ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.02.2016
გამომცემი ორგანო ერედვის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.147.016133
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.02.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ემზარ ბერუაშვილი | ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2016 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმისწარმოების წესი თანდართული №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი
დანართი №1
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქმისწარმოების წესი
მუხლი 1🔗.
კონტროლი ინსტრუქციით დადგენილი წესების შესრულებაზე
1. კონტროლს ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების შესრულებაზე ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
2. საქმისწარმოების და ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ერთ-ერთ სპეციალისტს, რომლის მოვალეობაშიც შედის:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა;
ბ) დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის (ადრესატისთვის);
გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
დ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;
ე) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;
ვ) სხვა მოვალეობები, რაც გათვალისწინებულია ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებით.
მუხლი 2🔗.
ინსტრუქციის მოქმედება ქაღალდზე შესრულებულ და ელექტრონულ დოკუმენტებზე
1. ინსტრუქციით განსაზღვრული პროცედურები ვრცელდება როგორც ქაღალდზე შესრულებულ, ისე ელექტრონულ დოკუმენტებზე.
2. ინფორმაციის ავტომატიზებული (კომპიუტერული) დამუშავების მოქმედებისას სქემებში შეიტანება კომპიუტერული ტექნიკის საშუალებით დოკუმენტების დამუშავების ყველა პუნქტი.
3. კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების პირობებში დოკუმენტბრუნვის ორგანიზაცია უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტების ტრადიციული და ავტომატიზებული დამუშავების ურთიერთშეთავსებას ამ საშუალებათა შესაძლებლობებთან.
მუხლი 3🔗.
კონტროლი ინსტრუქციით დადგენილი წესების შესრულებაზე
1. კონტროლს ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების შესრულებაზე ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
2. საქმისწარმოების და ინსტრუქციით დადგენილი პროცედურების დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ერთ-ერთ სპეციალისტს, რომლის მოვალეობაშიც შედის:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა;
ბ) დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის (ადრესატისთვის);
გ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
დ) გასული დოკუმენტების გაგზავნა;
ე) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად;
ვ) სხვა მოვალეობები, რაც გათვალისწინებულია ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულებით.
მუხლი 4🔗.
მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირების საერთო წესი
1. მმართველობითი საქმიანობის დოკუმენტირება გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად მმართველობითი საქმიანობის ფიქსაციას ქაღალდზე ან ინფორმაციის სხვა მატარებელზე.
2. დოკუმენტების მომზადებისა და გაფორმების დროს დაცული უნდა იქნეს დადგენილი წესები, რომლებიც უზრუნველყოფს დოკუმენტის იურიდიულ ძალას, მის შემდგომ გამოყენებას, აღრიცხვას, შემდგომ დამუშავებასა და შენახვას.
3. დოკუმენტს უნდა გააჩნდეს „მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელით“ დადგენილი რეკვიზიტები.
მუხლი 5🔗.
დოკუმენტის პროექტის მომზადება და გაფორმება
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დოკუმენტები დგება თვითმმართველობის მოხელის მიერ ხელმძღვანელის დავალებით ან საკუთარი ინიციატივით.
2. დოკუმენტის პროექტის ვიზირება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) იმ პირის მიერ, რომელმაც მოამზადა დოკუმენტის პროექტი (მიეთითება შემსრულებელი).
3. დოკუმენტის პროექტის ვიზირების შემდეგ სავალდებულოა თანხმობის მიღება, რომელიც ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
ა) საკრებულოს აპარატის სპეციალისტის მიერ სამართლებრივი უზრუნველყოფის საკითხებში (მიეთითება შეთანხმებულია);
ბ) საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ (მიეთითება შეთანხმებულია).
4. ვიზების შეგროვებისათვის პასუხისმგებელია საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, სადაც მზადდება დოკუმენტი.
5. ვიზირებული დოკუმენტის პროექტი გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, რომელიც პასუხისმგებელია დოკუმენტის სწორად გაფორმებაზე და უზრუნველყოფს დოკუმენტის პროექტის ხელმოსაწერად გადაცემას დოკუმენტის ხელმოწერის უფლებამოსილი პირისათვის.
მუხლი 6🔗.
შემოსული კორესპონდენციის მიღება
1. საკრებულოში შემოსული დოკუმენტები გადის პირველად დამუშავებას, წინასწარ გარჩევას, რეგისტრაციას, ინდექსაციას, ხელმძღვანელობის მიერ განხილვას, შემსრულებლებისათვის კონკრეტული დავალების მიცემას, შესრულების ვადის განსაზღვრასა და შემსრულებელთათვის გადაცემას.
2. საკრებულოს სახელზე შემოსული კორესპოდენციის მიღება ხდება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ქუჩა №89/24.
3. საკრებულოს (თანამდებობის პირის) სახელზე შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებს და მოქალაქეთა წერილებს იღებს და აღრიცხავს (რეგისტრაციაში ატარებს) მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
4. კონვერტები დოკუმენტებითურთ, მათ შორის, შეკვეთილი, იხსნება, ამასთანავე მოწმდება ადრესატის სისწორე, პაკეტის სიმრთელე, კონვერტსა და დოკუმენტებზე მითითებული ნომრების შესაბამისობა.
