⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.11.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.02.2016
ძალის დაკარგვა 22.11.2017
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016283
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,988 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2016 მიღება
22.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №11 2016 წლის 15 თებერვალი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის  განვითარების   სამსახურის  დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის  15 თებერვლის №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/03/2013 , 010260020.35.158.016119). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი დანართი 1 ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების    სამსახურის   დებულება მუხლი 1🔗. მუნიციპალიტეტის გამგეობის  არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების   სამსახური  მუნიციპალიტეტის  გამგეობის არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების  სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას. მუხლი 2🔗. სამსახურის    სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) არქიტექტურის განყოფილება; ბ) საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება; გ) სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი (ტექსტში შემდგომ – გამგებელი). სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-60 მუხლის, გამგეობის დებულების მე-10 მუხლისა და ამ დებულების   შესაბამისად. 4. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას; დ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები  გამგებელთან მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; ვ) შეიმუშავებს და გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივი მოვალეობების განაწილების შესახებ წინადადებებს; ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის  თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ზ) გამგებლის მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს  ახორციელებს  სამსახურის  ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 6. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 7. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-14 მუხლის და გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის წარდგინებით და გამგებლის ბრძანებით განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. 8.განყოფილების უფროსი: ა)  ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების  განხორციელებას; გ) ახორციელებს კონტროლს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის  შესრულებაზე; დ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის  შესახებ; ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებ სგანყოფილების მიერ სამუშაოების შესრულების  შესახებ; ზ) ხელს აწერს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურეობრივ  დოკუმენტაციას; თ) ახდენს განყოფილებაში მომზადებული  დოკუმენტების  ვიზირებას; ი) უზუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოხელეთა მიერ  მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესის  დაცვას, შრომის დისციპლინას. კ) განიხილავს  ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებებს  დადგენილ ვადებში და  გასცემს  პასუხს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რომელთა აღსრულებაც შედის მის  კომპეტენციაში; ლ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა  უფლებამოსილებებს. 9. განყოფილების უფროსი თავისი საქმიანობით ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 10. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს  ახორციელებს  განყოფილების  ერთ-ერთი   მოხელე. 11. განყოფილების მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.  მოხელეების უფლება-მოვალეობები და ფუნქციები განისაზღვრება  გამგებლის მიერ დამტკიცებული შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. 12. განყოფილების მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობაზე  ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. მუხლი 3🔗. სამსახურის   ფუნქცია 1. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის   ფუნქციებია: ა) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება; ბ) არქიტექტურულ-ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ  ტერიტორიაზე; გ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვა სამსახურებთან ერთად, მონაწილეობის მიღება ადგილობრივი სოციალურ-ეკონომიკური  განვითარების  პოლიტიკის შემუშავებაში; დ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების  განხორციელება; ე) დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების,  მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის გამგებლის  მიერ ბრძანების  გაცემის  და  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით, მათში ცვლილებების შეტანის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება; ვ) დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა  და  სამომავლო  გეგმების  თაობაზე  საზოგადოების  ინფორმირება; ზ) სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ  საქმიანობასთან  დაკავშირებული  საკითხების  ორგანიზება; თ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიების რეკრეაციული სივრცეების, გამწვანებული ტერიტორიების, გზების, მოედნების, გზაჯვარედინების, ავტოსადგომების და ა.