სასესხო ხელშეკრულება (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის

მიღების თარიღი 12.05.2015
ძალაში შესვლა 05.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №90/300
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016381
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/02/2016
matsne.gov.ge 2,802 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.05.2015 მიღება
05.02.2016 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
კატეგორია სესხის ვალუტაში გამოყოფილი სესხის თანხა
(1) ა ნაწილის საქონელი, სამუშაოები და მომსახურებები - ტრანში 1 - ტრანში 2 4,257,000 2,673,000
(2) კრედიტის გახსნის საკომისიო -ტრანში 1 -ტრანში 2 43,000 27,000
სულ 7,000,000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 18.03.2022 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის თბილისის ავტობუსების პროექტის გაგრძელება“ სასესხო შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 29.11.2019 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 94% 13.07.2017 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 09.09.2021 „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი)“ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 93% 17.01.2023

დოკუმენტის ტექსტი

სასესხო ხელშეკრულება (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის 2015 წლის 12 მაისი შინაარსი მუხლი I – სტანდართული პირობები; განმარტებები ნაწილი 1.01   სტანდარტული  პირობების  ჩართვა ნაწილი 1.02  განმარტებები ნაწილი 1.03  ინტერპრეტაცია მუხლი II –   სესხის მთავარი პირობები ნაწილი 2.01  თანხის მოცულობა და ვალუტა ნაწილი 2.02  სესხის სხვა ფინანსური პირობები ნაწილი 2.03  სესხის ათვისება მუხლი III – პროექტის განხორციელება  ნაწილი 3.01  სხვა დადებითი საპროექტო ვალდებულებები მუხლი IV – შეჩერება; დაჩქარება ნაწილი 4.01. შეჩერება ნაწილი 4.02      გადახდის ვადის შემცირება მუხლი V – ძალაში შესვლა ნაწილი 5.01 ძალაში შესვლის წინაპირობა ნაწილი 5.02 სამართლებრივი დასკვნა ნაწილი 5.03 ძალაში შეუსვლელობის გამო შეწყვეტა მუხლი VI – სხვადასხვა ნაწილი 6.01  შეტობინებები დანართი 1 -პროექტის აღწერა დანართი 2 – კატეგორიები და ტრანშები სასესხო ხელშეკრულება 2015 წლის 12 მაისით დათარიღებული ხელშეკრულება  საქართველოს („მსესხებელი”) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს („ბანკი”) შორის პრეამბულა ვინაიდან, ბანკი დაფუძნდა საიმისოდ, რომ უზრუნველყოს  კონკრეტული პროექტების დაფინანსება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში  ღია ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკებისკენ გადასვლის დაჩქარება და კერძო და სამეწარმეო ინციატივების ხელშეწყობა მრავალპარტიული დემოკრატიის, პლურაზმისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გამოყენებით; ვინაიდან, მსესხებელი  გეგმავს განახორციელოს 1 დანართში აღწერილი  პროექტი, რომელიც  შეიქმნა ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების, კერძოდ: მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის („პროექტის მუნიციპალიტეტები”) მყარი ნარჩენების მართვის მომსახურების გასაუმჯობესებლად. ვინაიდან, პროექტი განხორციელდება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” („პროექტის კომპანია")  და პროექტის მუნიციპალიტეტების მიერ (როგორც პროექტის კომპანია, ისე პროექტის მუნიციპალიტეტები, თითოეული წარმოადგენს, „პროექტის მხარეს”). ვინაიდან,  მსესხებელმა მოითხოვა  ბანკისგან დახმარება პროექტის ნაწილის დასაფინანსებლად; ვინაიდან, პროექტის განხორციელებაში დახმარების მიზნით ბანკი  იმყოფება გრანტის საფუძველზე ტექნიკური თანამშრომლობის ფონდების  შექმნის პროცესში; ვინაიდან, ბანკი (i) იმყოფება გრანტის საფუძველზე ტექნიკური თანამშრომლობის ფონდების  შექმნის პროცესში საიმისოდ, რომ დაეხმაროს პროექტის განხორციელებას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან (SIDA) გაფორმებულ  ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით, 3,000,000 ევროს მოცულობით („გრანტი”) და (ii) აპირებს  ხელმისაწვდომი გახადოს ასეთი ფონდები მსესხებელისთვის ხელშეკრულებაში მითითებული („გრანტის ხელშეკრულება”) პირობების შესაბამისად; და ვინაიდან, ბანკი თანახმაა, მათ შორის, ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე  გასცეს სესხი მსესხებელზე 7,000,000 ევროს მოცულობით წინამდებარე ხელშეკრულებაში და  საპროექტო მუნიციპალიტეტებსა და ბანკს შორის მისი გაფორმების დღით დათარიღებული პროექტის მხარდამჭერისა და განხორციელების ხელშეკრულებაში („პროექტის მხარდამჭერისა და განხორციელების ხელშეკრულება”) და  საპროექტო  კომპანიასა და ბანკს შორის მისი გაფორმების დღით დათარიღებულ პროექტის განხორციელების ხელშეკრულებაში მითითებული  პირობების შესაბამისად  („პროექტის განხორციელების ხელშეკრულება”) (თითოეული პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულება და პროექტის განხორციელების ხელშეკრულება წარმოადგენს „საპროექტო ხელშეკრულებას”) „საპროექტო ხელშეკრულება”). ამიტომ მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:  მუხლი I – სტანდარტული პირობები; განმარტებები ნაწილი 1.01. სტანდარტული  პირობების  ჩართვა 2012 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული  ბანკის სტანდარტული პირობების ყველა დებულება ჩართულია და გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულებაში იმავე ძალით, თითქოს ისინი სრულად იყო მითითებული  წინამდებარე ხელშეკრულებაში, და ექვემდებარება შემდეგ ცვლილებებს (ამგვარად შეცვლილ ასეთ დებულებებს შემდეგში ეწოდებათ  „სტანდარტული პირობები”): (ა) სტანდარტული პირობების 3.05 ნაწილი წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით  უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაიარად: „ნაწილი 3.05.  ვალდებულების საკომისიო და კრედიტის გახსნის საკომისიო (ა)  მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს განკარგულებაში არსებულ  თანხაზე გადასახდელი ვალდებულების საკომისიო სესხის ხელშეკრულებაში მითითებული განაკვეთით, პლიუს ნებისმიერი სესხის თანხა,  რომელიც ექვემდებარება ანაზღაურების ვალდებულებას  და  ჯერ არ არის ათვისებული, იმ პირობით, რომ  უპირობო  ანაზღაურების ვალდებულებას  დაქვემდებარებულ სესხის  თანხაზე გადასახდელი  ვალდებულების საკომისიო იქნება სესხის ხელშეკრულებაში მითითებულ  ვალდებულების საკომისიო განაკვეთზე მეტი – წელიწადში 0.5%. ვალდებულების  საკომისიო უნდა დაერიცხოს: (1) 1 ტრანშს,  სესხის ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან  სამოცი (60) დღის განმავლობაში; (2)  მე-2 ტრანშს, მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის თარიღიდან შვიდი (7) დღის შემდგომ; და (3) უპირობო ანაზღაურების ვალდებულებას დაქვემდებარებულ სესხის თანხაზე  გადასახდელი ვალდებულების საკომისიოს შემთხვევაში, ასეთი უპირობო ანაზღაურების ვალდებულების გაცემის თარიღიდან;  იმ პირობით, რომ ვალდებულების საკომისიო დაერიცხება და გაანგარიშდება იმავე წესით, რა წესითაც ხდება პროცენტის გაანგარიშება 3.04(ბ) (ii) ნაწილის შესაბამისად. ვალდებულების საკომისიო  გადასახდელი უნდა იყოს თითოეულ  პროცენტის გადახდის დღეს (მიუხედავად იმისა, რომ იმ დღეს პროცენტი შესაძლოა არ იყოს გადასახდელი) დაწყებული ძალაში შესვლის თარიღის შემდეგ პირველი პროცენტის გადახდის დღეს”. (ბ) მსესხებელმა წინასწარ უნდა გადაუხადოს ბანკს საკომისიო, რომელიც პირველი და მეორე ტრანშით გამოყოფილი