„სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№124
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.027.016628
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №124

2016 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„სამოქალაქო აქტების ჩანაწერების და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების, რეკვიზიტებისა და ბლანკების ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 21 მარტის №39 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 21.03.2012, 010240030.22.027.016255) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 33 პუნქტის:

ა) მე-3 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოწმობის მეორე და მესამე  გვერდებზე დატანილია ვერცხლისფერი ორნამენტი (გაშლილ მდგომარეობაში ფურცლის შუა ნაწილში გადაკეცვის ადგილას ზედა და ქვედა მხარეს). მოწმობის რეკვიზიტების გენერირება ხორციელდება პროგრამულად და დაიტანება დოკუმენტის ბეჭდვისას. მოწმობის მეოთხე გვერდის მარცხენა მხარეს დატანილია ვერტიკალური ვერცხლისფერი ორნამენტი, ხოლო გვერდის ქვედა მხარეს – წარწერა: „მოწმობის ვალიდურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგვერდზე - www.sda.gov.ge“.“;

ბ) მე-5 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყდის პირველ გვერდზე დატანილია ვერტიკალური ვერცხლისფერი ორნამენტი. ორნამენტის  გვერდით, ცენტრში, დატანილია ფოლგირებული წარწერა „დაბადების მოწმობა“. ყდის მეორე და მესამე გვერდი ცარიელია. მეოთხე გვერდის ქვედა მხარეს განთავსებულია სააგენტოს სრული ვერტიკალური ლოგო ერთ ფერში, ქვევით მოთავსებულია წარწერა: „მოწმობის ვალიდურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგვერდზე - www.sda.gov.ge”. ყდის პირველ და მეოთხე გვერდები ჩასმულია ვერცხლისფერ ჩარჩოში და მათზე დატანილია მცირე ზომის ორნამენტირებული ელემენტები.“.

2. 34 პუნქტის:

ა) მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მოწმობის პირველ გვერდზე დატანილია წარწერა:  „ქორწინების მოწმობა“.  გვერდი ჩასმულია ოქროსფერ ჩარჩოში. მოწმობის მეორე გვერდზე ზედა მხარეს დატანილია სიტყვა  „საქართველო“, მცირე სახელმწიფო  გერბი და წარწერა „ქორწინების მოწმობა“.  მოწმობის მეორე და მესამე  გვერდებზე  დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. მოწმობის მესამე გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია ოქროსფერი ორნამენტი, რომელშიც ჩასხმულია ოხრა. მოწმობის რეკვიზიტების გენერირება ხორციელდება პროგრამულად და დაიტანება დოკუმენტის ბეჭდვისას. მოწმობის მეოთხე გვერდზე დატანილია წარწერა: „მოწმობის ვალიდურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგვერდზე -  www.sda.gov.ge“. გვერდი ჩასმულია ჩარჩოში.“;

ბ) მე-4 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყდის პირველ გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო. ამავე გვერდის ცენტრში არის  ფოლგირებული წარწერა: „ქორწინების მოწმობა“, რომელიც ჩასმულია  ორნამენტირებულ ჩარჩოში. გვერდის ქვედა მარჯვენა კუთხეში დატანილია ოქროსფერი ორნამენტი.  ყდის მეორე და მესამე გვერდები ცარიელია. ყდის მეოთხე გვერდზე დატანილია ოქროსფერი ჩარჩო.  გვერდის  ქვედა მხარეს განთავსებულია სააგენტოს სრული ვერტიკალური ლოგო ერთ ფერში, ქვევით მოთავსებულია წარწერა: „მოწმობის ვალიდურობა შეგიძლიათ გადაამოწმოთ სააგენტოს ვებგვერდზე – www.sda.gov.ge“.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი:

ა) №1ა დაბადების მოწმობა – ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) №7ა ქორწინების მოწმობა – ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
სააგენტო უფლებამოსილია, ამ ბრძანებით დამტკიცებულ დაბადების მოწმობის ბლანკზე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაიტანოს ეროვნული ან სხვა დღესასწაულის აღმნიშვნელი მარკა.

 

მუხლი 3
ამ ბრძანებით დამტკიცებული დაბადებისა და ქორწინების მოწმობების ბლანკების პარალელურად გაიცემა დაბადებისა და ქორწინების მოწმობების ის ბლანკები, რომლებიც გაიცემოდა ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე, მათი მარაგის სრულ ამოწურვამდე.

 

მუხლი 4
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
📎 დანართები (2)
-2.doc DOC

დანართი 1ა

დაბადების მოწმობა

[pic]

[pic]

დაბადების მოწმობის ყდა

[pic]

-3.doc DOC

დანართი 7 ა

ქორწინების მოწმობა

[pic]

[pic]

ქორწინების მოწმობის ყდა

[pic]