სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №200
2016 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად − 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეთ ამავე დანართში მითითებულ ფიზიკურ პირებს.
2. ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების დანართში მითითებული ფიზიკური პირები ამ განკარგულების გამოცემიდან 7 წლის განმავლობაში არ გაასხვისებენ ამ განკარგულების საფუძველზე საკუთრებაში მიღებულ უძრავ ქონებას.
3. ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებულ ფიზიკურ პირებს აღარ წარმოეშობათ უფლება, „1989-1990 წლებში საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის საათლის რაიონში ჩასახლებული ზოგიერთი ოჯახის უკან დაბრუნების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის პირველი აპრილის №156 განკარგულების საფუძველზე მოითხოვონ სახელმწიფოსგან ან მუნიციპალიტეტ(ებ)ისაგან ან სხვა პირისაგან რაიმე სახის კომპენსაცია ან უძრავი ქონების საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელონ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი