საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერს“ შორის 2013 წლის 22 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №236
2016 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერს“ შორის 2013 წლის 22 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია საქართველოს მთავრობასა და შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერს“ შორის 2013 წლის 22 ოქტომბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შეწყვეტის თაობაზე და აღნიშნული მემორანდუმი მიჩნეულ იქნეს შეწყვეტილად ამავე მემორანდუმით გათვალისწინებული ყველა ჰიდროელექტროსადგურის ნაწილში, მემორანდუმის 6.2 პუნქტის „b.с“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერისთვის“ მემორანდუმის შეწყვეტის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი