1. რჩეული საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებლს, ან/და მის მიერ უფლებამოსილ  მოხელეს/სტრუქტურულ ერთეულს. საერთო კრების მოწვევის შესახებ რჩეულის ინიციატივა მიიღება ცნობად და მას რეგისტრაცია არ ესაჭიროება.

2. კრების გამართვამდე 1 თვით ადრე მაინც, რჩეული მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.

3. განცხადებაში მიეთითება, საერთო კრების მოწვევის:

ა) თარიღი;

ბ) დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში);

გ) ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად ორგანიზაციული და

მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.

4. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის გამგებლის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მატერიალურტექნიკური მხარდაჭერით, უზრუნველყოფს რჩეული. რჩეული პასუხის მგებელია საერთო კრების მოწვევისა და წარმართვისათვის განსაზღვრული მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზ