შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ

მიღების თარიღი 11.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №216
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020844
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/02/2016
matsne.gov.ge 452 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 96% 24.01.2017 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 08.09.2014 სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 23.10.2014 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 25.05.2017 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სოკარ ჯორჯია გაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 88% 23.06.2017

დოკუმენტის ტექსტი

შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } h1 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:23.05pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-.25in; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } span.Heading1Char { font-weight:bold;} span.BodyTextChar { } p.TableParagraph, li.TableParagraph, div.TableParagraph { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №216 2016 წლის 11 თებერვალი ქ. თბილისი შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გაზრდისა და ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით თანხის გამოყოფის შესახებ 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი − 37 01 03) გამოყოფილი ასიგნებიდან უზრუნველყოს: ა) სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „საქართველოს მელიორაციის“ კაპიტალის გასაზრდელად 53 000 000 (ორმოცდაცამეტი მილიონი) ლარის შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე გადარიცხვა წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების რეაბილიტაციის, სარწყავი სისტემის ზონაში დამშრობი ქსელის რეაბილიტაციის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, მანქანა-მექანიზმების, მოწყობილობებისა და დამხმარე საშუალებების შეძენის მიზნით, სამელიორაციო ობიექტებზე საექსპლოატაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საწარმოებლად; ბ) სარწყავი და დამშრობი სისტემების ინფრასტრუქტურის ტექნიკური ექსპლუატაციის ღონისძიებების, მექანიკური სატუმბი სადგურებისა და სხვა ჰიდროკვანძების ფუნქციონირებისათვის მოსახმარი ელექტროენერგიის, სამელიორაციო დანიშნულების ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მანქანა-მექანიზმების მოვლა-შენახვის ღონისძიებებისა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვა მიმდინარე ხარჯების ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშზე   10 000 000 ( ათი მილიონი) ლარის გადარიცხვა. 2. ამ განკარგულებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში მოსახლეობის სარწყავი წყლით უზრუნველსაყოფად შპს „საქართველოს მელიორაციას“ მიეცეს უფლება, განახორციელოს მაგისტრალური სარწყავი არხების პირველი და სხვა რიგის გამანაწილებლების, სარწყავი სისტემების შიდასამეურნეო ქსელების, ასევე სადრენაჟო სისტემების მაგისტრალური წყალგამყვანი არხის, პირველი და სხვა რიგის წყალშემკრები კოლექტორების, შიდასამეურნეო არხებისა (შიდასამეურნეო კვლების-ორნატი) და ქსელების სარეაბილიტაციო და საექსპლოატაციო ღონისძიებები. 3. ამ განკარგულებით შპს „საქართველოს მელიორაციისათვის“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10¹ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისათვის საჭირო ტექნიკურ და საავტოროზედამხედველობასთან დაკავშირებული მომსახურებების შესყიდვა (14 მიმდინარე და 10 დასრულებულ ობიექტზე) განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. პრემიერ-მინისტრი                                                               გიორგი კვირიკაშვილი