ძირითადი თანხის მაქსიმალური ოდენობის ერთ პროცენტს (1 %) შეადგენს. (გ) პირველი ტრანშის გააქტიურების დღეს ან შვიდი (7) დღის ვადაში ბანკმა მსესხებლის სახელით უნდა გამოიტანოს არსებული თანხა და საკუთარ თავს გადაუხადოს პირველი ტრანშის ათვისების წინასწარი საკომისიო პუნქტში 3.05(ბ) განსაზღვრულის თანახმად. (დ) მეორე ტრანშის გააქტიურების დღეს ან შვიდი (7) დღის ვადაში ბანკმა მსესხებლის სახელით უნდა გამოიტანოს არსებული თანხა და საკუთარ თავს გადაუხადოს მეორე ტრანშის ათვისების წინასწარი საკომისიო  პუნქტში 3.05(ბ) განსაზღვრულის თანახმად. (ე) წინამდებარე პუნქტში 3.05 მთავრული ასონიშნით მითითებულ ყველა ტერმინს, თუ სხვაგვარად არ იქნა განსაზღვრული, ის მნიშვნელობა გააჩნია, რაც საკრედიტო ხელშეკრულებაშია მითითებული." (ბ) სტანდარტული პირობების  2.02 ნაწილში „ევროს” განმარტება, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაიარად: „ევრო”  ან "€" ნიშნავს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების კანონიერ ვალუტას, რომელმაც მიიღო ერთიანი ვალუტა  ეკონომიკურ და მონეტარულ კავშირთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაბამისად”. (გ)   სტანდარტული პირობების  2.02 ნაწილში „აკრძალული პრაქტიკის” განმარტება, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაიარად: „აკრძალული პრაქტიკა” ნიშნავს ნებისმიერ კორუფციულ პრაქტიკას, თაღლითობის პრაქტიკას, იძულების პრაქტიკას, ფარული გარიგების პრაქტიკას ან ქურდობას". (დ)  სტანდარტული პირობების  2.02 ნაწილში „მიზნობრივი დღის” განმარტება, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით უნდა შეიცვალოს და წაკითხულ იქნეს შემდეგნაიარად: „მიზნობრივი  დღე”  ნიშნავს დღეს, როცა ტრანსევროპული ავტომატური რეალური დროის რეჟიმში ბრუტო ანგარიშსწორების ექსპრეს გადარიცხვის სისტემა ღიაა  ევროში ანგარიშსწორებისთვის.”  (ე) ქვემოთ წარმოდგენილი განმარტება წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით  უნდა დაემატოს სტანდარტული პირობების 2.02 ნაწილში: „ქურდობა”  ნიშნავს სხვა პირის კუთვნილი ქონების მითვისებას”. (ვ) სტანდარტულ პირობებთან დაკავშირებით თითოეული საპროექტო მუნიციპალიტეტი და საპროექტო კომპანია  მითითებულია როგორც საპროექტო ორგანიზაცია. (ზ) სტანდარტულ პირობებთან დაკავშირებით თითოეული პროექტის მხარდამჭერისა და განხორციელების ხელშეკრულება და პროექტის განხორციელების ხელშეკრულება  მითითებულია როგორც საპროექტო ხელშეკრულება. ნაწილი 1.02  განმარტებები როცა კი გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულებაში (მათ შორის, პრეამბულასა და დანართებში), თუ სხვაგვარად არ არის მითითებული ან კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს,  პრეამბულაში მითითებულ  ტერმინებს აქვთ წინამდებარე დოკუმენტში მათთვის მინიჭებული მნიშვნელობები; სტანდარტულ პირობებში, განსაზღვრულ ტერმინებს აქვთ წინამდებარე დოკუმენტში მართვის მინიჭებული შესაბამისი მნიშვნელობები და  და ქვემოთ წარმოდგენილ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები. „მსესხებლის უფლებამოსილი წარმომადგენლები” ნიშნავს მსესხებლის ფინანსთა მინისტრს ან სხვა პიროვნებას, რომელსაც ფინანსთა მინისტრი წერილობით დანიშნავს. „ფინანსური წელი” ნიშნავს მსესხებლის თითოეული წლის 1 იანვარს დაწყებულ მის ფინანსურ წელს. „შესყიდვის გეგმა” ნიშნავს პროექტის შესყიდვის გეგმას, რომელიც განსაზღვრულია პროექტის განხორციელების ხელშეკრულებაში. „ქვესასესხო ხელშეკრულება” ნიშნავს, ბანკისთვის მისაღები ფორმისა და შინაარსის  ხელშეკრულებებს, რომელიც უნდა გაფორმდეს (i) პროექტის  კომპანიასა და მსესხებელს შორის 1 ტრანშთან დაკავშირებით, და (ii)   საპროექტო მუნიციპალიტეტებსა და მსეხებელს შორის  3.01 (ა) ნაწილის შესაბამისად მე-2 ტრანშთან დაკავშირებით, რადგან ასეთი სასესხო ხელშეკრულებები შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს. „ტრანში 1” უნდა ჰქონდეს მისთვის 2.01 (ბ)(1) ნაწილში მითითებული მნიშვნელობა; „ტრანში 2” უნდა ჰქონდეს მისთვის 2.01 (ბ)(2) ნაწილში მითითებული მნიშვნელობა; „მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის თარიღი” ნიშნავს თარიღს, როცა მე-2 ტრანში გაიცა და ხელმისაწვდომი გახდა ათვისებისთვის, როგორც ბანკი აცნობებს მსესხებელს. ნაწილი 1.03.  