1. რჩეული საერთო კრების მოწვევის შესახებ ინიციატივას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებლს,ან/და მის მიერ უფლებამოსილ მოხელეს/სტრუქტურულ ერთეულს. საერთო კრების მოწვევის შესახებ რჩეულის ინიციატივა მიიღება ცნობად და მას რეგისტრაცია არ ესაჭიროება.

2. კრების გამართვამდე 1 თვით ადრე მაინც, რჩეული მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს განცხადებას საერთო კრების მოწვევის შესახებ.

3. განცხადებაში მიეთითება საერთო კრების მოწვევის:

ა) თარიღი;

ბ) დრო და ადგილი (შესაბამისი დასახლების ტერიტორიის ფარგლებში);

გ) ინფორმაცია საერთო კრების ჩასატარებლად ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის საჭიროების შესახებ.

4. რჩეულის მიერ საერთო კრების მოწვევის შემთხვევაში, საერთო კრების მოწვევის ორგანიზებას მუნიციპალიტეტის გამგებლის ან/და მის მიერ უფლებამოსილი მოხელის/სტრუქტურული ერთეულის მატერიალურ-ტექნიკური   მხარდაჭერით,   უზრუნველყოფს   რჩეული.   რჩეული   პასუხისმგებელია საერთო  კრების  მოწვევისა  და  წარმართვისათვის  განსაზღვრული  მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მიზნობრივ გამოყენებაზ