„სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5470
სარეგისტრაციო კოდი
140080000.42.047.016043
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/02/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის

ბრძანება №5470

2016 წლის 17 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში (სსმ III, 2003წ., №59, მუხ.517) და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური წოდებების მინიჭების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „2.  კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განხორციელდეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილებათა შესაბამისად.”.

2. დებულების მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „6. სასწავლო კურსი ინიშნება წელიწადში ერთხელ მაინც კადრების მთავარი სამმართველოს წარდგინებით, სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით), რომლითაც განისაზღვრება კურსის ხანგრძლივობა და პროგრამა, კურსზე წარსადგენ მოსამსახურეთა დადგენილი წესით შერჩეული შემადგენლობა, აგრეთვე დროებითი საგამოცდო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის რეჟიმი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამსახურის ადმინისტრაციას (დეპარტამენტი) შესაბამის ბრძანებაში გასათვალისწინებლად და დასამტკიცებლად წარედგინება სასწავლო კურსის პროგრამა და შერჩეულ მოსამსახურეთა სია. პროგრამას შეიმუშავებს და ბრძანების საფუძველზე კურსებს ატარებს სამსახურის სასწავლო ცენტრი (მთავარი სამმართველო).”;

3. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსიანზორ ჩუბინიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.02.2016.
როდის იქნა მიღებული „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 17.02.2016. მიმღები ორგანო — სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №5470. სარეგისტრაციო კოდი — 140080000.42.047.016043.
რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.02.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება „სპეციალური წოდების მინიჭების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2003 წლის 11 ივნისის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №5470, 17.02.2016, სარეგისტრაციო კოდი 140080000.42.047.016043 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.02.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3195629/