ინტერპრეტაცია წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითება მუხლზე, ნაწილსა ან დანართზე, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული წინამდებარე ხელშეკრულებაში, უნდა განიმარტოს როგორც წინამდებარე ხელშეკრულების  მუხლი ან ნაწილი, ან დანართი. მუხლი II –   სესხის მთავარი პირობები ნაწილი 2.01.   თანხის მოცულობა და ვალუტა (ა) ბანკი თანახმაა სესხად მისცეს მსესხებელს 7,000,000 ევროს  მოცულობის  თანხა  წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული პირობებით; (ბ)   სესხი  უნდა შედგებოდეს შემდეგი ორი ტრანშისგან: (1)  4,300,000 ევროს ოდენობის ტრანში 1 ; (2)   2,700,000 ევროს ოდენობის ტრანში 2; (გ)  წინამდებრე ხელშეკრულებაში რაიმე ნაგულისხმევი ან გამოხატული საწინააღმდეგო დებულების მიუხედავად, ტრანში 2  არასავალდებულოა და შესაბამისად ბანკს არ უნდა ჰქონდეს ვალდებულება  განახორციელოს მე-2 ტრანშის მიხედვით თანხის გამოყოფა, სანამ ის მოთხოვნილი არ იქნება მსესხებლის მიერ და სანამ პირველ რიგში  თავისი აბსოლუტური შეხედულებისამებრ არ განსაზღვრავს, რომ  ის მომზადდა  საიმისოდ, რომ  ტრანში 2 ხელმისაწვდომი იყოს  ასათვისებლად და უნდა აცნობოს მსესხებელს ასეთი დადებითი განსაზღვრების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში; (დ) 2.01 (გ) ნაწილის დათქმების ზოგადი ხასიათის დაკნინების გარეშე, მეორე ტრანშის გამოყოფა შეზღუდვების გარეშე დაექვემდებარება შემდეგს: (1) ქვესასესხო ხელშეკრულება მეორე ტრანშისათვის იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც ევრობანკისათვის იქნება მისაღები, უნდა იქნეს ხელმოწერილი და მიწოდებული და მისი ძალაში შესვლის ყველა წინაპირობა ან პროექტის მუნიციპალიტეტების უფლებები იმგვარად დაკმაყოფილებული, რომ თანხების ათვისება მოხდეს – მეორე ტრანშის გამოყოფის დათქმის გამოკლებით. (2) მსესხებელმა ევრობანკს უნდა მიაწოდოს ფინანსთა სამინიტროს წერილი იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც ევრობანკისათვის იქნება მისაღები და ნაჩვენები იქნება, რომ მეორე ტრანშის ქვესასესხო ხელშეკრულება ჯეროვნად არის ავტორიზებული ან რატიფიცირებული, ხელმოწერილი და მიწოდებული მსესხებლის სახელით; მასში ასევე გასაზღვრული უნდა იყოს მოქმედი და იურიდიულად სავალდებულო დათქმები მსესხებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე, რისი აღსრულებაც მისი პირობების შესაბამისად მოხდება; (3) ყოველმა ცალკეულმა პროექტის მუნიციპალიტეტმა ევრობანკს უნდა მიაწოდოს საკუთარი იურისკონსულის დასკვნა ან დასკვნები იმ ფორმითა და შინაარსით, რაც ევრობანკისათვის იქნება მისაღები; მასში ნაჩვენები უნდა იყოს, რომ მეორე ტრანშის ქვესასესხო ხელშეკრულება ჯეროვნად არის უფლებამოსილი ან რატიფიცირებული, ხელმოწერილი და მიწოდებული პროექტის მუნიციპალიტეტის მიერ და მისი სახელით; მასში ასევე განსაზღვრული უნდა იყოს მოქმედი და იურიდიულად სავალდებულო დათქმები პროექტის მუნიციპალიტეტის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე, რისი აღსრულებაც მისი პირობების შესაბამისად მოხდება. ნაწილი 2.02.  