„სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების” დამტკიცების თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება მოქმედი დაზღვევა და საპენსიო
მიღების თარიღი 17.02.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016019
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.02.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი | სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „მზღვეველის საქმიანობის აღრიცხვის წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანება 15.05.2009
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სადაზღვევო ბროკერისათვის შიგა აღრიცხვის მოთხოვნების დადგენის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცებისა და შევსება-წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ საქმის შესწავლის წესის და პროცედურის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
„სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების” დამტკიცების თაობაზე
საქართველოს
დაზღვევის
სახელმწიფო
ზედამხედველობის
სამსახურის
უფროსის
ბრძანება
№11
2016 წლის 17 თებერვალი
ქ. თბილისი
„სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების” დამტკიცების თაობაზე
„დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება №102-ის თანახმად დამტკიცებული სსიპ –
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) „სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების წესი” (დანართი №1);
ბ) „ინფორმაცია სადაზღვევო პოლისების შესახებ“ (დანართი №2);
გ) „ინფორმაცია სადაზღვევო ზარალების შესახებ“ (დანართი №3);
დ) „ინფორმაცია გადაზღვევის ოპერაციების შესახებ“ (დანართი №4);
ე) „ინფორმაცია სადაზღვევო/გადაზღვევის ბროკერების შესახებ“ (დანართი №5);
ვ) „ინფორმაცია სადაზღვევო აგენტების შესახებ“ (დანართი №6);
ზ) „ინფორმაცია მზღვეველის თანამშრომლების შესახებ“ (დანართი №7);
თ) „ინფორმაცია მზღვეველის დამფუძნებლების შესახებ“ (დანართი №8).
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2009 წლის 15 მაისის ბრძანება №21 „მზღვეველის საქმიანობის აღრიცხვის წესის“ დამტკიცების თაობაზე.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი
დანართი №1
სადაზღვევო ორგანიზაციების შიგა აღრიცხვის მოთხოვნების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. მზღვეველის საქმიანობის აღრიცხვის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია აღრიცხვას დაქვემდებარებული მზღვეველის ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების განსაზღვრა და აღნიშნული მონაცემების სისტემატიზაცია.
2. წესი განკუთვნილია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი მზღვეველებისათვის.
3. ამ წესით განსაზღვრული აღრიცხვის მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა მზღვეველის მიერ საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კომბინირებული პოლისი – დაზღვევის რამდენიმე სახეობის შემცველი პოლისი;
ბ) დივერსიფიცირებული ფრანშიზა – პოლისში სხვადასხვა სახის ფრანშიზის არსებობა;
გ) „ოდენობის“ მიხედვით დაჯგუფება – გულისხმობს როგორც თანხების ოდენობების დალაგებას ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით, ასევე მათ დაჯგუფებას დიაპაზონების მიხედვით: 10000 ლარამდე, 10000 ლარიდან 50000 ლარამდე, 50000 ლარიდან 100000 ლარამდე, 100000 ლარი და ზევით;
დ) ცედენტი – მზღვეველი, რომელიც გადასცემს მის მიერ დაზღვეულ რისკს ან მის ნაწილს გადამზღვეველს;
ე) რეტროცედენტი – გადამზღვეველი, რომელიც მის მიერ გადაზღვევით მიღებულ რისკს ან მის ნაწილს გადასცემს სხვა გადამზღვეველს (რეტროცესიონერს);
ვ) რეტროცესიონერი – გადამზღვეველი, რომელიც იღებს გადაზღვევაზე რისკს ან მის ნაწილს სხვა გადამზღვეველი ორგანიზაციისაგან (რეტროცედენტისაგან);
ზ) რეტროცესია – გარიგება, რომლის თანახმად, გადამზღვეველი (რეტროცედენტი) გადასცემს მის მიერ გადაზღვევით მიღებულ რისკს ან მის ნაწილს სხვა გადამზღვეველს (რეტროცესიონერს).
