შპს „ქედის სატყეო მეურნეობა“-ს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/174
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

№2/174       

       

ს ა ო ქ მ ო   გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ

 

2016 წლის 25 იანვარი

ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე – გენადი მკარიძე

სხდომის მდივანი – ნოდარ გიორგიძე

 

მოვალე : შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობა’

გაკოტრების მმართველი – სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – იაგო ქეშელაშვილი

კრედიტორი : სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი – მადონა გეწაძე

2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის” დირექტორის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში. 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით კომპანიის მიმართ გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიურო.

2015 წლის 24 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’’ გაკოტრების მმართველმა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით ირაკლი წიკლაურმა, წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’’ გაკოტრების საქმის დასრულების და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება ითხოვა.

საბოლოო ანგარიშის თანახმად, შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’’ ქონება აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის მიერ შეფასდა 7896,80 ლარად. გარდა შეფასებული ქონებისა საზოგადოებას ბალანსზე ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება საზოგადოების დირექტორის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარმოდგენილი არ იქნა. საწარმოს ხელმძღვანელის მიერ გადაცემულია მხოლოდ დებიტორების ჩამონათვალი მისამართის მითითებით. კრედიტორთა კრების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დებიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაციის მოძიების გაგრძელების შესახებ. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ აღნიშნული ქონების მოძიების მიზნით გაიგზავნა მიმართვა საქმეში არსებულ დებიტორების მისამართზე, თუმცა დებიტორთა კომპანია ვერ იქნა მოძიებული. დირექტორის განმარტებით, აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია 2000 წლამდე და იგი არის ხანდაზმული.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე კომპანიის ქონების რეალიზაციის შედეგად შემოსულმა თანხამ მთლიანობაში შეადგინა 2053,17 ლარი.

აღსრულების ეროვნული ბიუროს მოთხოვნა შეადგენს 5000 ლარს, შესაბამისად, აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა უნდა გადაირიცხოს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.

გაკოტრების მმართველი ითხოვს შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’’ გაკოტრების საქმის დასრულებას.

კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველმა წარმოდგენილ ანგარიშს მხარი დაუჭირა, ხოლო კრედიტორი სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი დაეთანხმა წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს.

სასამართლომ შეამოწმა შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’ გაკოტრების საქმის მასალები, გაეცნო წარმოდგენილ საბოლოო ანგარიშს, მოუსმინა კრედიტორს და მიაჩნია, რომ შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’ მიმართ დაწყებული გაკოტრების საქმის წარმოება უნდა გამოცხადდეს დასრულებულად შემდეგ გარემოებათა გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხების ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის შემდეგ გაკოტრების მმართველი ადგენს მოვალის გაკოტრების ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს კრედიტორებსა და სასამართლოს, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში გაკოტრების მმართველის ანაგარიშით ირკვევა, რომ შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’ქონება რეალიზებულია.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, 38-42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით  და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს საბოლოო ანგარიშის საფუძველზე შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’(ს/ნ 246755792, იურიდიული მისამართი: ქედის რაიონი, სოფელი პირველი მაისი), გაკოტრების საქმის წარმოება გამოცხადდეს დასრულებულად.

2. შპს ,,ქედის სატყეო მეურნეობის’სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების (სამეწარმეო რეესტრიდან ამოშლა) მიზნით განჩინება გაეგზავნოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრს.

3. განჩინების შესახებ ეცნობოთ მხარეებს; განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა მისი ასლის კრედიტორებზე, აგრეთვე იმ პირებზე გადაცემიდან, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება, ხუთი დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11), თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

მოსამართლე                           გენადი მაკარიძე

 

სხდომის მდივანი:                 ნოდარ გიორგიძე