სესხის სხვა ფინანსური პირობები (ა)  მინიმალური  ასათვისებელი თანხა უნდა იყოს 50,000 ევრო;  (ბ)  მინიმალური ავანსად გადახდილი თანხა უნდა იყოს 100,000 ევრო; (გ)  მინიმალური გაუქმების თანხა  უნდა იყოს 100,000 ევრო; (დ)  პროცენტის გადახდის თარიღები უნდა იყოს ყოველი წლის 12 თებერვალი და 12 აგვისტო; (ე)  (1)   მსესხებელმა უნდა დააბრუნოს სესხი 24 თანაბარი (ან თითქმის თანაბარ) ექვსთვიანი შენატანებით ყოველი წლის 12 თებერვალს და 12 აგვისტოს, სესხის გადახის პირველი თარიღი იქნება 2018 წლის 12 აგვისტო და სესხის გადახდის ბოლო თარიღი იქნება 2030 წლის 12 თებერვალი. (2)  ზემოთ აღნიშნულის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ (i)  მსესხებელი  მთლიანად არ აითვისებს  მთლიან სესხის თანხას   2.02 (ე) ნაწილში მითითებულ სესხის გადახდის პირველ დღემდე, და (ii) ბანკი გააგრძელებს 2.02(ვ) ნაწილში მითითებულ სესხის გაცემის ბოლო თარიღს, იმ თარიღამდე, რომელიც მოხვდება პირველი სესხის გადახდის თარიღის შემდეგ, მაშინ  თითოეული ასეთი ათვისებული თანხა პირველი სესხის დაფარვის თარიღის შემდეგ უნდა განაწილდეს დაფარვის მიზნით თანაბარი მოცულობებით  სესხის დაფარვის რამდენიმე თარიღზე, რომელი თარიღიც დადგება ასეთი ათვისების თარიღის შემდეგ (ბანკი შეამოწმებს  ამგვარად გამოყოფილ თანხებს   საჭიროების შემთხვევაში,  საიმისოდ რომ მიაღწიოს  თითოეულ შემთხვევაში სრულ რაოდენობას). ბანკმა პერიოდულად,  უნდა აცნობოს მსესხებელს ასეთი განაწილებების შესახებ.   (ვ)  სესხის გაცემის ბოლო თარიღი უნდა იყოს 2018 წლის 12 მაისი, ან სხვა ისეთი მოგვიანებითი თარიღი, რომელსაც ბანკი თავის შეხედულებისამებრ განსაზრვრავს და აცნობებს მსესხებელს. (ზ)  ვალდებულების საკომისიო განაკვეთი უნდა იყოს წელიწადში 0.5%. (თ) სესხი ექვემდებარება ცვლად საპროცენტო განაკვეთს.  ზემოხსენებულის მიუხედავად, მსესხებელმა შეიძლება სესხის მთლიან ან ნაწილობრივ მოცულობაზე ალტერნატიული ვარიანტის სახით, ცვალებადი პროცენტის ნაცვლად, ფიქსირებული პროცენტი გადაიხადოს სესხის მთლიან ან ნაწილობრივ მოცულობაზე სტანდარტული პირობების მუხლის 3.04 (გ) შესაბამისად. ნაწილი 2.03.  სესხის ათვისება (ა) გასაცემად არსებული თანხა შეიძლება პერიოდულად გაიცეს მე-2 დანართის შესაბამისად საიმისოდ, რომ დააფინანსოს (1) პროექტისთვის საჭირო საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების გონივრულ ხარჯებთან დაკავშირებით გაწეული (ან თუ ბანკი დათანხმდება, გასაწევი) დანახარჯები, და (2) კრედიტის გახსნის საკომისიო. (ბ)  მსესხებელი წინამდებარეთი უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკს არსებული თანხებიდან  გასცეს  კრედიტის გახსნის საკომისიოს ტოლი თანხა და თვითონ გადაიხადოს კრედიტის გახსნის საკომისიო მსესხებლის სახელით. მუხლი III –პროექტის განხორციელება ნაწილი 3.01.  სხვა დადებითი საპროექტო ვალდებულებები სტანდარტული პირობების IV და V მუხლებში მითითებული საერთო ვალდებულებების გარდა, მსესხებელმა, თუ ბანკი სხვაგვარად არ დაეთანხმება წერილობით: (ა) ბანკისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმისა და შინაარსის ქვესასესხო ხელშეკრულებების შესაბამისად, თითოული საპროექტო ორგანიზაციისთვის ხელმისაწვდომი გახადოს სესხის შემოსავლები ბანკისათვის მისაღები პირობებით; (ბ)  გამოიყენოს ქვესასესხო ხელშეკრულებების შესაბამისად თავისი უფლებები ისეთი წესით, რომ დაიცვას მსესხებელისა და ბანკის ინტერესები, საიმისოდ, რომ ისინი შეესაბამებოდეს წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებს და იმ მიზნების განხორცილებას, რომლისთვისაც სესხი გაიცა; (გ)  არ გადასცეს, შეცვალოს, გააუქმოს ან უარი თქვას ქვესასესხო ხელშეკრულებების ნებისმიერ დებულებაზე; (დ)  გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი იმის უზრუნველსაყოფად, რომ თითოეულმა საპროექტო ორგანიზაციამ, რომელიც პროექტის ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს, განახორციელოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა თავისი ვალდებულება, მათ შორის და არა მხოლოდ თავისი ვალდებულებები, რომლებიც უკავშირდება: (1) პროექტის გუნდის შერჩევასა და მუშაობას, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.03 ნაწილში მითითებულისა და პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულების 2.04 ნაწილში მითითებულის შესაბამისად; (2) პროექტისთვის საქონლის, სამუშაოების და მომსახურებების შესყიდვას, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.04 ნაწილში მითითებულის შესაბამისად და პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულების 2.05 ნაწილში მითითებულის შესაბამისად; (3) გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.05 ნაწილსა და  პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულების 2.06 ნაწილში მითითებულის შესაბამისად; (4) პროექტის განხორციელებაში დახმარების მიზნით დასაქმებას და კონსულტანტების  გამოყენებას  პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.06 ნაწილში მითითებულის შესაბამისად და პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულების 2.07 ნაწილში მითითებულის შესაბამისად; (5)  კორპორატიული განვითარების, დაინტერესებული მხარის მონაწილეობისა და მუნიციპალური მხადაჭერის პროგრამის განხორციელებას, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.07 ნაწილში მითითებულის შესაბამისად; (6)  პროექტსა და საპროექტო ორგანიზაციების მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ანგარიშების მომზადებას და წარდგენას, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.08 ნაწილში მითითებულის შესაბამისად; (7) პროცედურების, ჩანაწერების და ანგარიშების უზრუნველყოფას, ფინანსური ანგარიშების მომზადებას, შემოწმებასა და ბანკისთვის წარდგენას და ბანკისთვის  პროექტთან ან საპროექტო ორგანიზაციის  მუშაობასთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 3.01 ნაწილისა და  პროექტის მხარდაჭერისა და განხორცილების ხელშეკრულების 3.01 ნაწილში მითითებულის შესაბამისად; (8) პროექტსა და საპროექტო ორგანიზაციის ფინანსურ და საოპერაციო ასპექტებთან დაკავშირებით ყველა ვალდებულებასთან შესაბამისობას, პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 3.02, 3.03 და 3.04 ნაწილებში მითითებულის შესაბამისად; და (9)  პროექტის განხორციელებას შესყიდვის გეგმაში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;  (ე) უზრუნველყოს რომ მსესხებელის მიერ კონტროლირებადმა ნებისმიერმა პირმა (გარდა ფიზიკური პირისა) ან ორგანიზაციამ  გადაუხადოს მყარი ნარჩნების საკომისიოები საპროექტო კომპანიას ან საპროექტო მუნიციპალიტეტებს, გარემოებიდან გამომდინარე, როცა მათი გადახდის დრო დადგება, ან თუ რომელიმე პირი (გარდა ფიზიკური პირისა) ან ორგანიზაცია ვერ შეასრულებს ამ მოთხოვნას, გადაიხადოს ასეთი საკომისიოები დაგვიანების გარეშე და (ვ) უზრუნველყოს ხარჯის ანაზღაურების პრინციპი, გადახდისუნარიანობის გათვალიწინებით, საპროექტო კომპანიის მიერ განსახორციელებელ მყარი ნარჩენების მართვის მომავალ პროექტებთან დაკავშირებით. მუხლი IV – შეჩერება; დაჩქარება ნაწილი 4.01.  შეჩერება სტანდარტული პირობების 7.01 (ა)(xvii) ნაწილთან დაკავშირებით  განსაზღვრულია შემდეგი: (ა)  მსესხებელის ტერიტორიაზე მყარი ნარჩენების მართვის სექტორის მიმართ გამოყენებული სამართლებრივი და მარეგულირებელი სტრუქტურა შეიცვალა, შეჩერდა, გაუქმდა, ჩაენაცვლა ან უარყოფილ იქნა ისე, რომ ეს მნიშვნელოვან ან საზიანო გავლენას ახდენს პროექტის მხარის ფუნქციონირებაზე, ან მის მიერ პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე; (ბ) პროექტის მხარის წესდება  შეიცვალა, შეჩერდა, გაუქმდა, ჩაენაცვლა ან უარყოფილ იქნა იმგვარად, რომ ეს, ბანკის აზრით, მნიშვნელოვან და უარყოფით