შ. დაგეგმარების   ორგანიზება; ი) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში არსებული მდგომარეობის კონტროლი და ამისთვის საჭირო  ტექნიკური  საშუალებების  ათვისება; კ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების  ლეგალიზების  შესახებ  გადაწყვეტილების  მიღება; ლ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება; მ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა  კეთილმოწყობის,  გარე  გაფორმების  ელემენტების (მათ შორის მონუმენტურ-დეკორატიული), მცირე არქიტექტურის ფორმების, ძეგლების, ქანდაკებების, გარე რეკლამის მხატვრული იერსახის და განვითარების განხილვა-შეთანხმებისა და  მათი   განხორციელების  უზრუნველყოფა; ნ) გარე განათების და მხატვრული მინათების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა; ო) კორესპონდენციის, საჩივრებისა და მიმართვების  განხილვა; პ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამედროვე სისტემების დანერგვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ჟ) მშენებლობის ინდუსტრიალიზაციის დონის, წარმოების ტექნოლოგიის სრულყოფის, მასალებისა და კონსტრუქციების ახალი სახეობების დანერგვის  ორგანიზება; რ)   თავის   კომპეტენციას   მიკუთვნებულ  საკითხებთან  დაკავშირებით,  დადგენილი   წესით,   მიიღოს საჭირო  ინფორმაცია სხვადასხვა დაწესებულებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იურიდიული    პირებისგან; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს მონაცემები შესაბამისი  სტატისტიკური  ორგანიზაციებისაგან  და დაწესებულებებისაგან; ტ) საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით, თუ საჭიროა სპეციალური ცოდნის  მქონე  პირის  მონაწილეობა,მოიწვიოს შესაბამისი ორგანოს სპეციალისტები, ან დამოუკიდებელი ექსპერტები და  სპეციალისტები; უ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა; ფ) მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შესაბამისი აქტის გამოცემა; ქ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა სახის სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით დადგენილ  ორგანიზაციულ-სამართლებრივი  წესრიგის  დაცვაზე  ზედამხედველობისა  და კონტროლის განახორციელება ; ღ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელება. მუხლი 4🔗. არქიტექტურის განყოფილება 1. არქიტექტურის განყოფილების ძირითადი მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაგეგმვა-ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; ბ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო შესყიდვისათვის ტექნიკური  დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; გ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება; დ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესახებ განაცხადების განხილვა; ე) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განცხადების დანართზე ხარვეზის გამოვლენის შემთხევაში კანონით გათვალისწინებულ ვადებში პასუხის მომზადება; ვ) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა და დამტკიცებისათვის დასკვნის მომზადება; ზ) I კლასის სანებართვოდ შემოსული დოკუმენტაციის განხილვა; თ) I კლასის სანებართვო განცხადების დანართზე ხარვეზის გამოვლენის შემთხევაში კანონით გათვალისწინებულ ვადებში პასუხის მომზადება; ი) I კლასის შენობა–ნაგებობების მშენებლობა/მონტაჟის განხორციელების შესაძლებლობის წერილობითი დადასტურება; კ) II, III და IV კლასის შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის შემოსული განაცხადების განხილვა; ლ) არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის შემოსული განცხადების დანართზე ხარვეზის გამოვლენის შემთხევაში კანონით გათვალისწინებულ ვადებში პასუხის მომზადება; მ) არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და ნებართვის გაცემისათვის დასკვნისა და სამშენებლო სანებართვი მოწმობის მომზადება; ნ) IV კლასის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში კანონის მოთხოვნისამებრ ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის ჩართულობის უზრუნველყოფა; ო) კანონის შესაბამისად V კლასის მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში მონაწილეობის მიღება; პ) უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ჟ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურისათვის გაცემული ნებართვების შესახებ ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება; რ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატური კოორდინაცია,  სამსახურის  კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის   მიზნით; ს) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციულ ორგანოებისთვის წერილობითი მიმართვა; ტ) განყოფილების საქმისწარმოების ორგანიზება, დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა; უ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა (არქივირება); ფ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ქ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევა; ღ) სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი; ყ) განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა, პასუხების მომზადება; შ) განყოფილების გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ჩ) განყოფილების ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება; ც) სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება; ძ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობების განხორციელება. მუხლი 5🔗. საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილება 1. საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების ძირითადი მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება და მონიტორინგი; ბ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სხვადასხვა ერთჯერადი გადაუდებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების დეფექტური აქტების შედგენა: გ) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუციო ობიექტების ადგილზე შესწავლა (საჭიროების შემთხვევაში არსებული კომუნიკაციების გამოკვლევა, ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების აზომვა და ფოტო ფიქსაცია); დ) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტების ადგილზე შესწავლის შემდგომ ბიუჯეტში ასახვისათვის საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა (საჭიროების შემთხვევაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებების განსაზღვრა); ე) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება და გატარება (იმ ორგანიზაციების განსაზღვრა, რომელთაგან მოსაპოვებელია ტექნიკური პირობები, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ობიექტების განხორციელებისა და