მუხლი 3🔗.
მონაცემთა ბაზა და ანალიტიკური სისტემა
1. მზღვეველი ვალდებულია:
ა) შექმნას შიგა აღრიცხვის მონაცემთა ერთიანი ბაზა;
ბ) შეიმუშაოს ანალიზური აღრიცხვის წარმოების სისტემა.
2. შიგა აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში გაერთიანებული უნდა იყოს ინფორმაცია ფილიალებიდან და სხვა სტრუქტურული დანაყოფებიდან. აღნიშნული მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას (მონაცემს) „სადაზღვევო ორგანიზაციებისა და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2012 წლის 18 იანვრის №3 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და შემდეგი დანართების (შემდგომში – დანართები) შესაბამისად:
ა) „ინფორმაცია სადაზღვევო პოლისების შესახებ“ (დანართი №2-ის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად);
ბ) „ინფორმაცია სადაზღვევო ზარალების შესახებ“ (დანართი №3-ის პირველი პუნქტის შესაბამისად);
გ) „ინფორმაცია გადაზღვევის ოპერაციების შესახებ“ (დანართი №4-ის პირველი პუნქტის შესაბამისად);
დ) „ინფორმაცია სადაზღვევო/გადაზღვევის ბროკერების შესახებ“ (დანართი №5-ის შესაბამისად);
ე) „ინფორმაცია სადაზღვევო აგენტების შესახებ“ (დანართი №6-ის შესაბამისად);
ვ) „ინფორმაცია მზღვეველის თანამშრომლების შესახებ“ (დანართი №7-ის შესაბამისად);
ზ) „ინფორმაცია მზღვეველის დამფუძნებლების შესახებ“ (დანართი №8-ის შესაბამისად).
3. ანალიზური აღრიცხვის წარმოების სისტემას შეიმუშავებს მზღვეველი, რათა უზრუნველყოს ნებისმიერ დროს სრული ინფორმაციის მიღება ანალიზის, კონტროლის, ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების დეტალიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ასევე, აღნიშნული სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს დანართი №2-№4-ის მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
4. მზღვეველის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მონაცემთა ბაზისა და ანალიზური აღრიცხვის წარმოების სისტემის შექმნაზე.
მუხლი 4🔗.
მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის განახლება და შენახვა
1. ინფორმაცია (მონაცემები) მონაცემთა ბაზაში უნდა განახლდეს, ასევე უცხოურ ვალუტაში აღრიცხული მონაცემები – გადაფასდეს ყოველდღიურად მიმდინარე ოფიციალური კურსით და შენახულ იქნეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერი პერიოდისა (დეკადის, თვის, კვარტალის, წლის და სხვ.) და ნებისმიერი თარიღის მდგომარეობით, უმოკლეს ვადაში მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით ფორმების მომზადება/წარდგენა.
2. მზღვეველი ვალდებულია უზრუნველყოს დანართებში მოცემული ინფორმაციის (მონაცემების) სრულყოფილად შეყვანა და მისი კონტროლი.
მუხლი 5🔗.
ფორმების მომზადება/წარდგენა
1. მონაცემთა ბაზიდან შესაძლებელი უნდა იყოს ფორმების წარმოება, რომლებიც უნდა ასახავდნენ სსიპ –
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ მოთხოვნილ მონაცემებს.
2. ფორმების შიგთავსი უნდა ჯგუფდებოდეს (შესაბამისად, ჯგუფების მიხედვით თანხები ჯამდებოდეს) დანართი №2-№4-ის მე-2 პუნქტებში მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.
3. მზღვეველის მიერ სამსახურში წარდგენილი ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების მონაცემები შესაბამისობაში უნდა იყოს ამ მუხლით განსაზღვრული ფორმების შესაბამის მონაცემებთან.
4. უცხოურ ვალუტაში აღრიცხული ინფორმაცია კრებსით ფორმებში აისახება ლარებში ფორმების წარმოების დღისთვის არსებული ოფიციალური კურსით. მზღვეველი ვალდებულია შეინახოს აღნიშნული ინფორმაცია ოპერაციის (გარიგების) განხორციელების ვალუტაშიც.
5. მზღვეველის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია წარმოებული ფორმების სიზუსტესა და უტყუარობაზე.
მუხლი 6🔗.
ფორმების წარდგენის ვადა
1. მონაცემთა ბაზიდან შესაძლებელი უნდა იყოს ფორმების გონივრულ ვადებში გენერირება. აღნიშნული ვადა სამსახურის შემმოწმებელთა ჯგუფის მოთხოვნისას არ უნდა აღემატებოდეს 3 სამუშაო დღეს, ხოლო სხვა შემთხვევაში, რომელიც არ უკავშირდება მზღვევლის ადგილზე შემოწმებას სამსახურის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან – 5 სამუშაო დღეს.
2. სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების გაზრდის საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას სამსახურს უფლება აქვს შეამციროს მზღვეველის მიერ ფორმების წარდგენის ვადა, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 2 სამუშაო დღისა.
მუხლი 7🔗.
სამსახურის უფლებამოსილება
1. სამსახური უფლებამოსილია მოითხოვოს მზღვეველებისაგან ამ წესით განსაზღვრული ფორმების წარდგენა.
2. მზღვეველის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სანქციებს.
დანართი №2
ინფორმაცია სადაზღვევო პოლისების შესახებ
1.
სადაზღვევო პოლისებთან დაკავშირებით მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს თითოეული დაზღვევის ხელშეკრულების/სადაზღვევო მოწმობის (პოლისის) შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) დაზღვევის სახეობა;
ბ) დაზღვევის ხელშეკრულების ნომერი;
გ) დაზღვევის ხელშეკრულების დადების თარიღი;
დ) სადაზღვევო მოწმობის (პოლისის) ნომერი;
ე) სადაზღვევო მოწმობის (პოლისის) გაცემის თარიღი და ადგილი;
ვ) ხელშეკრულების ან/და პოლისის მოქმედების პერიოდი;
ზ) დაზღვევის საგანი;
თ) თითოეული დაზღვევის სახეობისათვის დამახასიათებელი დეტალური მონაცემები დაზღვევის საგნის შესახებ;
ი) დამზღვევი:
ი.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო მონაცემები, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით, რეგისტრაციის ადგილი;
ი.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: სრული სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იურიდიული მისამართი, ადგილსამყოფელი, საკონტაქტო მონაცემები, რეგისტრაციის ადგილი;
კ) დამზღვევის წარმომადგენლის სახელი, გვარი და საკონტაქტო მონაცემები;
ლ) დაზღვეული:
ლ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, საკონტაქტო მონაცემები, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით, რეგისტრაციის ადგილი;
ლ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: სრული სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იურიდიული მისამართი, ადგილსამყოფელი, საკონტაქტო მონაცემები, რეგისტრაციის ადგილი;
მ) მოსარგებლე (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
მ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გვარი, სახელი, საკონტაქტო მონაცემები, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით, რეგისტრაციის ადგილი;
მ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: სრული სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იურიდიული მისამართი, ადგილსამყოფელი, საკონტაქტო მონაცემები, რეგისტრაციის ადგილი;
ნ) სადაზღვევო თანხა/ანაზღაურების ლიმიტი (კომბინირებული პოლისების შემთხვევაში – თითოეული სახეობის მიხედვით);
ო) ფრანშიზის (მზღვეველის მიერ აუნაზღაურებადი მინიმალური თანხის) ოდენობა, დივერსიფიცირებული ფრანშიზის შემთხვევაში – მისი ოდენობა აღირიცხება ცალკეული რისკის ან/და სხვა პარამეტრის მიხედვით;
პ) სადაზღვევო ტარიფი ან/და პრემია (კომბინირებული პოლისის შემთხვევაში უნდა მოხდეს პრემიის დაყოფა დაზღვევის თითოეული სახეობისათვის);
ჟ) გამომუშავებული პრემიის ოდენობა;
რ) ფასდაკლება (ასეთის არსებობისას);
ს) პოლისით გათვალისწინებული პრემიის გადახდის გრაფიკი ან თარიღი ერთჯერადი გადახდის შემთხვევაში;
ტ) პრემიის ფაქტობრივად გადახდის თარიღი (თარიღები) და მისი ოდენობა;
უ) არსებული დებიტორული დავალიანება მზღვეველის მიმართ, რომელიც წარმოიშვა სადაზღვევო ხელშეკრულების საფუძველზე;
ფ) მზღვეველის მიმართ ამ პუნქტის „უ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დებიტორული დავალიანების ნაწილი, რომელიც გადაცდა გადახდის გრაფიკს (ასეთის არსებობისას);
ქ) პოლისის ვადაზე ადრე გაუქმების თარიღი (ასეთი ფაქტის დადგომისას) და გაუქმების მიზეზი;
ღ) დეტალური მონაცემები ბროკერის/აგენტის შესახებ დანართი №5-ის და დანართი №6-ის შესაბამისად;
ყ) ბროკერთან/აგენტთან დადებული ხელშეკრულების ნომერი, თარიღი, მოქმედების ვადა;
შ) ბროკერის/აგენტის საკომისიოს ოდენობა (მათ შორის, გაცემული და გასაცემი საკომისიოს ოდენობა);
ჩ) სადაზღვევო პოლისზე/ხელშეკრულებაზე გადაზღვევის არსებობის შემთხვევაში – სრული ინფორმაცია გადაზღვევის შესახებ დანართი №4-ის შესაბამისად;
ც) სადაზღვევო პოლისზე/ხელშეკრულებაზე ზარალის არსებობის შემთხვევაში – სრული ინფორმაცია ზარალების შესახებ დანართი №3-ის შესაბამისად.
2.
პირველ პუნქტში მოცემული სადაზღვევო პოლისების შესახებ ინფორმაცია უნდა ჯგუფდებოდეს (შესაბამისად, ჯგუფების მიხედვით თანხები ჯამდებოდეს) შემდეგი მონაცემების მიხედვით:
ა) დამზღვევი:
ა.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით, რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი და/ან რეგიონი);
ა.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: სრული სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იურიდიული მისამართი (ქალაქი და/ან რეგიონი), ადგილსამყოფელი (ქალაქიდა/ან რეგიონი), რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი და/ან რეგიონი);
ბ) დაზღვეული:
ბ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით, რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი და/ან რეგიონი);
ბ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: სრული სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა (ასეთის არსებობის შემთვევაში), იურიდიული მისამართი (ქალაქი და/ან რეგიონი), ადგილსამყოფელი (ქალაქი და/ან რეგიონი), რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი და/ან რეგიონი);
გ) მოსარგებლე (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
გ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით, რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი და/ან რეგიონი);
გ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: სრული სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა (ასეთის არსებობის შემთვევაში), იურიდიული მისამართი (ქალაქი და/ან რეგიონი), ადგილსამყოფელი (ქალაქი და/ან რეგიონი), რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი და/ან რეგიონი).
დ) დაზღვევის სახეობის;
ე) სადაზღვევო თანხის ოდენობის;
ვ) სადაზღვევო პრემიის ოდენობის;
ზ) გამომუშავებული პრემიების ოდენობის;
თ) მიმდინარე დავალიანების ოდენობის;
ი) ბროკერების/აგენტების სახელწოდების და მათი საკომისიოს ოდენობის;
კ) სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკის სამ თვეზე მეტი ვადით გადაცილებული დავალიანების ოდენობის.
3.
სიცოცხლის და საპენსიო დაზღვევის განხორციელებისას დამატებით აღრიცხული უნდა იქნეს:
ა) სიცოცხლის დაზღვევისას:
ა.ა) დაზღვეულის დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, სამუშაო ადგილი, ასევე ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ამ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში);
ა.ბ) დამზღვევზე გაცემული სესხები;
ა.გ) დამზღვევის მონაწილეობა საინვესტიციო მოგებაში;
ბ) საპენსიო დაზღვევისას:
ბ.ა) საპენსიო სქემაში მონაწილის დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, სამუშაო ადგილი;
ბ.ბ) საპენსიო შენატანების, დანაგროვების, საინვესტიციო მოგების, საპენსიო ვალდებულებების და გაცემული პენსიების ოდენობა;
ბ.გ) თითოეული საპენსიო სქემის მიხედვით ინვესტირების შედეგად მიღებული მოგება.
4.
თუ მზღვეველს გააჩნია რამდენიმე საპენსიო სქემა, მონაცემები აღრიცხული უნდა იქნეს თითოეული საპენსიო სქემის მიხედვით ცალ-ცალკე.
დანართი №3
ინფორმაცია სადაზღვევო ზარალების შესახებ
1.
ზარალების შესახებ მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს მზღვეველისათვის ცნობილი ყოველი ცალკეული ზარალის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) ზარალის დადგომის შესახებ კომპანიაში განცხადების თარიღი;
ბ) ზარალის დადგომის თარიღი და ადგილი;
გ) დაზღვევის სახეობა;
დ) დაზღვევის ხელშეკრულების ნომერი;
ე) სადაზღვევო მოწმობის (პოლისის) ნომერი;
ვ) ხელშეკრულების ან/და პოლისის მოქმედების პერიოდი;
ზ) დამზღვევი (დანართი №2-ის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად);
თ) დაზღვეული და/ან მოსარგებლე (დანართი №2-ის პირველი პუნქტის „ლ“ და/ან „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად);
ი) სადაზღვევო თანხა/ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი;
კ) განცხადებული ზარალის/პრეტენზიის ოდენობა;
ლ) განცხადებული ზარალის/პრეტენზიის შესწორების ოდენობა და შესწორების თარიღი (თითოეული ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ზარალის საბოლოო ოდენობა (სადაზღვევო ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით);
ნ) უარის თქმის მიზეზი ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში;
ო) ანაზღაურებული ზარალის ოდენობა;
პ) ზარალის ფაქტობრივად ანაზღაურების თარიღი ან გრაფიკი;
ჟ) ზარალის სტატუსი (განცხადებული; ორივე მხარის მიერ შეთანხმებული; გადახდილი (ნაწილობრივ, სრულად); უარყოფილი);
რ) შესაბამისი გადამზღვევლის (ასეთის არსებობისას) სახელწოდება და ქვეყანა (გადამზღვევლის ადგილმდებარეობის მიხედვით), გადაზღვევის ხელშეკრულების ნომერი;
ს) მზღვეველის წილი ზარალის საბოლოო ოდენობაში;
ტ) გადამზღვევლის წილი ზარალის ოდენობაში;
უ) გადამზღვევლის მიერ ანაზღაურებული თანხა;
ფ) გადამზღვევლის მიერ ზარალის ანაზღაურების თარიღი (თარიღები);
ქ) მზღვეველის მიერ რეგრესის უფლების გამოყენების შედეგად მიღებული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2.
