სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№202
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.020851
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება  №202

2016 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ  − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონებისა და მისთვის თანხმობის მიცემის  თაობაზე

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 6 2 მუხლისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და სარგებლობაში გადაცემის საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013  წლის 10  დეკემბრის  №328 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს   ინფორმაცია ქ. წყალტუბოში, რუსთაველის ქუჩა №8-ში მდებარე 13165.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების : №01 − განაშენიანების ფართობით − 995.82 კვ.მ (ნახევრად დანგრეული) და №02−განაშენიანების ფართობით − 79.06 კვ.მ (დანგრეული) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 29.08.34.054) პირობებიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურის დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე დადგენილ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის თაობაზე იმ პირობით, რომ საწყისი საპრივატიზებო თანხა დადგინდება 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში  შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს ამ განკარგულების შესრულებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული  ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                            გ. კვირიკაშვილი