდებობის დაკავება ხდება 4 წლის ვადით. 3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. უფროსი მეცნიერის თანამდებობის დაკავება ხდება 4 წლის ვადით. 4. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, თუ მას აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება ხდება უვადოდ. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციას.“ ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე – www.manuscript.ge და/ან სხვა საჯარო ინფორმაციის განსათავსებელ საიტზე, საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.“. 11. მე-16 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი: ,,ბ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში;“. ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;“ ბ) მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი: „ბ1) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის შემთხვევაში უზრუნველყოს სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხი;“. 12. მე-18 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 13. 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. გარდამავალი დებულება „ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდეს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს და 2016 წლის 1 მარტამდე მოხდეს საბჭოს ახალი შემადგენლობით დაკომპლექტება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|