პირველ პუნქტში მოცემული სადაზღვევო ზარალების შესახებ ინფორმაცია უნდა ჯგუფდებოდეს (შესაბამისად, ჯგუფების მიხედვით თანხები ჯამდებოდეს), შემდეგი მონაცემების მიხედვით:
ა) ზარალის განცხადების თარიღების;
ბ) ზარალის დადგომის თარიღების;
გ) ზარალის დადგომის ადგილის;
დ) დაზღვევის სახეობის;
ე) გადამზღვევლის სახელწოდების;
ვ) დამზღვევის:
ვ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით, რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი და/ან რეგიონი);
ვ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: სრული სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იურიდიული მისამართი (ქალაქი და/ან რეგიონი), ადგილსამყოფელი (ქალაქი და/ან რეგიონი), რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი და/ან რეგიონი);
ზ) დაზღვეულის:
ზ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით, რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი და/ან რეგიონი);
ზ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: სრული სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა (ასეთის არსებობის შემთვევაში) იურიდიული მისამართი (ქალაქი და/ან რეგიონი), ადგილსამყოფელი (ქალაქი და/ან რეგიონი), რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი და/ან რეგიონი);
თ) მოსარგებლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
თ.ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში: გვარი, სახელი, პირადი ნომერი პირადობის მოწმობის მიხედვით, რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი და/ან რეგიონი);
თ.ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: სრული სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა (ასეთის არსებობის შემთვევაში), იურიდიული მისამართი (ქალაქი და/ან რეგიონი), ადგილსამყოფელი (ქალაქი და/ან რეგიონი), რეგისტრაციის ადგილი (ქალაქი და/ან რეგიონი);
ი) სადაზღვევო თანხების ოდენობის;
კ) ზარალის სტატუსის;
ლ) განცხადებული ზარალების ოდენობის;
მ) ზარალების საბოლოო ოდენობის;
ნ) ანაზღაურებული ზარალების ოდენობის;
ო) ზარალის ოდენობაში გადამზღვევლის წილის ოდენობის;
პ) გადამზღვევლის მიერ ანაზღაურებული თანხების ოდენობის.
დანართი №4
ინფორმაცია გადაზღვევის ოპერაციების შესახებ
1.
გადაზღვევის ოპერაციების შესახებ მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს ყოველი ცალკეული გადაზღვეული რისკის (ან დაზღვევის პოლისით გაერთიანებული რისკების ერთობლიობის) და ცალკეული გადაზღვევის ხელშეკრულების შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) მზღვეველის მიერ უშუალოდ სადაზღვევო ოპერაციებიდან შემოსული რისკების გადაზღვევისას:
ა.ა) დაზღვევის სახეობა;
ა.ბ) სადაზღვევო მოწმობა (პოლისის)/დაზღვევის ხელშეკრულების ნომერი;
ა.გ) სადაზღვევო მოწმობის (პოლისის) გაცემის ადგილი და თარიღი;
ა.დ) პოლისის მოქმედების პერიოდი;
ა.ე) სადაზღვევო თანხა/ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი;
ა.ვ) გადამზღვევლის სახელწოდება და მისამართი;
ა.ზ) გადაზღვევის ხელშეკრულების ნომერი;
ა.თ) გადაზღვევის ტიპი;
ა.ი) გადამზღვევლის მონაწილეობა სადაზღვევო თანხაში/ანაზღაურების ლიმიტში;
ა.კ) გადაზღვევის პრემიის ოდენობა;
ა.ლ) მზღვეველის მიერ მისაღები გადაზღვევის საკომისიოს ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.მ) გადაზღვევის პრემიის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის გრაფიკი;
ა.ნ) გადაზღვევის პრემიის ფაქტობრივად გადახდის თარიღი (თარიღები);
ა.ო) გადაზღვევის (ბროკერის/აგენტის) სახელწოდება და მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ა.პ) ბროკერთან/აგენტთან დადებული ხელშეკრულების ნომერი;
ა.ჟ) დეტალური მონაცემები ბროკერის/აგენტის შესახებ დანართი №5-ის და დანართი №6-ის შესაბამისად;
ა.რ) ბროკერის/აგენტის საკომისიო/საბროკერო ანაზღაურება;
ა.ს) გადამზღვევლის მონაწილეობა ზარალის საბოლოო ოდენობაში;
ა.ტ) გადამზღვევლის მონაწილოება ანაზღაურებულ ზარალში.
ბ) გადაზღვევით მიღებული რისკებისათვის:
ბ.ა) დაზღვევის სახეობა;
ბ.ბ) დაზღვევის პოლისის/ხელშეკრულების ნომერი, დადების თარიღი და მოქმედების ვადა (მონაცემების დადგენის შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში);
ბ.გ) სადაზღვევო თანხა/ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი;
ბ.დ) ცედენტის სახელწოდება და მისამართი;
ბ.ე) გადაზღვევის ხელშეკრულების ნომერი;
ბ.ვ) გადაზღვევის ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა;
ბ.ზ) გადაზღვევის ტიპი;
ბ.თ) ორგანიზაციის მონაწილეობა სადაზღვევო თანხაში/ანაზღაურების ლიმიტში;
ბ.ი) გადაზღვევის პრემიის ოდენობა;
ბ.კ) საკომისიო ცედენტისათვის;
ბ.ლ) გადაზღვევის პრემიის მიღების ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკი;
ბ.მ) გადაზღვევის პრემიის ფაქტობრივად მიღების თარიღი (თარიღები);
ბ.ნ) გადამზღვევლის (რეტროცესიონერის) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელწოდება და მისამართი;
ბ.ო) გადაზღვევის (რეტროცესიის) ხელშეკრულების ნომერი;
ბ.პ) გადაზღვევის (რეტროცესიის) ხელშეკრულების დადების თარიღი და მოქმედების ვადა;
ბ.ჟ) გადაზღვევის (რეტროცესიის) ტიპი;
ბ.რ) რეტროცესიით გადაცემული რისკის მოცულობა;
ბ.ს) რეტროცესიის პრემიის ოდენობა;
ბ.ტ) რეტროცესიის საკომისიოს ოდენობა;
ბ.უ) რეტროცესიის პრემიის გადახდის ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკი;
ბ.ფ) რეტროცესიის პრემიის ფაქტობრივად გადახდის თარიღი (თარიღები);
ბ.ქ) რეტროცესიის ბროკერის/აგენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელწოდება და მისამართი;
ბ.ღ) ბროკერთან/აგენტთან დადებული ხელშეკრულების ნომერი;
ბ.ყ) დეტალური მონაცემები ბროკერის/აგენტის შესახებ დანართი №5-ის და დანართი №6-ის შესაბამისად;
ბ.შ) ბროკერის/აგენტის საკომისიო/საბროკერო ანაზღაურება;
ბ.ჩ) ორგანიზაციის წილი ზარალში (ზარალებში);
ბ.ც) რეტროცესიონერის წილი ზარალში (ზარალებში).
2.
პირველ პუნქტში მოცემული გადაზღვევის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია უნდა ჯგუფდებოდეს (შესაბამისად, ჯგუფების მიხედვით თანხები ჯამდებოდეს) შემდეგი მონაცემების მიხედვით:
ა) დაზღვევის სახეობის;
ბ) სადაზღვევო თანხების ოდენობის;
გ) ცედენტის (შემოსული გადაზღვევის შემთხვევაში);
დ) გადამზღვევლის სახელწოდების (მათ შორის, რეტროცესიონერის);
ე) გადაზღვევის ტიპის;
ვ) გადაზღვევის პრემიების (როგორც შემოსული, ასევე გასული) ოდენობის;
ზ)ზარალის საბოლოო ოდენობაში მზღვეველის, გადამზღვევლის (ან რეტროცესიონერის) წილის ოდენობის;
თ) მზღვეველის მიერ მისაღები გადაზღვევის საკომისიოს ოდენობის;
ი) გადაზღვევის ბროკერების/აგენტების სახელწოდების და მათი საკომისიოების ოდენობის.
3.
გადაზღვევის ოპერაციების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვისას გათვალისწინებული უნდა იყოს გადაზღვევის ფორმის თავისებურებანი, რომლებიც არ იძლევა გადაზღვევის ხელშეკრულების თითოეულ პოლისთან დაკავშირების საშუალებას.