შემდგომი ექსპლუატაციისათვის); ვ) საჭიროების და მიხედვით სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ტექნიკური პირობების მისაღებად დოკუმენტაციის მოზადება; ზ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებების მომზადება (მაქსიმალურად სრულყოფილად); თ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების მომზადება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ); ი) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში წერილის მომზადება შემსრულებელი ორგანიზაციისათვის, ხარვეზებისა და შესაბამისი რეკომენდაციების მითითებით; კ) საჭიროების შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაციის ექსპერტიზაზე   გადაცემა; ლ) საპროექტო დოკუმენტაციის დადგენილი წესით დამტკიცებისათვის დოკუმენტის მომზადება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნათა გათვალისწინებით); მ) მშენებლობის პროცესში საპროექტო ორგანიზაციასთან ურთიერთობა (ურთიერთშეთანხმების ოქმები და მიწერილობები); ნ) აშენებული-რეაბილიტირებული-რეკოსნტრუირებული ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის   მიღება; ო) 2013 წლის 7 თებერვლის საქრთველოს მთავრობის №23 დადგენილების შეაბამისად დოკუმენტაციის დამუშავება და ფორმა №1 და ფორმა №2-ების შევსება-გაგზავნა; პ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში  მონაწილეობის მიღება საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების   გეგმების  ფორმირებაში; ჟ) სამსახურის მიერ შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი და  მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების   მომზადება; რ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატური კოორდინაცია,  სამსახურის  კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის   მიზნით; ს) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციულ ორგანოებისთვის წერილობითი მიმართვა; ტ) განყოფილების საქმისწარმოების ორგანიზება, დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა; უ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა (არქივირება); ფ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ქ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევა; ღ) სტატისტიკურ მონაცემების დამუშავება და ანალიზი; ყ) განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა პასუხების მომზადება; შ) განყოფილების გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ჩ) განყოფილების ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება; ც) სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება; ძ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობების განხორციელება. მუხლი 6🔗. სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილება 1. სამშენებლო სამუშაოების მონიტორინგის განყოფილების ძირითადი მიზნები, ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო ობიექტების ადგილზე შესწავლა; ბ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების საპროექტო შესყიდვისათვის ტექნიკური დავალებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; გ) სამსახურის მიერ დაგეგმილი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუციო სამუშაოების მოსამზადებელი ღონისძიებების ორგანიზება-მონიტორინგი; დ) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესის ზედამხედველობის განხორციელება, ხარვეზების გამოვლენა, დარღვევათა თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ღონისძიებათა  დაგეგმვა  და განხორციელება; ე) სამსახურის მიერ ჩასატარებელი სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით  დადგენილი პასუხისმგებლობის  ზომების გასატარებლად დოკუმენტაციის მომზადება; ვ) მშენებლობის პროცესში სამშენებლო ორგანიზაციასთან ურთიერთობა (ურთიერთშეთანხმების ოქმები და მიწერილობები); ზ) სამსახურის მიერ განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიღება-ჩაბარების მომზადება (მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, მიწოდების ვადებისა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდეგ); თ) საჭიროების შემთხვევაში მშენებლობა დამთავრებული ობიექტის ექსპერტიზაზე გადაცემა; ი) აშენებული-რეაბილიტირებული-რეკოსნტრუირებული ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების პროცედურებში მონაწილეობის   მიღება; კ) 2013 წლის 7 თებერვლის საქრთველოს მთავრობის №23 დადგენილების შეაბამისად დოკუმენტაციის დამუშავება და ფორმა №1 და ფორმა №2-ების შევსება-გაგზავნაში მონაწილეობის მიღება; ლ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში  მონაწილეობის მიღება საბიუჯეტო გეგმების, მიზნობრივი პროგრამებისა და სახელმწიფო შესყიდვების   გეგმების  ფორმირებაში; მ) სამსახურის მიერ შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი და  მათ შესახებ პერიოდული ინფორმაციების და ცნობების   მომზადება; ნ) ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურულ ერთეულებთან სისტემატური კოორდინაცია,  სამსახურის  კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების დროული გადაწყვეტის   მიზნით; ო) განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, დაინტერესებული მხარეების, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, ადმინისტრაციულ ორგანოებისთვის წერილობითი მიმართვა; პ) განყოფილების საქმისწარმოების ორგანიზება, დოკუმენტბრუნვის პროცესის მართვა; ჟ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა (არქივირება); რ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ს) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, მოქალაქეებისთვის კონსულტაციის გაწევა; ტ) სტატისტიკურ მონაცემების დამუშავება და ანალიზი; უ) განყოფილების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ კორესპონდენციათა განხილვა პასუხების მომზადება; ფ) განყოფილების გამართული მუშაობის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ქ) განყოფილების ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მომზადება; ღ) სამსახურის უფროსის დავალებების შესრულება; ყ) ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების განხორციელება.