5. პაკეტის შემოწმებისას შენიშნული დარღვევების შემთხვევაში, დგება აქტი სამ ცალად. ერთი აქტი დაერთვის დოკუმენტს, მეორე ეგზავნება დოკუმენტის ავტორს, მესამე რჩება მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
6. შემოსული დოკუმენტების (მათ შორის, მოქალაქეთა წერილების) კონვერტები არ ნადგურდება იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ კონვერტით შეიძლება გამომგზავნის მისამართის, დოკუმენტების გამოგზავნისა და მიღების დროის დადგენა, აგრეთვე პირადი დოკუმენტების შემოსვლისას.
7. შემოსულ დოკუმენტს პირველ გვერდზე მარჯვენა ქვედა კუთხეში დაესმება შტამპი სარეგისტრაციო ნომრითა და შემოსვლის თარიღით, ფურცლების რაოდენობის მითითებით.
8. არ რეგისტრირდება: სტატისტიკური კრებულები, წიგნები, გაზეთები, ჟურნალები და სხვა პერიოდული გამოცემები, სარეკლამო ცნობები, მისალოცი და მოსაწვევი ბარათები.
9. არასწორი მისამართით გამოგზავნილი პაკეტი გადაიგზავნება კუთვნილისამებრ ან დაუბრუნდება ავტორს.
10. პაკეტები წარწერით ”პირადად“ აღირიცხება კონვერტზე აღნიშნული მონაცემებით და ადრესატს გადაეცემა გაუხსნელად.
მუხლი 7🔗.
შემოსული კორესპონდენციის წინასწარი გარჩევა
1. შემოსული დოკუმენტების წინასწარი გარჩევა ხდება მათი განაწილების მიზნით, რათა განისაზღვროს ხელმძღვანელობის მიერ აუცილებლად განსახილველი და საკრებულოს აპარატისათვის პასუხისმგებელი შემსრულებლებისათვის უშუალოდ გადასაცემი დოკუმენტები.
2. საკრებულოს აპარატში წინასწარ გადაისინჯება დოკუმენტები, რომლებიც ეგზავნება საკრებულოს თავმჯდომარეს.
მუხლი 8🔗.
შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაცია და ინდექსაცია
1. დოკუმენტის რეგისტრაცია ნიშნავს დოკუმენტზე ინდექსის დასმას და სარეგისტრაციო ფორმებში დოკუმენტის შესახებ საჭირო ცნობების ჩაწერას.
2. დოკუმენტის ინდექსი შედგება რიგითი ნომრისაგან, საქმეთა ნომენკლატურის, აგრეთვე კორესპონდენტების, შემსრულებლებისა და სხვა კლასიფიკატორების ინდექსებისაგან.
3. დოკუმენტის ინდექსი დგება შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) რიგითი სარეგისტრაციო ნომერი;
ბ) საქმეთა ნომენკლატურის ინდექსი;
გ) გამოყენებული კლასიფიკატორის ინდექსი.
4. რეგისტრაციას ექვემდებარება როგორც საკრებულოში შექმნილი და მის შიგნით გამოსაყენებელი, ისე სხვა დაწესებულებებში გასაგზავნი, სხვა დაწესებულებებიდან და კერძო პირებისაგან შემოსული ყველა ის დოკუმენტი, რომლებსაც ესაჭიროება აღრიცხვა, შესრულება და გამოყენება (განკარგულებითი, საგეგმო, საანგარიშგებო, სტატისტიკური, საბუღალტრო, საფინანსო და სხვ.).
5. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციას ახდენს მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
6. დოკუმენტი ერთხელ გადის რეგისტრაციას. შემოსული - შემოსვლის დღეს, შექმნილი - ხელმოწერის ან დამტკიცების დღეს. დაუშვებელია დოკუმენტის ხელახალი რეგისტრაცია და სხვა სარეგისტრაციო ნომრის მინიჭება.
7. დოკუმენტების რეგისტრაცია წარმოებს ჯგუფების ფარგლებში მათი სახეობების დასახელების, ავტორისა და შინაარსის მიხედვით. რიგითი სარეგისტრაციო ნომრები დოკუმენტებს მიეკუთვნება თითოეული რეგისტრირებული ჯგუფის ფარგლებში.
8. დოკუმენტების სარეგისტრაციო რეკვიზიტებია:
ა) ავტორი (კორესპონდენტი);
ბ) დოკუმენტების სახეობის დასახელება;
გ) დოკუმენტის თარიღი;
დ) დოკუმენტის ინდექსი (დოკუმენტის შემოსვლის თარიღი და ინდექსი დაწესებულებაში შემოსული დოკუმენტებისათვის);
ე) დოკუმენტის სათაური ან მისი მოკლე შინაარსი;
ვ) რეზოლუცია (დავალების შინაარსი, ავტორი, თარიღი);
ზ) შესრულების ვადა;
თ) აღნიშვნა შესრულების შესახებ (საკითხის არსის გადაწყვეტის მოკლე ჩანაწერი, საპასუხო დოკუმენტის ფაქტობრივი შესრულების თარიღი და ინდექსი);
ი) საქმე N.
9. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი რეკვიზიტების შემადგენლობა შეიძლება შეივსოს შემდეგი მონაცემებით:
ა) შემსრულებლები;
ბ) შემსრულებლის ხელმოწერა დოკუმენტის მიღებაზე;
გ) შესრულების მიმდინარეობა;
დ) დანართები და სხვა.
მუხლი 9🔗.
შემოსული კორესპონდენციის გადაცემის წესი
1. საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად გადაეცემა დოკუმენტები, რომლებიც მიღებულია საკანონმდებლო, სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან, შეიცავენ ინფორმაციას თვითმმართველობის ორგანოს საქმიანობის პრინციპულ საკითხებზე და რომელთა შესრულება მოითხოვს ხელმძღვანელობის პრინციპული ხასიათის გადაწყვეტილებას. დანარჩენ დოკუმენტებს წინასწარი განხილვის შემდეგ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გადასცემს აპარატის სპეციალისტებს შემსრულებლებს.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დოკუმენტების დამუშავება და შემსრულებლისათვის გადაცემა უნდა ხორციელდებოდეს მათი შემოსვლის დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს, თუ დოკუმენტები შემოვიდა არასამუშაო დროს.
3. დოკუმენტები, რომლებიც სრულდება საკრებულოს რამდენიმე კომისიის ან საკრებულოს აპარატის წამყვანი სპეციალისტის მიერ, გადაეცემა მათ რიგრიგობით ან ერთდროულად ასლების მეშვეობით. დოკუმენტების გამრავლების აუცილებლობასა და ასლების რაოდენობას განსაზღვრავს დოკუმენტის შესრულებისათვის პასუხისმგებელი პირი.
4. კორესპონდენციები გადაეცემა საკრებულოს აპარატის უფროსს, რომელიც კორესპონდენციის გადაცემიდან ერთი დღის ვადაში გააცნობს საკრებულოს აპარატის ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტს კორესპოდენციაზე გაცემული დავალებების შესახებ.
მუხლი 10🔗.
დავალებათა გაფორმება
1. საკრებულოს თავმჯდომარე შემოსულ დოკუმენტებზე რეზოლუციის სახით დავალებებს აძლევს საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის წამყვან სპეციალისტებს.
2. საკრებულოს აპარატის უფროსი რეზოლუციის სახით დოკუმენტის შესრულებაზე დავალებას აძლევს მხოლოდ საკრებულოს აპარატში შემავალ თანამშრომელს.
3. დავალებათა პროექტებს შემოსულ ოფიციალურ კორესპონდენციებსა და მოქალაქეთა წერილებზე ამზადებენ საკრებულოს აპარატის უფროსი და აპარატში შემავალი წამყვანი სპეციალისტები. დავალებათა რეზოლუციების პროექტებს, თუ მასალა ორ გვერდზე მეტია, უნდა დაერთოს მოკლე ანოტაცია.
4. დავალებათა პროექტები ფორმდება სპეციალურ ბლანკზე.
5. დავალების პროექტი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ მითითებას იმ პირზე (პირებზე), რომელსაც (რომლებსაც) ეძლევა დავალება. დავალების შინაარსი უნდა იყოს მოკლე და ზუსტად ასახავდეს დავალების არსს. უნდა მიეთითოს დავალების შესრულების ვადა.
6. ხელმოწერილი დავალება რეგისტრაციისთანავე გადაეცემა მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს თუ დავალება გაცემულია შემოსულ დოკუმენტზე, მას დაესმება დოკუმენტის რეგისტრაციის ნომერი, თარიღად კი –
დავალებაზე ხელმოწერის დღე.
მუხლი 11🔗.
დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი
1. საკრებულოს აპარატს, მის თანამშრომლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა სამსახურებრივი დოკუმენტების მოვლასა და მათში ასახული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
2. დოკუმენტის დაკარგვის თაობაზე თანამშრომელმა უნდა განუცხადოს საკრებულოს აპარატის უფროსს. ასეთ შემთხვევაში ტარდება სამსახურებრივი მოკვლევა.
3. დოკუმენტის ან მისი ასლის გადაცემა სხვა ორგანიზაციისათვის შეიძლება მხოლოდ საკრებულოს აპარატის უფროსის უფროსის ნებართვით.
4. შემოსული დოკუმენტების გაცნობა და მათზე მუშაობა ხორციელდება სამსახურებრივ შენობაში.
5. შვებულებაში, მივლინებაში წასვლის ან ავადმყოფობის შემთხვევაში თანამშრომელი მასზე რიცხულ დოკუმენტებს საკრებულოს აპარატის უფროსის მითითებით გადასცემს სხვა თანამშრომელს, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში კი ყველა დოკუმენტს აბარებს საკრებულოს აპარატის უფროსს.
მუხლი 12🔗.
გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი
1. საკრებულოს მიერ გასაგზავნი დოკუმენტები რეგისტრირდება, მრავლდება, კონვერტებში თავსდება, საფოსტო გზავნილებად ფორმდება და გასაგზავნად ბარდება საკრებულოს აპარატის ერთ-ერთ სპეციალისტს.
