საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997) დაემატოს შემდეგი შინაარსის 439-ე მუხლი:
„მუხლი 439. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობა
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოები მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის III თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია.“
II. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
1998 წლის 26 ივნისი.
№1519–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31918/