,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №228
2009 წლის 15 დეკემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 2009 წელი, №11, მუხლი 127) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება: რეგიონული განვითარების პოლიტიკა, ტრანსპორტის სფეროში (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.“.
2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ნ) ტრანსპორტის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება, კოორდინაცია და კონტროლი;“.
3. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ო“ და ,,ჟ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
4. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:
,,კ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი.“.
5. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი.
6. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ფ) უზრუნველყოფს ტრანსპორტისა და საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციასა და კონტროლს;“.
7. ამოღებულ იქნეს მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტი.
8. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი:
,,კ) ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტი – ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება და დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი; საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სტრუქტურებთან თანამშრომლობა; ტრანსპორტის სფეროში საინვესტიციო კაპიტალის, საერთაშორისო დახმარებისა და კრედიტების მოზიდვის ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში; ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისა და სატრანზიტო ფუნქციასთან დაკავშირებულ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებთან თანამშრომლობა; ტრანსპორტის სფეროში საერთაშორისო შეთანხმებების პროექტების შემუშავება, არსებული შეთანხმებების გადახედვა დადგენილი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად და მოლაპარაკებებში მონაწილეობა; ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიების მუშაობაში მონაწილეობა და კომისიების სხდომებზე განსახილველ საკითხთა მომზადება; შესაბამის უწყებებთან ერთად ტრანსპორტის სფეროში უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; კომპეტენციის ფარგლებში დარგში მოქმედი ნორმატიული ბაზის სრულყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესებში მონაწილეობა; დარგობრივი რეფორმებისა და ინსტიტუციონალური მოწყობის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრაში მონაწილეობა; ტრანსპორტის სფეროში ლიბერალიზაციის პროცესების განხორციელების ხელშეწყობა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური