„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის №1-1/131 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/66 |
|
2016 წლის 15 თებერვალი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის №1-1/131 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 18/01/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.024.016150) დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ლ" ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1" ქვეპუნქტი: „ნ1) ამტკიცებს საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს საქმიანობის სახელმძღვანელოს, რომელიც წამოადგენს საკონვენციო ბიუროსა და მის წევრებს შორის თანამშრომლობის წესს; ნ2) ამტკიცებს საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზაში გაწევრიანების კრიტერიუმებს;”
დ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს „პ“ და „ჟ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: ზ) მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. თ) მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებსა და ქვეყნის შიგნით, პრეზენტაციების, პრეს-კონფერენციებისა და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების მოწყობა;“;
ნ) მე-4 მუხლის მე-18 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ტურიზმის სფეროში მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან ტურიზმში არსებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის გავრცელება;“; პ) მე-4 მუხლის მე-18 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ჟ) მე-4 მუხლის მე-19 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ტურისტული მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;“;
„ბ) ხარისხის ნიშნის შემუშავების ხელშეწყობა;“; „დ) საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დატრენინგებული ტურისტული მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზის წარმოება;“; ტ) მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „201“ და „202“ პუნქტები:
„201. კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით, სანიტარიული დაცვის ზონების პროექტების შედგენა და შესაბამისი უწყებებისათვის წარდგენა; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოების მიერ შედგენილი სანიტარიული დაცვის ზონების განხილვა და შეთანხმება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან შეთანხმებით, „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემა და გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაცია; დ) საქართველოს კურორტების ნუსხისა და სტატუსის შემუშავება, განახლება, აღნიშნული მიზნით საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვლევების ჩატარება და კანონდებლობის შესაბამისად საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საჭირო კვლევების ჩასატარებლად ტექნიკური დავალებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქარველოში კურორტების და საკურორტო ადგილების განვითარების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება, თანამონაწილეობა. „202. საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს ფუნქციები და ამოცანებია: ა) საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციების, გამოფენებისა და სხვა მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების მოზიდვის ხელშეწყობა; ბ) საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და განახლება. მონაცემთა ბაზის წევრებთან თანამშრომლობისას, ბიურო მოქმედებს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს საქმიანობის სახელმძღვანელოს ფარგლებში. საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზაში გაწევრიანება ხდება ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზაში გაწევრიანების კრიტერიუმების შესაბამისად; გ) საქმიანი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო ტენდერების და განაცხადების (ბიდები) მოძიება, საქმიანი ტურიზმის სფეროში მომსახურების ადგილობრივი მიმწოდებლების მონაცემთა ბაზის წევრებისათვის აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, შესაბამისი მასალის მომზადება და მათში მონაწილეობის მიღება; დ) საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითრების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს საქმიანი ტურიზმის ბრენდის ჩამოყალიბება და განვითარების ხელშეწყობა; ე) საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაცია და მისი წარმოჩენა საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე; ვ) საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით კომუნიკაციის არხების/მეთოდების განსაზღვრა და განხორციელება მიზნობრივი ბაზრების მიხედვით; ზ) შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტული გამოფენებისა და ბაზრობების ნუსხის შედგენა, დაგეგმვა და საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს სახელით მონაწილეობა; თ) საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოს საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს სახელით, საზღვარგარეთის ქვეყნებში პრეზენტაციების, პრეს-კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების მოწყობა/თანამონაწილეობა; ი) საერთაშორისო ბაზარზე ქვეყანაში არსებული საქმიანი ტურიზმის პოტენციალის წარმოსაჩენად, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უწყებებთან თანამშრომლობა. მიზნობრივ ფორუმებსა და კონფერენციებში მონაწილეობა და შეხვედრების გამართვა; კ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი პირების, მათ შორის, ადგილზე ინსპექტირების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების საქართველოში მოწვევის, ჩამოყვანისა და მასპინძლობის უზრუნველყოფა; ლ) საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, შესაბამისი სარეკლამო საინფორმაციო მასალის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და სხვა) მომზადებისა და მასიური არხებით გავრცელების ორგანიზება/თანამონაწილეობა; მ) შესაბამისი ვებგვერდების შექმნა და პერიოდული განახლება; ნ) საქართველოს საქმიანი ტურიზმის ბრენდის განვითარების მიზნით, საჭირო კვლევების ჩასატარებლად ტექნიკური დავალების მომზადებაში მონაწილეობა;
ო) საქართველოში საქმიანი ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა, კომპეტენციის ფარგლებში პროექტების დაგეგმვა და განხორციელებაში მონაწილეობა.“ |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|