დანართი №5
ინფორმაცია სადაზღვევო/გადაზღვევის ბროკერების შესახებ
სადაზღვევო/გადაზღვევის ბროკერების შესახებ მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს ყოველი ცალკეული ბროკერის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) იურიდიული პირის:
ა.ა) სრული სახელწოდება;
ა.ბ) საქმიანობის საგანი;
ა.გ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი;
ა.დ) მარეგისტრირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ა.ე) საიდენტიფიკაციო ნომერი (საქართველოში რეგისტრირებული პირებისათვის).
ბ) იურიდიული პირის ხელმძღვანელის (წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების):
ბ.ა) სახელი, გვარი;
ბ.ბ) მოქალაქეობა;
ბ.გ) მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით.
გ) ბროკერთან დადებული ხელშეკრულების ნომერი და თარიღი;
დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ე) ხელშეკრულების სტატუსი (ძალაშია/გაუქმებულია);
ვ) თანამშრომლობის საგანი (დაზღვევა, გადაზღვევა, საკონსულტაციო მომსახურება და ა.შ.).
დანართი №6
ინფორმაცია სადაზღვევო აგენტების შესახებ
სადაზღვევო აგენტების შესახებ მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს ყოველი ცალკეული აგენტის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი, გვარი;
ა.ბ) მოქალაქეობა;
ა.გ) დაბადების თარიღი;
ა.დ) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი;
ა.ე) მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ა.ვ) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო.
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
იურიდიული პირის:
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) საქმიანობის საგანი;
ბ.გ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი;
ბ.დ) მარეგისტირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ბ.ე) საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ვ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საინდეტიფიკაციო მონაცემები (ამ დანართის პირველი პუნქტის „ა.ა–ა.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად).
გ) აგენტთან დადებული ხელშეკრულების ნომერი და თარიღი;
დ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
ე) ხელშეკრულების სტატუსი (ძალაშია/შეწყვეტა).
დანართი №7
ინფორმაცია მზღვეველის თანამშრომლების შესახებ
მზღვეველის თანამშრომლების შესახებ მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს ყოველი ცალკეული თანამშრომლის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) მოქალაქეობა;
გ) დაბადების თარიღი;
დ) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი;
ე) მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ვ) შრომითი ხელშეკრულების ნომერი და/ან თარიღი;
ზ) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;
თ) ხელშეკრულების სტატუსი (ძალაშია/შეწყდა).
დანართი №8
ინფორმაცია მზღვეველის დამფუძნებლების/აქციონერების შესახებ
მზღვეველის დამფუძნებლების/აქციონერების შესახებ მონაცემთა ბაზა უნდა შეიცავდეს ყოველი ცალკეული დამფუძნებლის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) სახელი, გვარი;
ა.ბ) მოქალაქეობა;
ა.გ) დაბადების თარიღი;
ა.დ) მუდმივი (რეგისტრირებული) საცხოვრებელი ადგილი;
ა.ე) მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით;
ა.ვ)ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში – ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაციის თარიღი, ნომერი, მარეგისტრირებელი ორგანო, საინდენტიფიკაციო ნომერი.
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
ბ.ა) სრული სახელწოდება;
ბ.ბ) საქმიანობის საგანი;
ბ.გ) იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი;
ბ.დ) მარეგისტირებელი ორგანო, რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
ბ.ე) საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ.ვ)ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების საინდეტიფიკაციო მონაცემები (ამ დანართის პირველი პუნქტის „ა.ა–ა.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად);
ბ.ზ) მონაცემები დამფუძნებელი ორგანიზაციის დამფუძნებლების შესახებ;
გ) ორგანიზაციაში დამფუძნებელთა (აქციონერთა) წილობრივი მონაწილეობა.