ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებისა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
მიღების თარიღი 18.02.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
ძალის დაკარგვა 30.03.2016
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.151.016192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/02/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (6)
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე |
| 2 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| 3 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე |
| 4 | საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრების სტატუსი |
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შალვა ელოშვილი | ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 19.04.2011
დოკუმენტის ტექსტი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებისა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2016 წლის 18 თებერვალი
დაბა სტეფანწმინდა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებისა და საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’ მე-16 მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის (გარდა გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისა) საწვავის ყოველთვიური ხარჯი 2050 (ორი ათას ორმოცდაათი) ლიტრის ოდენობით, ხოლო ყოველთვიური სატელეფონო ხარჯი 900 (ცხრაასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩავლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით საწვავის ყოველთვიური ხარჯი-2050 ლიტრი და ყოველთვიური სატელეფონო ხარჯი შემდეგი ოდენობით:
№
საკრებულოს წევრების სტატუსი
სატელეფონო ხარჯი (ლარი)
საწვავის ხარჯი (ლიტრი)
1
საკრებულოს თავმჯდომარე
70
500
2
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
60
250
3
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
30
100
4
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
30
100
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის საწვავის ყოველთვიური ლიმიტი 100 (ასი) ლიტრის ოდენობით, ხოლო სატელეფონო ხარჯი 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყოველთვიური სატელეფონო ხარჯი 85 (ოთხმოცდა ხუთი) ლარის ოდენობით, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარემ განახორციელოს ამ მუხლით დამტკიცებული რაოდენობის ფარგლებში საკრებულოს აპარატის თანამშრომელთა შორის ლიმიტის განაწილება შესაბამისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
მუხლი 5🔗
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცეს უფლება განახორციელოს ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული საწვავისა და სატელეფონო ხარჯების ოდენობების ფარგლებში გამგეობის თანამშრომელთა შორის ლიმიტის განაწილება შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
მუხლი 6🔗
საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩეველთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს წევრის სხვა უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ჩამოწერა განისაზღვროს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, რომლის უზრუნველსაყოფად:
ა) საკრებულოს წევრები ყოველთვიურად,წარუდგენენ წერილობით ინფორმაციას საკრებულოს აპარატის უფროსს შესრულებული დავალებისა და განხორციელებული უფლებამოსილებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის შესახებ.
ბ) საკრებულოს აპარატის უფროსი მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას სისტემატიზებული სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტი საკრებულოს წევრების მიერ გასული თვის განმავლობაში გაწეული ხარჯის ჩამოწერის თაობაზე;
გ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებასა და ჩამოწერას.
მუხლი 7🔗
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 19 აპრილის №22 დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“(სსმ ვებგვერდი 110420003, 27.04. 2011წ, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.151.016041).
მუხლი 8🔗
დადგენილება ძალაშია 2016 წლის 1 მარტიდან.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა ელოშვილი