„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№25/ძ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.33.062.016087
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის

ბრძანება №25/ძ

2016 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრი№305/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20  მუხლის  მე-4 პუნქტის, სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 25 ივლისის №#33 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №305/ძ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის დებულებაში (სსმ, ვებგვერდი, 16/11/2012წ.б სარეგისტრაციო კოდი: 040030000.33.062.016019) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრი არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სკოლისგარეშე, დამოუკიდებლად ახორციელებს ახალგაზრდა პერსპექტიულ და მოქმედ სპორტსმენთა სასწავლო-საწვრთნო და სააღმზრდელო საქმიანობას, ტურნირების, შეჯიბრებების და სპორტთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების ჩატარებას.“.

2. დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, 49ა.“.

3. დებულების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.ცენტრის ამოცანაა ოლიმპიური თამაშებისათვის, საქართველოს, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებზე და პირველობებზე მოზარდების, კადეტთა და ახალგაზრდული ნაკრებებისათვის კანდიდატების მომზადება და სკოლისგარეშე ფიზიკური აღზრდის,  ზოგადად სპორტისა და სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და  განვითარებისათვის  სათანადო  პირობების შექმნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა  და  სპორტსმენთა  მომზადების  ორგანიზაციული  და  მეთოდური ხელშეწყობა, სპორტის  ეროვნულ  სახეობათა  განვითარების ხელშეწყობა. სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების,  შეჯიბრებების,  სახელობითი  ტურნირების  ორგანიზება  და  ჩატარება.

3. ცენტრის საქმიანობის ძირითად ფორმას წარმოადგენს სკოლისგარეშე ინდივიდუალური და ჯგუფური სასწავლო-საწვრთნელ-სააღმზრდელო და თეორიული მეცადინეობები, სასწავლო-საწვრთნო შეკრებები, მონაწილეობა ქვეყნისა და საერთაშორისო შეჯიბრებებში, სამატჩო შეხვედრები, პროფილაქტიკური და გამაჯანსაღებელი ღონისძიებები, სამედიცინო გამოკვლევები და კონტროლი, ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატების, პირველობების და ოლიმპიური თამაშების ვიდეო და აუდიოჩანაწერების გარჩევა და სხვა. სამეცნიერო-კვლევითი და მეთოდური საქმიანობა სასწავლო-საწვრთნო-სააღმზრდელო პროცესებთან დაკავშირებით.“.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრი                                                                    დ. ჯაიანი