საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 101-ე მუხლის პირველი ნაწილის „ც” ქვეპუნქტში რიცხვის „85-ე” შემდეგ დაემატოს რიცხვი „88-ე”.

2. 273-ე მუხლის მე-17 ნაწილში ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

საქმიანობის სახე

მოსახლეობის რაოდენობა

30000-მდე

30000-დან 1000000-მდე

1000000-დან

1

2

3

4

ა) საცალო ვაჭრობა ფარდულებში და ჯიხურებში (ბაზრობებისა და ბაზრების გარდა), ვაჭრობა ქუჩებში, ავტომაგისტრალებზე, ბაზრობებზე დახლებიდან საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ბაზრებსა და ბაზრობებზე ვაჭრობა, გარდა ამ პროდუქციის მწარმოებელი ფიზიკური პირებისა

10

18

35

ბ) ბაზრებსა და ბაზრობებზე საცალო და საბითუმო ვაჭრობა (ფარდულები, ჯიხურები, კონტეინერები, მაღაზიები, საწყობები და სხვა) დახლებიდან ვაჭრობის გარდა

20

30

60

გ) საქონლის წარმოება, მომსახურების გაწევა, სამუშაოების შესრულება, გარდა ამ ცხრილის „დ” და „ე” ქვეპუნქტებში აღნიშნულისა

10

25

50

დ) მომსახურება 17 ადგილამდე ტევადობის სამგზავრო ავტოტრანსპორტით, ტვირთის გადაზიდვა სატვირთო ავტოტრანსპორტით

20

50

100

ე) საიუველირო ნაწარმის წარმოება, საათებისა და საიუველირო ნაწარმის რემონტი, მომსახურება 17 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტით

30

75

150

 

3. 273-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 ნაწილი:

„ამ მუხლის მე-17 ნაწილის ცხრილის მეორე სვეტში და მე-18 ნაწილში მოცემული განაკვეთები სოფელ ადგილებში მცირდება 50 პროცენტით”, ხოლო მე-19–28-ე ნაწილები შესაბამისად ჩაითვალოს მე-20–29-ე ნაწილებად.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პრეზიდენტი                    ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

№1522–II