2. კონვერტში ჩალაგების წინ მოწმდება დოკუმენტების გაფორმების სისწორე, დანართების არსებობა, ეგზემპლარების რაოდენობის შესაბამისობა ადრესატების რაოდენობასთან. გაუფორმებელი ან არასწორად გაფორმებული დოკუმენტები უბრუნდება შემსრულებელს საბოლოო დასამუშავებლად.
3. ელექტრონული სახით დოკუმენტების გაგზავნა წარმოებს თანდართული წერილით, რომლის ასლიც საქმეში იკერება საერთო წესით.
4. გასაგზავნად შემოსული დოკუმენტები უნდა დამუშავდეს და გაიგზავნოს იმავე დღეს ან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა. სასწრაფოდ გადასაცემი დოკუმენტი იგზავნება შემოსვლისთანავე.
5. გასაგზავნი დოკუმენტების რეესტრს აწარმოებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
მუხლი 13🔗.
დოკუმენტების შესრულების კონტროლი
1. კონტროლს ექვემდებარება შესასრულებელი დოკუმენტები. შესრულების კონტროლი მოიცავს:
ა) დოკუმენტის კონტროლზე აყვანას;
ბ) შემსრულებლისათვის მისი დროული მიწოდების შემოწმებას;
გ) შესრულების მიმდინარეობის შემოწმებასა და რეგულირებას;
დ) დოკუმენტების შესრულების კონტროლის შედეგების აღრიცხვასა და განზოგადებას;
ე) ხელმძღანელობისათვის ინფორმაციის მიწოდებას.
2. შესრულების კონტროლის ორგანიზაცია უზრუნველყოფს დოკუმენტის დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
3. კონტროლს ახორციელებენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი, აგრეთვე პასუხისმგებელი შემსრულებლები.
მუხლი 14🔗.
დოკუმენტის შესრულების ვადები
1. დოკუმენტის შესრულების ვადები გამოითვლება კალენდარული დღეების მიხედვით დოკუმენტის ხელმოწერის (დამტკიცების) თარიღიდან, ხოლო სხვა დაწესებულებებიდან შემოსული დოკუმენტისათვის –
მისი შემოსვლის თარიღიდან.
2. შესრულების ვადებს განსაზღვრავს საკრებულოს აპარატის უფროსი დოკუმენტების გამომგზავნი დაწესებულებების მიერ ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადებიდან გამომდინარე. შესრულების საბოლოო თარიღი მიეთითება დოკუმენტის ტექსტში ან რეზოლუციაში.
3. დოკუმენტებზე წინადადებების მომზადების ვადა განისაზღვრება 10 დღემდე, თუ დოკუმენტი მოითხოვს დასმული საკითხის დამატებით შესწავლას –
14 დღემდე.
4. თუ დავალების შესრულების ვადის გაგრძელება აუცილებელია, ამის შესახებ დავალების შესრულების ვადის გასვლამდე 3 დღით ადრე წერილობით უნდა მოხსენდეს იმ თანამდებობის პირს, ვინც გასცა დავალება. შესრულების ვადის გაგრძელება რეგისტრირდება საკრებულოს აპარატში.
5. დოკუმენტების შესრულების შეჩერების, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს.
მუხლი 15🔗.
დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია
1. დოკუმენტი შესრულებულად ითვლება და კონტროლიდან იხსნება დავალებების შესრულების, დაინტერესებული დაწესებულებებისა და პირებისათვის შედეგების შეტყობინების ან სხვა სახის დოკუმენტურად დადასტურების შემდეგ. შესრულების შედეგების შესახებ მზადდება მოკლე ცნობა, რომელიც ერთვის დოკუმენტს.
2. დოკუმენტების შესრულების კონტროლი ითვალისწინებს შემდეგ ოპერაციებს:
ა) დაქვემდებარებული დოკუმენტების კარტოთეკის ფორმირებას;
ბ) დოკუმენტის შესრულებაზე დავალების (რეზოლუციის) შედგენას;
გ) დოკუმენტის შესრულებაზე დავალების (რეზოლუციის) რეგისტრაციას;
დ) შემსრულებელი ქვედანაყოფისათვის შესრულების ვადის შეხსენებას;
ე) შესრულების მიმდინარეობასა და შედეგებზე ინფორმაციის მიღებას;
ვ) შესრულების შესახებ ხელმძღვანელებისათვის ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას;
ზ) თათბირებსა და კოლეგიური ორგანოების სხდომებზე დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ მოხსენებას;
თ) კონტროლიდან დოკუმენტების მოხსნას;
ი) შესრულებული დოკუმენტების საინფორმაციო ბაზის ფორმირებას.
3. დოკუმენტების საინფორმაციო ბაზის სისტემატიზაცია ხორციელდება დოკუმენტების შესრულების ვადების, შემსრულებლების, დოკუმენტების სახეთა ჯგუფების მიხედვით.
4. შესრულების მიმდინარეობის შემოწმება ხორციელდება ყველა ეტაპზე შემდეგი წესით:
ა) შემდგომი წლების დავალებების –
წელიწადში ერთხელ მაინც;
ბ) მიმდინარე წლის შემდგომი თვეების დავალებების –
თვეში ერთხელ მაინც;
გ) მიმდინარე თვის დავალებების –
ყოველ ათ დღეში, ხუთი დღით ადრე შესრულების ვადამდე.
5. საკრებულოს აპარატი აპარატის ერთ-ერთი სპეციალისტის მიერ ახორციელებს დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და შედეგების მონაცემების აღრიცხვასა და განზოგადებას თვეში ერთხელ მაინც.
მუხლი 16🔗.
დაწესებულებაში საქმეთა ფორმირების წესი
1. საქმეთა ფორმირება გულისხმობს შესრულებული დოკუმენტების დაჯგუფებას.
2. საქმეში თავსდება დოკუმენტები, რომლებიც თავისი შინაარსით შეესაბამება საქმის სათაურს. ამასთან, აკრძალულია საქმეებში დოკუმენტების შავი და დუბლეტური ეგზემპლარების (განსაკუთრებულად ღირებულების გარდა) დაჯგუფება.
3. საქმეების ფორმირებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. საქმეთა ფორმირება ხორციელდება დაწესებულების არქივის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი საარქივო დაწესებულების უშუალო მეთოდიკური ხელმძღვანელობით.
4. საქმეთა ფორმირების დროს დაცული უნდა იქნეს შემდეგი მოთხოვნები:
ა) მუდმივად, ხანგრძლივად და დროებით შესანახი დოკუმენტები უნდა დაჯგუფდეს ცალკე საქმეებში;
ბ) საქმეში შეიტანება თითოეული დოკუმენტის ერთი ეგზემპლარი;
გ) საქმეში დაჯგუფებული უნდა იყოს ერთი კალენდარული წლის დოკუმენტები; გამონაკლისს წარმოადგენს: გარდამავალი საქმეები; პირადი საქმეები, რომლებიც ფორმირდება მოცემული დაწესებულების მუშაობის მთელი პერიოდის მანძილზე; საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების დოკუმენტები, რომელთა დაჯგუფება ხდება მათი მოწვევის პერიოდში;
დ) საქმე უნდა შეცავდეს არა უმეტეს 250 ფურცელს, ხოლო მისი სისქე არ უნდა აღემატებოდეს 4 სანტიმეტრს.
5. საქმეებში დოკუმენტები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ თავისი შინაარსით თანამიმდევრულად აშუქებდნენ განსაზღვრულ საკითხებს. ამასთან დოკუმენტები განლაგებული უნდა იყოს ქრონოლოგიურად (შემოსული –
შემოსვლის თარიღის, გასული - გაგზავნის თარიღის მიხედვით) ან ავტორებისა და კორესპონდენტების დასახელებების ანბანური ნიშნით.
6. დოკუმენტების დანართები, განურჩევლად მათი დამტკიცებისა თუ შედგენისა, უერთდება დოკუმენტებს, რომლებსაც ისინი მიეკუთვნება. 250 ფურცელზე მეტი მოცულობის დანართი შეადგენს ცალკე ტომს, რაც აღინიშნება დოკუმენტში.
7. თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების დაჯგუფება საქმეებში ხდება სახეობებისა და ქრონოლოგიის მიხედვით და იმ დანართებით, რომლებიც მათ მიეკუთვნება:
ა) ნორმატიული აქტებით დამტკიცებული წესდებები, დებულებები, ინსტრუქციები, ნუსხები მათი დანართებია და ჯგუფდება მითითებულ დოკუმენტებთან ერთად, ხოლო, თუ ისინი დამტკიცებულია როგორც დამოუკიდებელი დოკუმენტები, მათ აჯგუფებენ ცალკე საქმეებად;
ბ) ძირითადი საქმიანობის და პირადი შემადგენლობის სამართლებრივი აქტები ჯგუფდება ცალ-ცალკე;
გ) პირადი შემადგენლობის სამართლებრივი აქტები ჯგუფდება მათი შენახვის დადგენილი ვადების შესაბამისად. პირადი შემადგენლობის სამართლებრივი აქტები, რომლებიც ეხება დაწესებულების საქმიანობის სხვადახვა მხარეს (სამუშაოზე მიღება, გადაადგილება, გათავისუფლება, მივლინებები და ა.შ.), ჯგუფდება ცალკეულ საქმეებად;
დ) დავალებები და მათი შესრულების დოკუმენტები საქმეებში ჯგუფდება დაწესებულების საქმიანობის მიმართულებების მიხედვით;
ე) დამტკიცებული გეგმები, ანგარიშები, ხარჯთა ნუსხები, ლიმიტები, სატიტულო სიები და სხვა დოკუმენტები ჯგუფდება განცალკევებით მათი პროექტებისაგან;
ვ) პირად საქმეებში დოკუმენტების განლაგება ხდება ქრონოლოგიურად მათი შემოსვლის მიხედვით;
ზ) თვითმმართველობის მოსამსახურეთა ხელფასის პირადი ანგარიშები ჯგუფდება ცალკე საქმეებად და განლაგდება ანბანური თანმიმდევრობით გვარების მიხედვით;
თ) მოქალაქეთა წინადადებები, განცხადებები და საჩივრები დაწესებულების მუშაობის საკითხებზე, ყველა დოკუმენტი მათი განხილვისა და შესრულების შესახებ ჯგუფდება პირად საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებებისაგან განცალკევებით;
ი) მიმოწერა ჯგუფდება კალენდარული წლის მიხედვით და მისი სისტემატიზაცია ხორციელდება ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. დოკუმენტი –
პასუხი თავსდება დოკუმენტ –
შეკითხვის შემდეგ. გარკვეულ საკითხზე წინა წელს დაწყებული მიმოწერის განახლების შემთხვევაში დოკუმენტები შეიტანება მიმდინარე წლის საქმეში წინა წლის საქმის ინდექსის მითითებით.