გავლენას ახდენს პროექტის ამ ორგანიზაციის ოპერაციებზე ან მის შესაძლებლობაზე, განახორციელოს პროექტი; (გ) პროექტის მხარემ ვერ შეასრულა ქვესასესხო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული რომელიმე მისი ვალდებულება; (დ)  მსესხებლის შესაბამისმა უწყებამ უარი თქვა ახალი სანიტარიული ნაგავსაყრელის სამშენებლო ნებართვის გაცემაზე; და   (ე) საგრანტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოიქმნა სტანდარტული პირობების  7.01 (ა)-დან (ყ) ნაწილში აღწერილი რომელიმე მოვლენა. ნაწილი 4.02  გადახდის ვადის შემცირება სტანდარტული პირობების 7.06 (ვ) ნაწილთან დაკავშირებით  განსაზღვრულია შემდეგი, რომ 4.01 ნაწილის შესაბამისად განსაზღვრული ნებისმიერი მოვლენა მოხდა და გაგრძელდა გამოსწორების გარეშე აღნიშნულის წარმოქმნის შესახებ ბანკის მიერ მსესხებლისათვის შეტყობინების გაგზავნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.  მუხლი V – ძალაში შესვლა ნაწილი 5.01. ძალაში შესვლის წინაპირობა როგორც წინამდებარე ხელშეკრულების და თითოეული საპროექტო ხელშეკრულების  ძალაში შესვლის დამატებითი პირობა, სტანდარტული პირობების 9.02(გ) ნაწილთან დაკავშირებით განსაზღვრულია შემდეგი: (ა)  1 ტრანშის ბანკისათვის მისაღები ფორმისა და შინაარსის ქვესასესხო ხელშეკრულება, გაფორმდა და წარმოდგენილია და ყველა წინაპირობა, რომელიც ეხება მისი ძალაში შესვლის ან საპროექტო კომპანიის უფლებას განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნახაზები, გარდა მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირობისა, შესრულდა;  (ბ)   საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა და წარმოდგენილია და  ყველა წინა პირობა, რომელიც ეხება მისი ძალაში შესვლის ან თითოეული საპროექტო ორგანიზაციის უფლებას განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული  ნახაზები, გარდა მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების ძალაში შესვლის პირობისა, შესრულდა;  (გ) თითოეული საპროექტო ხელშეკრულება გაფორმდა, და თითოეული საპროექტო ხელშეკრულების გაფორმება სათანადოდ არის დადასტურებული ან რატიფიცირებული ყველა აუცილებელი სამთავრობო ღონისძიებით; (დ) შეიქმნა პროექტის გუნდი პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.03 ნაწილში მითითებული შესაბამისი რესურსებითა და შესაფერისი კვალიფიციური პერსონალით ბანკისათვის მისაღები სტანდარტული პირობების შესაბამისად; და (ე) პროექტის განხორციელების ხელშეკრულების 2.06 ნაწილში მითითებული  კონსულტანტები დაინიშნენ პროექტის კომპანიის მიერ. ნაწილი 5.02. სამართლებრივი დასკვნა (ა)  სტანდარტული პიროებების 9.03(ა) ნაწილთან დაკავშირებით,  საბჭოს დასკვნა ან დასკვნები მსესხებლის სახელით უნდა გასცეს იუსტიციის სამინისტრომ და  ქვემოთ მითითებული განსაზღვრულია როგორც  დამატებითი საკითხები, რომლებიც შეტანილი უნდა იყოს  ბანკისათვის წარსადგენ დასკვნაში ან დასკვნებში: (1) 1 ტრანშის ქვესასესხო ხელშეკრულება სათანადოდ არის დადასტურებული ან რატიფიცირებული მსესხებელის მიერ, და მოწოდებულია მისი სახელით და წარმოადგენს მსესხებლის კანონიერად შესასრულებელ ვალდებულებას, რომელიც უნდა განხორციელდეს მისი დებულებების შესაბამისად. (ბ) სტანდარტული პირობების  9.03(გ) ნაწილისათვის პროექტის თითოეული მუნიციპალიტეტის სახელით, მისმა იურისკონსულმა უნდა წარმოადგინოს იურისტის დასკვნა ან დასკვნები. (გ)  სტანდარტული პირობების 9.03(გ) ნაწილთან დაკავშირებით,  საბჭოს დასკვნა ან დასკვნები უნდა გაიცეს საპროექტო კომპანიის  სახელით პროექტის კომპანიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ  და ბანკისათვის წარსადგენ დასკვნაში ან დასკვნებში  დამატებითი საკითხების სახით შეტანილი უნდა იყოს შემდეგი: (1) ტრანშის I-ის ქვესასესხო ხელშეკრულება სათანადოდ დადასტურებულია  ან რატიფიცირებულია და გაფორმებულია პროექტის კომპანიის სახელით და წარმოადგენს პროექტის კომპანიის შესასრულებლად სავალდებულო კანონიერ ვალდებულებას, რომელიც  უნდა განხორციელდეს მისი პირობების შესაბამისად. ნაწილი 5.03. ძალაში შეუსვლელობის გამო შეწყვეტა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების თარიღის შემდეგი 180 დღე განსაზღვრულია სტანდარტული პირობების 9.04 პუნქტის მიზნებისთვის. მუხლი VI –სხვადასხვა ნაწილი 6.01.  შეტობინებები ქვემოთ წარმოდგენილი მისამართები მითითებულია  სტანდარტული პირობების 10.01 ნაწილთან დაკავშირებით: მსესხებელისთვის: საქართველო საქართველო, თბილისი 0114 გორგასლის ქ. 16 ფინანსთა სამინისტრო ვის:  სახელმწიფო ვალის და საგარეო დაფინანსების დეპარტამენტი ფაქსი: +995 32 22 62 423                         ბანკისთვის: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი One Exchange Square ლონდონი  EC2A 2JN გაერთიანებული სამეფო ვის:                       საოპერაციო მართვის დეპარტამენტი                              Operation Administration Department  ფაქსი:                  +44-207 338-6100 აღნიშნულის დასტურად, წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებმა, რომლებიც მოქმედებენ თავიანთი სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით, გააფორმეს წინამდებარე ხელშეკრულება, რომელსაც ხელი უნდა მოეწეროს ზემოთ მითითებულ დღესა და წელს სამ ეგზემპლარად (ორი ბანკისათვის და ერთი მსესხებელისათვის) თბილისში, საქართველოში. საქართველო სახელი: ნოდარ ხადური თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი სახელი: სუმა ჩაკრაბარტი თანამდებობა : პრეზიდენტი დანართი 1 -პროექტის აღწერა 1.  პროექტის მიზანია დაეხმაროს მსესხებელს  ქვემო ქართლის რეგიონში მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას. 2. აღნიშნული პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან, და ექვემდებარება ამ ნაწილების ისეთ მოდიფიკაციას,  როგორც ამაზე ბანკი და მსესხებელი შეთანხმდებიან პერიოდულად: ნაწილი A:   კაპიტალური დანახარჯები (საინვესტიციო კომპონენტები) ტრანში 1 ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა (შენობებისა და კონსტრუქციების ჩათვლით); სპეციალური მოწყობილობები ნაგავსაყრელზე ოპერაციებისთვის; ტრანში 2 ნაგავსაზიდები; ნარჩენების კონტეინერები; ნარჩენების გატანის ახალი პუნქტები. ნაწილი  B: ტექნიკური თანამშრომლობა (საკონსულტაციო დავალებები) პროექტის განხორციელების მხარდაჭერის მომსახურებები  კორპორატიული განვითარება და დაინტერესებული   მხარის  და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერის პროგრამა გარემოზე ზემოქმედების შეფასება. 3. პროექტი სავარაუდოდ დასრულდება 2018 წლის 12 მაისს.  დანართი 2 – კატეგორიები და ათვისებები 1. წინამდებარე დანართზე თანდართულ ცხრილში მითითებულია კატეგორიები,   თითოეული კატეგორიისთვის გამოყოფილი  სესხის თანხა და დანახარჯების პროცენტი, რომელიც უნდა დაფინანსდეს ასეთ კატეგორიაში. 2. ზემოთ 1 პარაგრაფის დებულებების მიუხედავად, არანაირი ტრანში არ უნდა განხორციელდეს შემდეგთან დაკავშირებით: (ა) სასესხო ხელშეკრულების თარიღამდე წარმოქმნილი დანახარჯები; და (ბ) მე-2 ტრანშის ხელმისაწვდომობის თარიღამდე მე-2 ტრანშიდან დაფინანსებული დანახარჯები. მე-2 დანართის ცხრილი კატეგორია   სესხის ვალუტაში გამოყოფილი სესხის თანხა დასაფინანსებელი დანახარჯების პროცენტი (1) ა ნაწილის საქონელი, სამუშაოები და მომსახურებები - ტრანში 1 - ტრანში 2      4,257,000 2,673,000 ნებისმიერი გადასახადისა და მოსაკრებლის გამოკლებით კონტრაქტის ღირებულების 100%-მდე (2) კრედიტის გახსნის საკომისიო -ტრანში 1 -ტრანში 2 43,000 27,000    100% -მდე სულ 7,000,000