„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.158.016281
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2016 წლის 15 თებერვალი

ქ. ბოლნისი

 

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ბოლნისის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20  ოქტომბრის  №39  დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 24/10/2014, 010260020.35.158.016184) დამტკიცებულ  დანართი   №1-ში  შევიდეს  შემდეგი  ცვლილება:

1.დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-2  მუხლის  მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი   რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)  იურიდიული  განყოფილება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

გ) მოქალაქეთა მომსახურებისა  და საქმისწარმოების განყოფილება;

დ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

ე) პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების განყოფილება;

ვ) გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-7 მუხლის  „გ“  ქვეპუნქტი     ჩამოყალიბდეს  შემდეგი   რედაქციით:

„გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას;“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-7 მუხლს დაემატოს „თ“  ქვეპუნქტი   და  ცვლილება   ჩამოყალიბდეს  შემდეგი   რედაქციით:

„თ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემული მუნიციპალური მოძრავი ქონების  (ინვენტარი, ტექნიკა)  აღრიცხვა   და  კონტროლი.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-8  მუხლის  „ვ“  ქვეპუნქტი     ჩამოყალიბდეს  შემდეგი   რედაქციით:

„ვ) შიდა ქსელის,  კომპიუტერული ტექნიკის გამართული ფუნქციონირების მონიტორინგი, ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება, კომპიუტერების   რემონტი  და  ტექნიკური  მომსახურება;“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის  მე-9 მუხლი   ჩამოყალიბდეს   შემდეგი   რედაქციით:

 „მუხლი 9.  გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება

1. გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება  დადგენილი წესით  უზრუნველყოფს:

ა) გამგებლის წარმომადგენლებთან ერთად უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან და გამგეობასთან;

ბ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე თვითმმართველობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების  შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

გ)  ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის გამოკითხვასა და სახალხო განხილვების ჩატარებას;

დ) ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენისას ამზადებს წინადადებებს დასახლებულ პუნქტებში დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევეს მოსახლეობისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულებში ტერიტორიის დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების  ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის შესახებ;

ვ) აწარმოებს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე  პირის კონკრეტულ მისამართზე  ფაქტობრივი ცხოვრებისა და საქონლის ადგილწარმოშობის  ფაქტის დადასტურების, აგრეთვე  გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მიერ ფაქტობრივ  მდგომარეობათა  ამსახველი  ინფორმაციის გაცემის მიზნით ინფორმაციის მოკვლევას  და შესაბამისი  დოკუმენტის  (აქტი)   შედგენას.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2016 წლის 1 მარტიდან.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.02.2016.
როდის იქნა მიღებული „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 15.02.2016. მიმღები ორგანო — ბოლნისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.158.016281.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.02.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 20 ოქტომბრის №39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №9, 15.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.158.016281 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3192362/