მუხლი 17🔗.
დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად
1. მუდმივად და ხანგრძლივად (10 წელი და ზევით) შესანახი დასრულებული საქმეები (მათ შორის ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები) სამი წლის განმავლობაში რჩება საკრებულოს აპარატში. საცნობარო მუშაობისათვის, ხოლო შემდეგ ბარდება დაწესებულების არქივს, ამასთან, თუ ამის შესაძლებლობა არ არსებობს, ინახება სტრუქტურულ ქვედანაყოფებში. დროებით (10 წლის ჩათვლით) შესანახი საქმეები საუწყებო არქივს შეიძლება გადაეცეს დაწესებულების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.
2. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად მოიცავს:
ა) დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის მოწყობას;
ბ) საქმეთა გაფორმებას;
გ) საქმეთა აღწერების შედგენას;
დ) დოკუმენტებისა და საქმეების გასანადგურებლად გამოყოფის აქტების შედგენას.
მუხლი 18🔗.
ელექტრონული დოკუმენტების შერჩევა საარქივოდ შესანახად
1. ელექტრონული დოკუმენტების შერჩევა საარქივო შესანახად ხორციელდება ამ დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის შედეგად, რომელიც ტარდება თვითმმართველობის საექსპერტო კომისიის მიერ.
2. ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზის პირველ ეტაპზე არქივი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების, საკადრო პოლიტიკისა და კადრების საორგანიზაციო განყოფილებასთან ან იმ სამსახურთან ერთად, რომელიც პასუხისმგებელია დაწესებულებაში საინფორმაციო ტექნოლოგიების ფუნქციონირებაზე, განსაზღვრავს სისტემების, თემებისა და პროექტების ნუსხას, რომელთა დოკუმენტებს ექსპერტიზის საერთო კრიტერიუმების შესაბამისად შეიძლება ჰქონდეთ ფასეულობა. ნუსხის ფარგლებში ტარდება ელექტრონული დოკუმენტების შერჩევა მუდმივ და ხანგრძლივ შესანახად; ნუსხა მტკიცდება დაწესებულების საექსპერტო კომისიის მიერ.
3. ელექტრონული დოკუმენტაციის ექსპერტიზა საექსპერტო კომისიის მიერ ტარდება ტრადიციულ მატარებლებზე დაწესებულებების დოკუმენტაციასთან ურთიერთკავშირში (კომპლექსში გამოიყენება ზოგადი და სპეციალური კრიტერიუმების სისტემა: დოკუმენტის მნიშვნელობა, სისრულე; დოკუმენტის ავთენტიკურობა; საარქივო შესანახად მიღებულ დოკუმენტებში დუბლირებული ინფორმაციის არსებობა).
4. ელექტრონული დოკუმენტების არქივში შესანახად მიღების დროს მხედველობაში მიიღება შემდეგი ფაქტორები:
ა) შეზღუდვები ელექტრონული დოკუმენტების მიღებისას;
ბ) ელექტრონული დოკუმენტის შექმნის პროცესის დასრულება;
გ) არქივში მიღების დროს ელექტრონული დოკუმენტების სხვა ფორმატში შესაძლო გადატანის ღირებულება;
დ) საკანონმდებლო აქტების არსებობა, რომლებიც აბრკოლებს ელექტრონული დოკუმენტების გადაცემას;
ე) აუცილებელი თანდართული დოკუმენტაციის არსებობა, ელექტრონული მოწყობილობის ტიპის შესაბამისობა ელექტრონული დოკუმენტების შენახვის სხვადასხვა რეჟიმებთან;
ვ) დოკუმენტების შენახვის ხარჯი.
5. ელექტრონული დოკუმენტების დაწესებულების არქივში გადასაცემად მომზადება შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
ა) არქივში გადასაცემი მანქანური მატარებლების ფიზიკური მდგომარეობის შემოწმება;
ბ) ელექტრონული დოკუმენტების ჩაწერა მანქანურ მატარებლებზე;
გ) ჩაწერის ხარისხის შემოწმება;
დ) ელექტრონული დოკუმენტების აღწერა;
ე) შესანახ ერთეულებზე (ფუტლარებზე) საარქივო შიფრების დასმა მუდმივად შესანახი და პირადი შემადგენლობის ელექტრონული დოკუმენტების საარქივო ანაწერის (ანაწერების) შესაბამისად;
ვ) თანდართული დოკუმენტაციის კომპლექტის მომზადება.
6. ელექტრონული დოკუმენტების თანდართული დოკუმენტაცია უნდა უზრუნველყოფდეს მათ დაცვასა და გამოყენებას. მასში აისახება შემდეგი ინფორმაცია:
ა) დოკუმენტის სახელწოდება,
ბ) დოკუმენტის შექმნის თარიღი,
გ) დოკუმენტის შინაარსის დახასიათება (ანოტაცია),
დ) დოკუმენტის ელექტრონული ფორმატი,
ე) დოკუმენტის ფიზიკური და ლოგიკური სტრუქტურა,
ვ) დოკუმენტის მოცულობა.
მუხლი 19🔗.
საქმეთა გაფორმება
1. საქმეთა გაფორმება ხორციელდება საკრებულოს აპარატის მიერ ადგილობრივი არქივის მეთოდიკური დახმარებითა და კონტროლით.
2. შენახვის ვადების მიხედვით ტარდება საქმეთა სრული ან ნაწილობრივი გაფორმება.
3. სრულ გაფორმებას ექვემდებარება მუდმივად, ხანგრძლივად შესანახი და პირადი შემადგნელობის საქმეები.
4. საქმეთა სრული გაფორმება ითვალისწინებს:
ა) საქმეთა ჩაკერებას ან აკინძვას;
ბ) საქმის ფურცლების ნუმერაციას;
გ) დამადასტურებელი ფურცლის შედგენას;
დ) საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების შიგა ანაწერის შედგენას;
ე) საქმის გარეკანის რეკვიზიტებში საჭირო დაზუსტებების შეტანას (დაწესებულების სახელწოდების, საქმის სარეგისტრაციო ინდექსის, კიდური თარიღების, სათაურის დაზუსტება).
5. დროებით (10 წლის ჩათვლით) შესანახი საქმეები ექვემდებარება ნაწილობრივ გაფორმებას: დასაშვებია საქმეში არ ჩატარდეს დოკუმენტების სისტემატიზაცია, არ დაინომროს საქმის ფურცლები, არ შედგეს დამადასტურებელი წარწერები.
მუხლი 20🔗.
საქმეთა ანაწერების შედგენა და გაფორმება დაწესებულების საქმისწარმოებაში
1. არქივის დაკომპლექტების უზრუნველსაყოფად დაწესებულებაში საქმისწარმოებით დამთავრებულ ყველა მუდმივად, ხანგრძლივად შესანახ და პირადი შემადგენლობის საქმეზე, რომელმაც გაიარა შემფასებელი ექსპერტიზა, დგება საარქივო ანაწერები.
2. საარქივო ანაწერი წარმოადგენს საარქივო ცნობარს, რომელიც შეიცავს საარქივო შესანახი ერთეულების სისტემატიზებულ ნუსხას და განკუთვნილია მათი აღრიცხვისა და შინაარსის გასახსნელად.
3. საარქივო ანაწერები დგება ცალკე:
ა) მუდმივად შესანახ საქმეებზე;
ბ) ხანგრძლივად შესანახ საქმეებზე;
გ) პირადი შემადგენლობის საქმეებზე.
4. ცალკე ანაწერი წარმოადგენს საქმეთა ჩამონათვალს დამოუკიდებელი მთლიანი (რიგითი) ნუმერაციით.
5. დაწესებულებაში ანაწერები დგება ყოველწლიურად არქივის უშუალო მეთოდიკური ხელმძღვანელობით. ამ ანაწერებით დოკუმენტები გადაეცემა არქივს. საკრებულოს აპარატის მიერ მომზადებული ანაწერების საფუძველზე დგება დაწესებულების საქმეთა კრებსითი ანაწერი, რომელსაც ამზადებს არქივი და რომლის მიხედვითაც იგი აბარებს საქმეებს მუდმივ შესანახად.
6. სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმეთა ანაწერები დგება სამ ეგზემპლარად და წარედგინება დაწესებულების არქივს საქმისწარმოებაში საქმეთა დამთავრებიდან ერთი წლის შემდეგ.
7. სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმეთა ანაწერის აღწერილობითი სტატია შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:
ა) საქმის (ტომის, ნაწილის) რიგითი ნომერი ანაწერის მიხედვით;
ბ) საქმის (ტომის, ნაწილის) ინდექსი;
გ) საქმის (ტომის, ნაწილის) სათაური, რომელიც სრულად შეესაბამება მის სათაურს საქმის გარეკანზე;
დ) საქმის (ტომის, ნაწილის) თარიღი;
ე) საქმეში (ტომში, ნაწილში) ფურცლების რაოდენობა;
ვ) საქმის შენახვის ვადა.
8. სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმეთა ანაწერის შედგენის დროს დაცული უნდა იყოს შემდეგი მოთხოვნები:
ა) ანაწერში საქმეთა სათაურები შეიტანება საქმეთა ნომენკლატურის საფუძველზე სისტემატიზაციის მიღებული სქემის შესაბამისად;
ბ) თითოეული საქმე ანაწერში შეიტანება დამოუკიდებელი რიგითი ნომრით (თუ საქმე შედგება რამდენიმე ტომისა ან ნაწილისაგან, თითოეული ტომი თუ ნაწილი ანაწერში შეიტანება დამოუკიდებელი ნომრით);
გ) ანაწერში საქმეთა ნუმერაციის წესია მთლიანი ნუმერაცია რამდენიმე წლის განმავლობაში; სტრუქტურული ქვედანაყოფების ანაწერებისათვის ნომრების მიკუთვნების წესი დგინდება არქივთან შეთანხმებით;
დ) ანაწერის გრაფები ივსება იმ ცნობების მიხედვით, რომლებიც გამოტანილია საქმის გარეკანზე;
ე) ანაწერში ერთიმეორის მიყოლებით ერთნაირი სათაურების მქონე საქმეების შეტანის დროს მთლიანად იწერება პირველი საქმის სათაური, ხოლო ყველა დანარჩენი ერთგვაროვანი საქმე აღინიშნება სიტყვით «იგივე», ამასთან სხვა ცნობები საქმის შესახებ ანაწერში შეიტანება მთლიანად (ანაწერის თითოეულ ახალ ფურცელზე სათაური იწერება მთლიანად);
ვ) ანაწერის გრაფა «შენიშვნა» გამოიყენება აღნიშვნებისათვის საქმეთა მიღების, მათი ფიზიკური მდგომარეობის თავისებურებების, საქმეთა სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გადაცემის (აუცილებელი აქტის მითითებით), პირების არსებობის შესახებ და ა.შ.
9. ანაწერის ბოლოს უკანასკნელი აღწერილობითი სტატიის შემდეგ კეთდება შემაჯამებელი ჩანაწერი, რომელშიც მიეთითება (ციფრებითა და სიტყვებით) საქმეთა რაოდენობა, საქმეთა პირველი და ბოლო ნომრები საქმეთა ანაწერის მიხედვით, აგრეთვე ანაწერში საქმეთა ნუმერაციის თავისებურებანი (სალიტერო და გამოტოვებული ნომრების არსებობა).
10. საკრებულოს აპარატის საქმეთა ანაწერს ხელს აწერს შემდგენელი მისი თანამდებობის მითითებით და ამტკიცებს ხელმძღვანელი.
11. დაწესებულების არქივის მოთხოვნით ანაწერისათვის შეიძლება შედგეს სარჩევი, შემოკლებათა სია, საძიებლები.
მუხლი 21🔗.
საქმეთა გასანადგურებლად გამოყოფის აქტის შედგენის წესი
1. დოკუმენტების გასანადგურებლად შერჩევა და მათზე აქტის შედგენა ხორციელდება იმავე პერიოდის მუდმივად და ხანგრძლივად შესანახ საქმეთა ანაწერების მომზადების შემდეგ. დოკუმენტებისა და საქმეების გასანადგურებლად გამოყოფის აქტები საექსპერტო კომისიის სხდომაზე განიხილება საქმეთა ანაწერებთან ერთად.
2. იმ აქტების ნუსხას, რომლებსაც აბარებენ მუდმივად შესანახად, ამტკიცებს დაწესებულების ხელმძღვანელი საარქივო დაწესებულების მიერ იმავე პერიოდის მუდმივად შესანახ საქმეთა ანაწერების დამტკიცების შემდეგ.
მუხლი 22🔗.
დაწესებულების არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი
1. მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი საქმეები პირადი შემადგენლობის დოკუმენტების ჩათვლით გადაეცემა დაწესებულების არქივს მათი საქმისწარმოებაში დასრულების შემდეგ არა უგვიანეს სამი წლისა.
2. დაწესებულების არქივში საქმეთა გადაცემა ხორციელდება არქივის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია არქივში დოკუმენტების ჩამბარებელი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან და დამტკიცებულია დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.
3. საკრებულოს აპარატის საქმეების დაწესებულების არქივში გადასაცემად მომზადების პერიოდში არქივის თანამშრომელი წინასწარ ამოწმებს მათი ფორმირებისა და გაფორმების სისწორეს. საკრებულოს აპარატის თანამშრომლები ვალდებულნი არიან გამოასწორონ შემოწმების დროს საქმეთა ფორმირებასა და გაფორმებაში გამოვლენილი ყველა ნაკლი. საქმეების არარსებობის გამოვლენისას დგება შესაბამისი ცნობა.
4. თითოეული საქმის მიღება ხორციელდება არქივზე პასუხისმგებელი პირის (სპეციალური თანამშრომლის) მიერ სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაკის თანდასწრებით. ამასთან ანაწერის ორივე ეგზემპლარზე მასში შეტანილი თითოეული საქმის გასწვრივ კეთდება აღნიშვნა საქმის არსებობის შესახებ. ანაწერის თითოეული ეგზემპლარის ბოლოს ციფრებითა და სიტყვებით მიეთითება არქივში ფაქტობრივად მიღებულ საქმეთა რაოდენობა, არარსებულ საქმეთა ნომრები, საქმეთა მიღება-ჩაბარების თარიღი, აგრეთვე არქივზე პასუხისმგებელი პირის (არქივის თანამშრომლის) და საქმეთა გადამცემი პირის ხელმოწერები.
5. განსაკუთრებულად ღირებულ საქმეთა მიღების დროს მოწმდება საქმეებში ფურცლების რაოდენობა.
6. საქმეთა შეკვრები დაწესებულების არქივში ბარდება საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა მიერ.