ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელოვანებისათვის ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.02.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.158.016285
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელოვანებისათვის ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2016 წლის 15 თებერვალი
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელოვანებისათვის ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელოვანებისათვის ჯილდოს გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად;
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელოვანებისათვის ჯილდოს გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალური შემსრულებლებისათვის, ხელოვნების წარმომადგენლობებისა და შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელ პირთა ყოველთვიური ფულადი დახმარებისა და ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა კატეგორიებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის ინდივიდუალური შემსრულებლები –
მუსიკოსები, მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები, მხატვრული კითხვის ოსტატები, კომპოზიტორები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მსახიობები და სხვა;
ბ) ხელოვნების წარმომადგენლობები –
ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიოები, კვარტეტები და სხვა;
გ)შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელი პირები –
პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები, და სხვა, ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი, ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე წარდგენას.
მუხლი 3🔗.
ხელოვნების ინდივიდუალური წარმომადგენლების ყოველთვიური ფულადი დახმარება
1. ყოველთვიური ფულადი დახმარება გაეწიოთ შემდეგი კატეგორიის ხელოვნების ინდივიდუალურ წარმომადგენლებს:
ა) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებული (1,2,3 ადგილის მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში –
50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ბ) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოს მასშტაბით პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში –
70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
გ) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებული (1,2,3 ადგილის მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში –
100 (ასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
დ) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებსა და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში –
150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
ე) ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებულები (1,2,3 ადგილის მფლობელები) და პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებში და ირიცხებიან ხელოვნების სხვადასხვა ჟანრის საქართველოს სახელმწიფო ან აკადემიურ დასებში –
200 (ორასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
2. ხელოვნების წარმომადგენლებისთვის (ინდივიდუალური შემსრულებლები) ყოველთვიური ფულადი დახმარება გაიცემა მიღწეულ წარმატებებზე დაყრდნობით წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ყოველთვიურდ წარმოდგენილი დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 4🔗.
ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარების გაცემა
1. ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარება გაეწევათ:
ა)ხელოვანებს (ინდივიდუალური შემსრულებლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებული (1,2,3 ადგილის მფლობელები) და პრიზიორები დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში:
ა.ა) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში (1,2,3 ადგილი) –
500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
ა.ბ) საქართველოს მასშტაბით ფესტივალ-კონკურსებზე სპეციალური პრიზების მოპოვების შემთხვევაში (გრანპრი, ჟიურის სიმპატია და სხვ.) –
1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
ა.გ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ (საერთაშორისო კონკურსში) ფესტივალ-კონკურსებზე გამარჯვების შემთხვევაში (1,2,3 ადგილი) –
1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
ა.დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ (საერთაშორისო კონკურსში) ფესტივალ-კონკურსებზე სპეციალური პრიზების მოპოვების შემთხვევაში (გრანპრი, ჟიურის სიმპატია და სხვ.) –
2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით);
ბ)შემოქმედებით წარმომადგენლობებს (ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიო და კვარტეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში საქართველოს მასშტაბით გახდებიან ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებული (1,2,3 ადგილის მფლობელები) დიდებსა და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში –
2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით) და აგრეთვე მათ უშუალო ხელმძღვანელ პირებს (პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები, და სხვ.), ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი და ვინც ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე წარდგნას –
1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
გ) შემოქმედებით წარმომადგენლობებს (ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიო და კვარტეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში საქართველოს მასშტაბით გახდებიან ფესტივალ-კონკურსების პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებსა და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში - 2 500 (ორიათასხუთასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით) და აგრეთვე მათ უშუალო შემოქმედებითი დასების ხელმძღვანელ პირებს (პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები, და სხვ.), ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი და ვინც ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე წარდგნას –
1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
დ) შემოქმედებით წარმომადგენლობებს (ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიო და კვარტეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების გამარჯვებული (1,2,3 ადგილის მფლობელები) დიდებში და სხვადასხვა ასაკობრივ კადეგორიებსა და ჟანრებში –
3 000 (სამიათასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით) და აგრეთვე მათ უშუალო ხელმძღვანელ პირებს (პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები, და სხვ.), ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი და ვინც ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მის ფესტივალ-კონკურსზე –
1800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
ე) შემოქმედებით წარმომადგენლობებს (ანსამბლები, დასები, ჯგუფები, გუნდები, ტრიო, კვარტეტები და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები), რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან საერთაშორისო მასშტაბით ფესტივალ-კონკურსების პრიზიორები (გრანპრისა და ფესტივალ-კონკურსების სპეციალური პრიზების მფლობელები) დიდებსა და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებსა და ჟანრებში - 3 500 (სამიათასხუთასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით), შემოქმედებითი დასებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების ხელმძღვანელ პირებს (პედაგოგები, კონცერტმაისტერები, ბალეტმაისტერები, რეჟისორები, მუსიკალური ხელმძღვანელები, კომპოზიტორები, ქორეოგრაფები, ლოტბარები, რეგენტები, დირიჟორები, და სხვ.), ვინც უშუალოდ მოამზადა ინდივიდუალური შემსრულებელი და ვინც ამა თუ იმ შემოქმედებითი დასისთვის შექმნა ან მოამზადა საკონკურსო ნომერი და უხელმძღვანელა მას ფესტივალ-კონკურსზე –
2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (ბიუჯეტის ვალდებულებების გათვალისწინებით).
2. ხელოვნების წარმომადგენლებისთვის (შემოქმედებითი წარმომადგენლობები) ერთჯერადი მატერიალური (ფულადი ჯილდო) დახმარება გაიცემა მიღწეულ წარმატებებზე დაყრდნობით, წარმოდგენილი დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დასკვნისა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.